ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გავიხსენებ აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს - ილჰამ ალიევი ირანის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანის საელჩოში იმყოფებოდა. მან ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოთქვა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში ირანის ელჩს, მუჯათაბ დემირჩილუს შეხვდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირანის ელჩთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გაიხსენებს აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს, რომლებიც ირანში ვიზიტის დროს შედგა.თავის მხრივ ირანის ელჩმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საელჩოში მისვლისა და სამძიმრისთვის მადლობა გადაუხადა.
ყველა სიახლე
04 მარტი 2026, 18:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საელჩოების მხრიდან მაქსიმალური კომუნიკაციაა საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენ ვცდილობთ, რომ უსაფრთხო გზებით ისინი მოვახვედროთ სამშობლოში. იმედი მაქვს, დღევანდელი რეისიც ისეთივე მშვიდობიანი იქნება, როგორიც გუშინდელი
წუხილით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ბევრ ქვეყანაში. მიმდინარე მოვლენების ფონზე საჰაერო სივრცე არაერთ ქვეყანაში დაიხურა და შეიქმნა გადაადგილების და მგზავრობის შეფერხებები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 18:15
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა მუსლიმი მოსახლეობის დემოგრაფიულ ტყვეობაშია — მიგრაცია კვლავ გადამწყვეტი ფაქტორი ხდება გლობალურ პროცესებში
გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპაში მიგრაციის გავლენას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ მიგრაციული პროცესები დღეს საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად იქცა.
04 მარტი 2026, 18:13
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია იძიებს ირანში გოგონათა სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იძიებს თავდასხმას, რომელმაც ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა დაწყებით სკოლაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს. ამასთან, თეა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად
04 მარტი 2026, 18:11
საზოგადოება
ატრაქციონების პარკის პროექტთან დაკავშირებით, თბილისის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა
დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუს“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
04 მარტი 2026, 18:07
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია
როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ან დაკავშირებადობაზეა საუბარი, ამ შემთხვევაში რომელიმე ქვეყნის ამოგლეჯა სამხრეთ კავკასიიდან, აზრს მოკლებულია და სწორედ ამიტომ აზრს კარგავს, როდესაც ვინმე საუბრობს სამხრეთ კავკასიაზე ერთი ქვეყნის გამოკლებით. თუკი ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, როგორც შუა კორიდორს, აქ საქართველოს გარეშე საუბარი წარმოუდგენელია, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 18:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობა რეგიონში და ურთიერთობები, რაც არსებობს საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, გადამწყვეტ როლს ითამაშებს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, რაც არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის
ერთის მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, მეორეს მხრივ ეს ურთიერთობები, რაც არსებობს საქართველო-სომხეთს, საქართველო-აზერბაიჯანს და ახლა უკვე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გადამწყვეტ როლს ითამაშებს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, რაც შეიძლება მართლა ვთქვათ, რომ არის ისტორიული შანსი ჩვენი რეგიონისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 17:55
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპონენტები ევროინტეგრაციას სათამაშო ინსტრუმენტად იყენებენ და ცდილობენ ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ
„არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. მაშინ, როდესაც ევროკავშირთან ინტეგრაციაზე და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, იცით, რომ სწორედ ჩვენი ოპონენტები იყენებენ ამ საკითხს სათამაშო ინსტრუმენტად და ცდილობენ ყველაფერი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენონ, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს ის რეალობაა, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ყველა საგარეო პოლიტიკური და მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
04 მარტი 2026, 17:53
მსოფლიო
The New York Times: ირანის დაზვერვამ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობა, რომ ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის
ირანის დაზვერვის სამინისტროს ოპერატიულმა თანამშრომლებმა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს აცნობეს, რომ ისინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 17:36
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს.
04 მარტი 2026, 17:35
პოლიტიკა
სიონის საკათედრო ტაძარში ახალციხის საფეხბურთო გუნდ „სამცხეს“ ილია მეორის ნაჩუქარი ხატი გადაეცა
სიონის საკათედრო ტაძარში ახალციხის საფეხბურთო გუნდ „სამცხეს“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ნაჩუქარი ხატი გადაეცა. ფეხბურთელები პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ დალოცეს.
04 მარტი 2026, 17:32
მსოფლიო
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ტერეზა რიბერას განცხადებით, ტრამპს ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა არ შეუძლია
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა რიბერამ ეჭვქვეშ დააყენა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლებლობა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, რადგან, მისი მტკიცებით, ევროკავშირის საგარეო ვაჭრობა ერთიანი ბაზრის ფარგლებში იწარმოება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
04 მარტი 2026, 17:10
საზოგადოება
2025-2026 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 8-11 მარტს ჩატარდება
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2025-2026 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 8 მარტს, 09:00 საათზე დაიწყება და 11 მარტს დასრულდება, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 17:00
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ირანში განვითარებულ მოვლენებზე: არა ომს!
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ომს ეწინააღმდეგება.
04 მარტი 2026, 16:59
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი 90 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“
ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინისთვის განკუთვნილი €90 მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტი ამ ეტაპზე „გაყინულია“. ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორ რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
04 მარტი 2026, 16:48
პოლიტიკა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
04 მარტი 2026, 16:40
საზოგადოება
რიადიდან თბილისის მიმართულებით დღეს სპეციალური რეისი შესრულდება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, რიადიდან (საუდის არაბეთი) თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება.
04 მარტი 2026, 16:09
მსოფლიო
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდების შესახებ იუწყება
თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ნატოს დახმარებით ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
04 მარტი 2026, 16:07
პოლიტიკა
გია აბაშიძე „ტვ პირველს“: როდესაც აიათოლას აი თოლიასგან ვერ არჩევ, როდესაც ქალაქის სახელი და სასულიერო პირის რანგირება არ იცი - როგორ შეიძლება ნორმალურად მომიყვე გეოპოლიტიკური ამბები? ეს ხომ უბრალოდ ფსკერიც არ არის?!
„ტვ პირველი" რომ უვიცობის და გოიმობის პიკია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. შეგიძლიათ 5 წუთით ჩართოთ ეს არხი და ნათლად მიხვდებით ნოდარ მელაძის ფარა რა დონის ჟურნალისტები არიან, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
04 მარტი 2026, 16:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
მიღებული კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.


