The Washington Post: „დარწმუნებული არ ვარ, რომ რეჟიმის დამხობამდე ბრძოლა ჩვენს ინტერესებში შედის“ - ისრაელის რამდენიმე მაღალჩინოსანი შეშფოთების გამოთქვამს ირანზე ესკალაციური და განუსაზღვრელი ვადით მიმდინარე თავდასხმის გამო
ფოტო: AP
ისრაელის რამდენიმე მაღალჩინოსანი შეშფოთების გამოთქვამს ირანზე ესკალაციური და განუსაზღვრელი ვადით მიმდინარე თავდასხმის გამო და საუბრობს კონფლიქტიდან გამოსვლის შესაძლო გზებზე, რომლებმაც შესაძლოა შეაჩეროს ომი მანამ, სანამ ის რეგიონსა და გლობალურ ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ჟურნალისტი, დევიდ იგნატიუსი.
საუბარი ომის დასრულებაზე ნაადრევია და გადაწყვეტილება თავდასხმების შეწყვეტის შესახებ დიდწილად პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული, რომელიც კვლავ სრულ გამარჯვებას ესწრაფვის.
თუმცა, კვირას გამართულ სატელეფონო საუბარში, ისრაელის მაღალჩინოსანმა, რომელიც ირანის წინააღმდეგ ომის დაგეგმარებასა და სტრატეგიას კარგად იცნობს, განიხილა ტრამპის მიერ მოთხოვნილი „უპირობო კაპიტულაციის“ ალტერნატივები.
ტრამპი საბოლოო შედეგის რამდენიმე ვარიანტს შორის მერყეობს. თავდაპირველად იგი საუბრობდა მოლაპარაკების გზით შეთანხმებაზე რეჟიმის უფრო დამთმობ წევრებთან, თუმცა მას შემდეგ კაპიტულაციას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, მისი სასურველი პარტნიორები მოლაპარაკებებისთვის უკვე ლიკვიდირებულნი არიან. ტრამპის მსგავსად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სურს ბოლომდე მიჰყვეს პროცესს, რომელსაც მან შაბათს „ჭეშმარიტების მომენტი“ უწოდა.
მოლაპარაკებებისადმი ტრამპისა და ნეთანიაჰუს მიერ გამოხატული მიუღებლობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავდეს კვირას გავრცელებული განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი გახდება. იგი ყოფილი ლიდერის შვილია, რომელიც 28 თებერვალს თავის რეზიდენციაზე განხორციელებული მასირებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა. ახალი ლიდერი ხისტი კურსის მომხრეა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ დაახლოებულია. იგი არ არის ის ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ რეჟიმის დამხობამდე ბრძოლა ჩვენს ინტერესებში შედის“, - განაცხადა ისრაელის ოფიციალურმა პირმა. „არავის სურს დაუსრულებელი ამბავი“.
ოფიციალური პირის განცხადებით, ისრაელისა და ამერიკის საჰაერო კამპანია სამხედრო მიზნების მიღწევის დასკვნით ეტაპს უახლოვდება. იგი თითქმის სრულად ანადგურებს იმას, რაც ირანის ბირთვული პროგრამისგან ივნისში აშშ-ის მიერ განხორციელებული დაბომბვების შემდეგ დარჩა, ისევე როგორც ბალისტიკური რაკეტების მარაგებს, იარაღის მწარმოებელ ქარხნებს და სამხედრო, სადაზვერვო თუ შიდა უსაფრთხოების ძალების მაღალ ეშელონებს.
„როდესაც ვკითხე, თუ რამდენი ხანი დასჭირდებოდა ამ სამხედრო მისიის დასრულებას, ოფიციალურმა პირმა პასუხისგან თავი შეიკავა“, - წერს დევიდ იგნატიუსი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს რეჟიმის დამხობა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი საბოლოო მიზანი“, - განაცხადა ისრაელის წარმომადგენელმა. მას შემდეგ, რაც ძირითადი სამხედრო სამიზნეები განადგურდება, „ისრაელი თავის მიზნებს მიღწეულად ჩათვლის“, - განმარტა მან. „ირანი კაპიტულაციას არ განოაცხადებს, თუმცა მას შეუძლია გამოგზავნოს სიგნალები აშშ-ის პირობებით ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების შესახებ“.
„ამ მაღალჩინოსნის შეხედულებები, როგორც ჩანს, გამოხატავს თავდაცვის უწყების იმ წარმომადგენელთა მოსაზრებას, რომელთაც იმედგაცრუება გამოიწვია ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებამ - გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები ღაზაში მკაფიოდ განსაზღვრული ფინალური მიზნის გარეშე - და რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მის სტრატეგიულ დაგეგმარებას“, - წერს ჟურნალისტი.
„ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავის, ვისაც რეჟიმის ჩანაცვლება შეუძლია“, — განაცხადა ისრაელის ოფიციალურმა პირმა და შეაჯამა მოსაზრება, რომელსაც აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვის ანალიტიკოსები იზიარებენ.
მისი თქმით, რეჟიმის ცენტრალიზებული მართვისა და კონტროლის სტრუქტურა სუსტდება და შეიმჩნევა შიდა განხეთქილების ადრეული ნიშნები, თუმცა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სისტემის რღვევა ახლოსაა.
ყველა სიახლე
09 მარტი 2026, 19:50
პოლიტიკა
ქართველიშვილი: კანდელაკს „აახიეს” კომპიუტერი, რომელსაც „ნაცები“ თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს, მას ვიღაცამ ჩანაწერი მოპარა - მაგარი ნამუშევარია
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი „აახიეს”, მის კომპიუტერს „ნაცები” თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოპარა. ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაბრალდეს და არც სუს-მა უარყოს.
09 მარტი 2026, 19:44
საზოგადოება
სახელმწიფო ფერმერებს ირიგაციის ახალ ტარიფს დაუსუბსიდირებს
სარწყავი წყლით მოსარგებლე გამრიცხველიანებულ მომხმარებლებს თანხა დაერიცხებათ გამოყენებული წყლის მოცულობის შესაბამისად; ერთი მ3 წყლის საცალო მიწოდების საფასური შეადგენს 0,0826 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო საბითუმო ფასი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის (წმო) 0,0354 ლარს;
09 მარტი 2026, 19:44
მსოფლიო
The Guardian: თეირანში, მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ
დღეს ირანის დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
09 მარტი 2026, 19:38
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრის შეხვდა
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.
09 მარტი 2026, 19:37
საზოგადოება
კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ხსოვნას პატივი მიაგო
მამუკა კეკელია აფხაზეთიდან იყო და აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, იგი პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა და, მოგვიანებით, ტყვედ ჩავარდა. მან, ტყვეობაში, დაახლოებით სამი წელი გაატარა. აფხაზეთის ომს შეეწირა მამუკა კეკელიას დედის სიცოცხლე.
09 მარტი 2026, 19:25
მსოფლიო
UNICEF: საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის მატებასთან ერთად, ლიბანში, 2 მარტის შემდეგ, სულ მცირე, 83 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 254 - დაიჭრა
ლიბანში საბრძოლო მოქმედებების უწყვეტი ესკალაცია და ბავშვებზე მისი დამანგრეველი გავლენა უაღრესად შემაშფოთებელია, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა, ედუარდ ბეგბედერმა.
09 მარტი 2026, 19:25
რეგიონი
სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ
ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ განკარგულება გამოსცა.
09 მარტი 2026, 19:18
პოლიტიკა
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა.
09 მარტი 2026, 19:11
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანს არ აქვს ინტერესი მოლაპარაკებების მიმართ, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მას არ აქვს ინტერესი მოლაპარაკებების მიმართ, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
09 მარტი 2026, 19:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი მომავალ კვირას პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს
საქართველოს პარლამენტის ბიურომ 17-20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.
09 მარტი 2026, 18:53
მსოფლიო
CNN: ირანში ომი საფრთხეს უქმნის სურსათის წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასუქების მიწოდებას
ირანში მიმდინარე ომს შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს სურსათის წარმოებისთვის მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთში განთავსებულია სასუქების რამდენიმე უმსხვილესი ქარხანა, ამასთანავე, რეგიონი წარმოადგენს სასუქის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ძირითად წყაროს, - წერს CNN-ი.
09 მარტი 2026, 18:53
პოლიტიკა
საკრებულოში ქალ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს
თბილისის საკრებულოში საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიღება გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით მოეწყო. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა, ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
09 მარტი 2026, 18:51
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე გახარიას პარტიის წევრს: საუბრობთ პოლიტიკური განცხადებებით და ამიტომაც ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ ინიცირებული საკითხით მხოლოდ პოლიტიკური ქულის დაწერის სურვილი გაქვთ და არა საზოგადოების დახმარების
იდეაში გეთანხმებით, მაგრამ მხარს რიგი მიზეზების გამო ვერ დავუჭერ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფრაქცია „საქართველოს“ წევრების ინიციატივით „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონებში ცვლილებები განიხილებოდა.
09 მარტი 2026, 18:37
სამართალი
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. სუს-ის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.
09 მარტი 2026, 18:35
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: თუ ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ პარტიები უნდა გაუქმდეს, არანაირი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მით უმეტეს, როდესაც ისინი არიან არა ობიექტურები, არამედ - მიკერძოებულები, ვფიქრობ, გათვალისწინებაც არ ღირს
თუ ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ პარტიები უნდა გაუქმდეს, არანაირი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მით უმეტეს, როდესაც ისინი არიან არა ობიექტურები, არამედ - მიკერძოებულები, ვფიქრობ, გათვალისწინებაც არ ღირს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
09 მარტი 2026, 18:23
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება 7-ჯერ ვნახეთ, ამ 7-ჯერ გაერთიანების შემთხვევაში არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა მათ არ აქვთ, არანაირ ღირებულებით ნაწილში მათი თანხვედრა არ არსებობს
ოპოზიციის დაანონსებული გაერთიანება „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ შეაფასა. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ეს გაერთიანება 2028 წლის არჩევნებამდე ვერ გაატანს.
09 მარტი 2026, 18:15
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ევრობიუროკრატია ჯერ კიდევ ძველი ინერციით მოძრაობს. ჩვენ ვეუბნებით მხოლოდ ერთ რამეს, იქონიეთ არა ყალბი ნარატივებითა და ასეთი ურთიერთობით ჩვენთან საქმე, არამედ საქმე უნდა გვქონდეს სიმართლესთან
ევრობიუროკრატია ჯერ კიდევ ძველი ინერციით მოძრაობს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. იგი გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ უნდა ააშენონ საკუთარი, ევროპული გზა და იპოვონ პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი მეთოდები.
09 მარტი 2026, 18:10
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესაძლო დაკორექტირებაზე: ოპოზიციამ ალიანსის შექმნით დამატებითი მტკიცებულებები მოგვცა იმის, რომ ეს ერთი ორგანიზაციაა, არც არასდროს გაყოფილა და ერთი პატრონის ქვეშ მოქმედებს
ოპოზიციამ ალიანსის შექმნით დამატებითი მტკიცებულებები მოგვცა იმის, რომ ეს ერთ ორგანიზაციაა, არც არასდროს გაყოფილა და ერთი პატრონის ქვეშ მოქმედებს, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, „ნაცმოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის შესაძლოა დაკორექტირებასთან დაკავშირებით.
09 მარტი 2026, 18:08
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტზე: იმედი გამოვთქვათ, რომ მხოლოდ რეალობაზე დაფუძნებულ ინფორმაციას ჩაიტანენ და ანგარიშში, რომელსაც შემდეგ მოამზადებენ, რეალობა იქნება ასახული
მაშინ ყველაფერი გააკეთა ევრობიუროკრატიამ და რადიკალურმა ჯგუფებმა, რომლებიც ევროპასთან ურთიერთობის ნორმალიზებას უშლიან ხელს, რომ ეს ვიზიტი არ ყოფილიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრისას.


