08 აპრილი 2026, 09:00 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: ირანს აღდგენის პროცესის დაწყება შეუძლია. ეს იქნება ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დადებულ ორკვირიან ზავს თავის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისლამურ რესპუბლიკას აღდგენის დაწყება უკვე შეუძლია.

„დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს უნდა, რომ ეს მოხდეს. მისთვის და ჩვენთვისაც, საკმარისია! ამერიკის შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენას დაეხმარება. იქნება უამრავი პოზიტიური ქმედება! გაკეთდება დიდი ფული. ირანს აღდგენის პროცესის დაწყება შეუძლია. ჩვენ მარაგებს აღვადგენთ და „ახლოს ვიმოძრავებთ“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ისე, როგორც აშშ-ში ველით. ეს იქნება ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა!!!“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა და ირანმა პაკისტანის შუამავლობით ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში ისინი 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე იმუშავებენ. პირველი შეხვედრა აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებს შორის ისლამაბადში 10 აპრილს გაიმართება.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2026, 10:40

სამართალი

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

08 აპრილი 2026, 10:34

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „შუა დერეფანი“ გამოდის ლამაზი პრეზენტაციის ეტაპიდან და პრაქტიკულ ინსტრუმენტად გარდაიქმნება, სადაც „კასპია - აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა“ ხდება არა არჩევანი, არამედ უალტერნატივო აუცილებლობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ირანში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ ჰორმუზის სრუტის გარშემო გაზრდილი რისკის ფონზე, ძლიერდება მოთხოვნა ალტერნატიულ მარშრუტებზე.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

ტრამპმა CNN-ი ირანის მთავრობის სახელით ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით ყალბი ამბის გავრცელებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხი CNN-ი ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა.

08 აპრილი 2026, 10:33

ჯანდაცვა

პირველადი ჯანდაცვა რეგიონებში ძლიერდება - სოფლებში ახალი ამბულატორიები იხსნება

სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა გრძელდება. პროექტი მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 10:30

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე - 2004 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 10:30

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, გასული კვირის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 10:29

რეგიონი

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. მათ ლექციები ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიის, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობების, ექსკურსიათმცოდნეობის, გიდის პროფესიის, ტურის დაგეგმვის, გიდის ფსიქოლოგიისა და საქართველოს ისტორიის შესახებ უტარდებათ. სამთვიანი სატრენინგო პროგრამისას ისინი ასევე შეისწავლიან პირველადი დახმარების საშუალებებს, ბათუმის განაშენიანებას და არქიტექტურას, ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშესანიშნაობებს, კულტურასა და გასტრონომიას. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამაში 55-ზე მეტი ტრენერია ჩართული.

08 აპრილი 2026, 10:29

სამართალი

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

08 აპრილი 2026, 10:26

საზოგადოება

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთში უმსხვილესი მედიასაშუალებები გაეცნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, პეკინში სამოგზაურო მედია ფორუმში Travel Media Marketplace China -TMM China 2026 მიიღო მონაწილეობა.

08 აპრილი 2026, 10:24

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული უ.ა. ბათუმში დააკავეს.

მილა იოვოვიჩი

08 აპრილი 2026, 10:23

ტაბლოიდი

მილა იოვოვიჩმა ხელოვნური ინტელექტისთვის პროგრამა დაწერა

მსახიობმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ პროგრამა MemPalace-ის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რამდენიმე თვე ფაილების სორტირებაზე მოუწია მუშაობა. „ნებისმიერ არსებულ სისტემაში ძებნა კვლავ საკვანძო სიტყვებით ხორციელდება, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მოუხერხებელია“, - აღნიშნა იოვოვიჩმა.

08 აპრილი 2026, 10:19

ტექნოლოგიები

NASA-მ Artemis 2-ის მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა

NASA-მ მთვარის უკანა მხარის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც ასტრონავტებმა ხომალდ „ორიონიდან“ გადაიღეს. ერთ-ერთ კადრში ნაჩვენებია მზის სრული დაბნელება, რომელიც პირველად დაფიქსირდა დედამიწის ფარგლებს გარეთ, კიდევ ერთ ფოტოზე კი ირმის ნახტომი ჩანს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2026, 10:13

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანულ ურანთან დაკავშირებით „ყველაფერი კარგად იქნება“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ურანთან დაკავშირებით „ყველაფერი კარგად იქნება“.

გიორგი შონია

08 აპრილი 2026, 10:10

რეგიონი

გიორგი შონია: ქალაქ ხაშურს წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნება

ქალაქ ხაშურში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც მიზნად ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი, ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის შექმნას ისახავს. ინფორმაციას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 10:06

რეგიონი

ამბროლაურში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ტერიტორიაზე 100-მდე კვიპაროსი დაირგო

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც 100-მდე კვიპაროსის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა მიიღეს.

ზაზა შათირიშვილი

08 აპრილი 2026, 09:53

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო - ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

„დიპ სტეიტის“ საძულველი ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე „დიპ სტეიტის“ ჯიბის ევროპულ ბიუროკრატიას ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაში ხელს უშლის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ამავე დროს ეს ადმინისტრაცია პირწმინდად ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ისე დალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით - სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს- ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს.

ზაზა შათირიშვილი

08 აპრილი 2026, 09:51

პოლიტიკა

შათირიშვილი: „დიპ სტეიტის“ საძულველი ორბანი, ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა, მაგრამ ახლა ევროპის მაგინებელი ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით - სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერილს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას უნგრეთში მოახლოებულ არჩევნებზე ამცნობს და განმარტავს, თუ რა იმალება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის უკან და რეალურად როგორ იმოქმედებს მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებები უნგრეთის არჩევნებზე.

ზაზა შათირიშვილი

08 აპრილი 2026, 09:49

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? - მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ის ბლეფს უწოდებს დონალდ ტრამპის მუქარას აშშ-ის მიერ ნატოს შესაძლო დატოვებაზე და მიიჩნევს, რომ მთელი სპექტაკლი ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება.

ზაზა შათირიშვილი

08 აპრილი 2026, 09:47

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს - ამ ფონზე, აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს

სამტკიცი აქ ბევრია - მაგალითად როდესაც ჩინეთმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პლატფორმა „ტიკტოკი“, სადაც ოლიგარქიულ ოჯახებს ნულოვანი გავლენა ჰქონდათ და რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო სიმართლის, უცენზურო სიტყვის პლატფორმა, აშშ-მა ლამის ომი გამოუცხადა ჩინურ მხარეს, სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვა და საბოლოოდ გიგანტური საინფორმაციო ცენტრი „ბლეკ როკის“ შვილობილ კომპანიას არ დაუქვემდებარა,“- ვკითხულობთ წერილში.

ზაზა შათირიშვილი

08 აპრილი 2026, 09:45

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ახლოვდება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები და მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ბუდაპეშტისკენ არის მიმართული. ეს არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი არაფორმალურ ოლიგარქიულოჯახებს, იგივე „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელსაც სწორედ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია წარმოადგენს,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.