ესტონეთმა პირველად ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ, უკრაინიდან შეიჭრა
ფოტო: Getty Images
ესტონურმა გამანადგურებელმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად ჩამოაგდო უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინულ მხარეს ეკუთვნოდა. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით დასტურდება, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ესტონეთის საჰაერო სივრცეში უკრაინიდან შეიჭრა. ის რუსეთში მიფრინავდა.
მანამდე ესტონეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის, შესახებ, რომ ქვეყანას დრონები უახლოვდებოდა.
ინციდენტთან დაკავშირებით შვედეთმა სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავებიც ააფრინა.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 16:22
მსოფლიო
Reuters: რუსმა სამხედროებმა ჩინეთში ფარულად გადამზადება გაიარეს და ახლა უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან
ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის ბოლოს ჩინეთში ფარულად გადაამზადეს 200-მდე რუსი სამხედრო, რომელთა ნაწილი უკვე უკრაინაში იბრძვის. ინფორმაციას Reuters-ი სამი ევროპული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 მაისი 2026, 16:19
საზოგადოება
მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს
მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს.
19 მაისი 2026, 16:17
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
2026 წლის 17 მაისს, საღამოს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-სა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის გულთბილი და ძმური სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
19 მაისი 2026, 16:11
საზოგადოება
ამ წუთებში საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება
19 მაისი 2026, 16:08
პოლიტიკა
ზელენსკი: ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული კომუნიკაციის შესახებ მომახსენა. ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ თათბირზე მას ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ მოახსენა.
19 მაისი 2026, 15:55
ჯანდაცვა
სარჯველაძე დიუშენის პრეპარატებზე: ახლა ვიმყოფები მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, სადაც ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოგვიწია შეხვედრა. პრაქტიკულად არავის მსოფლიოში დღეს არ აქვს რეალური პასუხი - უკლებლივ ყველა არის ამ ძიების პროცესში
ეს არ არის ის სფერო, სადაც მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია მეცნიერული მტკიცებულებები, სხვა შემთხვევაში შეცდომის დაშვების რისკი მაღალია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით.
19 მაისი 2026, 15:51
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, ვეტერინარული სისტემების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პანელურ დისკუსიაზე დავით სონღულაშვილმა საქართველოში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
19 მაისი 2026, 15:37
ტაბლოიდი
ჯექსონ პოლოკის ნახატი აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა
ტილომ, სახელწოდებით „ნომერი 7A, 1948“, რომელიც ორშაბათს Christie's-ის ცნობილ აუქციონზე გამოიტანეს, გააუმჯობესა წინა რეკორდი და გარდაცვლილი ამერიკელი ხელოვანის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა, რაც კი ოდესმე სააუქციონო ვაჭრობაზე გაყიდულა.
19 მაისი 2026, 15:15
საზოგადოება
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი შესრულდა
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი შესრულდა. ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო
19 მაისი 2026, 15:12
ეკონომიკა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივ კომუნიკეს აქვეყნებს
მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაში მონაწილეობის მისაღებად, აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი შეთანხმებების ხელმოწერით. დოკუმენტების ხელმოწერა შედგა ბაქოში 2026 წლის 18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანდასწრებით.
19 მაისი 2026, 14:58
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თერჯოლაში ინდივიდუალური მეწარმის რ. ქ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ახალთერჯოლა) გოჭების სასაკლაო შეამოწმეს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ამავე დროს, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
19 მაისი 2026, 14:46
მსოფლიო
Bloomberg: პუტინი ახალი გაზსადენის აშენებაში სი ძინპინის დარწმუნებას მეხუთედ შეეცდება
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რომელიც დღეს პეკინში გაემგზავრება, ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ახალი გაზსადენის მშენებლობის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 14:45
საზოგადოება
მათიკაშვილი აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ პირებზე: უმნიშვნელოვანესია, თუნდაც ამდენი წლის შემდეგ, ოჯახებს მიეცათ საშუალება, რომ დაიტირონ ქართველი გმირები
ქედს ვიხრი ქართველი გმირების წინაშე, ვინც თავი შესწირა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამძიმარზე. დავით მათიკაშვილმა, გადმოსვენებული პირის ოჯახებს მიუსამძიმრა.
19 მაისი 2026, 14:41
საზოგადოება
შიო მესამე: ვიხსენიებთ გმირებს, რომელნიც აღესრულნენ აფხაზეთის ომში. ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსაც. ვიხსენებთ ცხინვალის ომში დაღუპულ ქართველებს, ოსებს. ღმერთმა მოგვცეს მადლი დიდი შერიგების
სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
19 მაისი 2026, 14:38
სამართალი
სუს-მა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა
სუს-მა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა, - აღინიშნა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
19 მაისი 2026, 14:29
სამართალი
იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, უცენზურო და დამამცირებელი განცხადებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს სცდება
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
19 მაისი 2026, 14:28
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დანიაში აქციის დაშლაზე: როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა
როდესაც საკუთარ ქვეყანაში უშვებ მომიტინგეების ასეთ ძალადობრივ დაშლას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომიტინგეების დაშლას აკრიტიკებ საქართველოში, ნამდვილად უსტანდარტობაა, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
19 მაისი 2026, 14:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნაზე: სიძულვილის ენით გაჯერებული ეთერები, სოცქსელები იყო თავსმოხვეული უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ებისა და პროპაგანდისტული ტელევიზიების მიერ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
19 მაისი 2026, 14:25
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ეს ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლო-ბოლო მიდის ძალადობამდე. ამას უნდა მიხედვა
„კანონმდებლობაში ცვლილება არ შესულა, ანუ გადაცდომა იქნება თუ დანაშაული, რეგულაციები იგივე რჩება, რაც ამ წუთას არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შიგნით მოხდეს რეორგანიზაცია რაღაც ნაწილში, რათა აღსრულება უფრო ეფექტიანი იყოს. ამოცანა არის ერთი - ეს ზღვარს გადასული სიძულვილის ენა ბოლო-ბოლო მიდის ძალადობამდე. ამას მარტო საქართველოში არ ვხვდებით. ნახეთ, რომ ამ სიძულვილის ენიდან გამომდინარე რამდენიმე გახმაურებული მკვლელობაც კი მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც. ასე რომ, ამას იმთავითვე უნდა მიხედვა“, - მიიჩნევს შარმანაშვილი.


