20 მაისი 2026, 10:36 / სანდო წყარო

AXIOS: ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შესაძლო ვარიანტები გააცნეს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ირანთან დაკავშირებით თათბირი გამართა, რომლის დროსაც მას სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლო ვარიანტები გააცნეს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თათბირი მას შემდეგ გაიმართა, რაც ტრამპმა ირანზე თავდასხმის გადადების შესახებ განცხადება გააკეთა.

აშშ-ის ლიდერი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ირანს დიპლომატიური გარღვევისთვის რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, - წერს გამოცემა.

ამერიკელი ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ტრამპს სინამდვილეში ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა. თუმცა, როგორც წყაროები გამოცემას უყვებიან, თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილება ირანზე დარტყმების გადადების შესახებ განპირობებული იყო სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერების თხოვნით, რომლებსაც საკუთარი სანავთობო ინფრასტურქტურის უსაფრთხოება ადარდებს.

AXIOS-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი დენ კეინი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი.

ყველა სიახლე

20 მაისი 2026, 11:24

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გვაქვს უთვალავი ფერითა“ გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

20 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ

პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.

შალვა პაპუაშვილი

20 მაისი 2026, 11:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ჩინეთის ხელისუფლებას და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად იდენტური მიდგომა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემას უნდა დაუბრუნდეს ყველა ქვეყანა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი უნდა იყოს მთავარი

ის ფაქტი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი არის ჩინეთში, ხაზს უსვამს ამ ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ისტორიულად მაღალ დონეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩინეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

20 მაისი 2026, 11:10

მსოფლიო

AXIOS: მოკავშირეებთან უთანხმოების მიუხედავად, ტრამპი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთში ივნისში გაიმართება. ინფორმაციას AXIOS-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

20 მაისი 2026, 11:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები. უნდა მოვიცილოთ გარედან ძალით მოხვეული კომპლექსი, თითქოს მოწაფეები ვართ და კლასის დამრიგებლებად გვყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები

„სამწუხაროა, როდესაც ასეთი ქვეყნიდან წარმომადგენლები შემდეგ სხვებს ესაუბრებიან რაიმე სტანდარტებზე. და ბოლოს, ჩვენ უნდა გავითავისუფლოთ თავი იმ კომპლექსებისგან, რომლებსაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მოეხვიათ ქართველი ხალხისთვის, თითქოს ჩვენ ვართ მეორეხარისხოვანი ერი, ბოლომდე არგანვითარებული ერი, თითქოს დანიამ თუ გერმანიამ უნდა გვასწავლოს როგორია სწორი ცხოვრება, როგორია სწორი ევროპელობა, როგორ არის სწორად ქვეყნის შენება. იქით ვასწავლით ყველას, რას ნიშნავს ევროპელობა და ადამიანის უფლებები, ამიტომ უნდა მოვიცილოთ ეს გარედან ძალით მოხვეული კომპლექსი, რომ ჩვენ თითქოს მოწაფეები ვართ და კლასის დამრიგებლებად გვყვანან ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებსაც გენოციდთან გათანაბრებული დანაშაულები აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და დღემდე არ აქვთ ეს საკითხები გამოძიებული და არავინაა დასჯილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

20 მაისი 2026, 11:00

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

მინისტრმა საქართველოში განხორციელებულ ჯანდაცვის რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის 95%-ზე მეტს აქვს.

20 მაისი 2026, 10:57

ტაბლოიდი

Calvin Klein-მა BTS-ის წევრთან ერთობლივი კოლექცია გამოუშვა

კოლექციაში კაცისა და ქალის 20 მოდელი შევიდა. სამოსი აერთიანებს მუსიკოსის სტილისთვის დამახასიათებელ ბაიკერულ ელფერს Calvin Klein-ის კლასიკასა და მინიმალიზმთან. კაფსულის საფუძველია ქვედა საცვლები და ჯინსი. ყველაზე გამორჩეულ ნივთებს შორისაა 90-იანი წლების სტილის ჯინსის ქურთუკი და დაბალწელიანი სწორი და ბეგი ჯინსები. კოლექციას ასევე ავსებს მაისურები, სვიტშოტები და სარბოლო ქურთუკი.

20 მაისი 2026, 10:52

რეგიონი

ზუგდიდში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.

დავით ქართველიშვილი

20 მაისი 2026, 10:50

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ის, რაც გარისკეს და შეძლეს "რკინის ფარდის" ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მიერ 51 წლის წინ თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილების გადაწყვეტილების გაუქმებას.

შალვა პაპუაშვილი
ჭაო იდე

20 მაისი 2026, 10:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანს, ამავე პროვინციის პარლამენტის - შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.

შაკილ  ონილი

20 მაისი 2026, 10:40

ტაბლოიდი

შაკილ ო'ნილი 54 წლის ასაკში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი გახდა

კალათბურთელისთვის ეს უკვე მეოთხე აკადემიური მიღწევაა. 2000 წელს ო'ნილმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო, 5 წლის შემდეგ გახდა მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში, ხოლო 2012 წელს მოიპოვა დოქტორის ხარისხი განათლების დარგში.

20 მაისი 2026, 10:28

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

20 მაისი 2026, 10:28

ტექნოლოგიები

ამერიკულმა კომპანიამ ხელოვნური კვერცხი შექმნა, რომლიდანაც წიწილები გამოიჩეკა🥚

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Colossal Biosciences-მა სრულიად ხელოვნურ კვერცხში წიწილის პირველი წარმატებული გამოყვანის შესახებ განაცხადა. მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური კაფსული 3D-ბეჭდური გარსითა და ბიოინჟინერული მემბრანით, რომელიც ემბრიონს ჟანგბადით ამარაგებს და იცავს მას ისევე, როგორც ნატურალური ნაჭუჭი. დეველოპერების თქმით, ეს ტექნოლოგია შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იშვიათი ფრინველების შენარჩუნებასა და გადაშენებული სახეობების აღდგენაშიც კი.

20 მაისი 2026, 10:26

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

20 მაისი 2026, 10:24

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

20 მაისი 2026, 10:19

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.

ირაკლი კობახიძე

20 მაისი 2026, 10:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია

ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე.

20 მაისი 2026, 10:10

მსოფლიო

Reuters: უკრაინელების თავდასხმის შემდეგ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

მოსკოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც მას უკრაინული დრონები თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

20 მაისი 2026, 09:44

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ილია ღლონტზე: ტყუილს მიზანმიმართულად ან არცოდნით ავრცელებს. რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000-ზე მეტი, როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს

სამოქალაქო აქტივისტი ილია ღლონტი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ღლონტი ტყუილს შეგნებულად ავრცელებს და ეს არის მავნებლობა, რადგან რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000+ როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს.