13 ივნისი 2026, 16:23 / სანდო წყარო

ირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ

აიათოლა ალი ხამენეი

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობას საშუალება ექნება დაემშვიდობოს ყოფილ უზენაეს ლიდერს.

სამგლოვიარო ცერემონიალი თეირანში, ყუმსა და მეშჰედში გაიმართება. აიათოლა ალი ხამენეის მეშჰედში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს მოკლეს. სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, ისრაელის მიერ ნასროლი ბომბი დაეცა. მასთან ერთად სახლში დაიღუპნენ მისი ქალიშვილი, სიძე, შვილიშვილი და ერთ-ერთი რძალი.

ყველა სიახლე

თორნიკე ჭეიშვილი

13 ივნისი 2026, 18:00

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: სწორედ ჩვენი სამართალდამცველები, საამაყო პოლიციელები იყვნენ ის ფაქტორი, რომლებიც არაერთხელ წინ აღუდგნენ ქვეყანაში სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობებს, რევოლუციების მოწყობას. ამ ფონზე ახლა სამიზნეში ჰყავთ ამოღებული სწორედაც სამართალდამცველები

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მედიასაშუალება მიზანმიმართულად შეეცადა, რომ საზოგადოებაში გარკვეული მცდარი აღქმის ტირაჟირება მომხდარიყო. კერძოდ, რომ მსგავსი ტიპის ძალადობა ქვეყანაში დამკვიდრებული სტანდარტია. მისივე განმარტებით, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და მიზნად ისახავს სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.

თორნიკე ჭეიშვილი

13 ივნისი 2026, 17:58

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს

ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი

13 ივნისი 2026, 17:56

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ევროპარლამენტარ ბრეიზას განცხადებაზე: სად იყვნენ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატია მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის დროს ადამიანთა წამებას მართლაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. მაშინ არ კეთდებოდა მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები

სად იყვნენ ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტი და ევრობიუროკრატია მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის დროს ადამიანთა წამებას მართლაც ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი. მაშინ არ კეთდებოდა მათი მხრიდან მსგავსი განცხადებები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

თორნიკე ჭეიშვილი

13 ივნისი 2026, 17:50

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა

რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი

13 ივნისი 2026, 17:19

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას. რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები

სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტის კომენტირებისას, რომელზეც ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გადაცემის ანონსში 12 ივნისს გადასცა.

13 ივნისი 2026, 17:18

მსოფლიო

მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს

მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან „მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს“.

13 ივნისი 2026, 17:16

საზოგადოება

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში სამეცნიერო-საინფორმაციო კონფერენცია „საქართველოს არქივები“ გაიხსნა. კონფერენცია მიზნად ისახავს შიდა პროფესიულ განვითარებას, მიმდინარე სამუშაოების შეჯამებასა და ანალიზს.

13 ივნისი 2026, 17:04

პოლიტიკა

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განსაკუთრებულ მიღწევებსა და 14 ივნისს დაგეგმილ „UFC Freedom Fight 250“ ბრძოლაში ილია თოფურიას მონაწილეობას. ყურადღება გამახვილა საქართველოში UFC-ს მუდმივმოქმედი პრემიუმ კლასის საერთაშორისო ასპარეზობის დაფუძნების თაობაზე.

შაჰბაზ შარიფი

13 ივნისი 2026, 16:53

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ირანი და აშშ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას უახლოეს 24 საათში დაასრულებენ, რის შემდეგაც დოკუმენტის ელექტრონული ხელმოწერის ცერემონია გაიმართება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უახლოეს 24 საათში მოსალოდნელია, რომ აშშ და ირანი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას დაასრულებენ, რის შემდეგაც მხარეები დოკუმენტს ელექტრონულად მოაწერენ ხელს.

13 ივნისი 2026, 16:01

მსოფლიო

დღეიდან ევროკავშირის მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა: ბრიუსელი წევრ ქვეყნებს ულტიმატუმს უყენებს - მიიღონ მიგრანტები ან თითოეულზე, რომლის მიღებაზეც უარს იტყვიან, 20 000 ევრო გადაიხადონ

ევროკავშირში მიგრაციის ახალი პაქტი ძალაში შევიდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

დიმიტრი სამხარაძე

13 ივნისი 2026, 15:43

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა

გუშინ მოდელირებული ქრონიკის შემოქმედებმა წარსულის მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, უკვე დასჯილი პოლიციელები კი საზოგადოებას დაუმალეს. წინასწარ მომზადებული ნაც-ბაბლი ააქოთქოთეს და, როგორც სჩვევიათ, მორიგ ჯერზე აბსურდული კამპანიის მონაწილეები გახდნენ, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი ზერეკიძე

13 ივნისი 2026, 15:31

პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა

ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი სახეა. ამით პირდაპირ შეურაცხყო ათასობით ის პატიოსანი სამართალდამცველი, რომელიც ღირსეულად ემსახურება საკუთარ ქვეყანას,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

13 ივნისი 2026, 15:30

სპორტი

UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში 15 ივნისს ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან

ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალის ფონზე გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.

13 ივნისი 2026, 15:23

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის მატჩები გაიმართა

თანამასპინძელმა კანადამ ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში ბოსნიამ გახსნა, იოვო ლუკიჩმა კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს, როდესაც შეცვლაზე შესულმა კაილ ლარინმა ორ წუთში გაიტანა. კანადის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა.

13 ივნისი 2026, 15:14

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

13 ივნისი 2026, 15:07

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: „ნაცების“ დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი

არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

13 ივნისი 2026, 14:59

სამართალი

„ადვოკატთა ასოციაცია“ უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის საკითხებზე მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის დღეს მართავს

„ადვოკატთა ასოციაციის“ უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტი უფასო იურიდიული კონსულტაციის დღეს მართავს.

13 ივნისი 2026, 14:57

კულტურა

ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“ - სენაკის თეატრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით შექმნილი დადგმა აერთიანებს ბრმა ტრადიციას, მენტალობას და მსოფლმხედველობას, რომელიც ნებისმიერ კანონზე მაღლა დგას. ბრმა ტრადიციას კი უპირისპირდება ადამიანური ღირებულებები - სიკეთე, მიტევება, სტუმრის პატივისცემა და ჰუმანიზმი.

კაია კალასი

13 ივნისი 2026, 14:51

მსოფლიო

Euronews: ევროპაში კალასის პოლიტიკით უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება - ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის კვლავ მოქმედებს, როგორც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ევროკავშირში საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისრის კაია კალასის პოლიტიკით სულ უფრო მეტი ადამიანია უკმაყოფილო. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.