მსოფლიო
30 ივნისი 2026, 15:04
იაპონური მედია: რუსული რაკეტებისა და დრონების დაახლოებით 90% იაპონური წარმოების კომპონენტებს შეიცავს
რუსეთის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების დაახლოებით 90%-ში იაპონური კომპანიების მიერ წარმოებული ელექტრონული კომპონენტებია გამოყენებული. ინფორმაციას Kyodo News-ი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების პოლიტიკის საკითხებში წარმომადგენელზე ვლადისლავ ვლასიუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 14:25
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი დაბომბა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში რუსეთის კოსმოსური კავშირის ცენტრი „დუბნა“ დაბომბეს.
30 ივნისი 2026, 12:45
POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია
ესპანეთში არალეგალი მიგრანტების დიდი ნაწილი, ფართომასშტაბიანი რეგულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, სამართლებრივი სტატუსის მიღებისთვის საჭირო განაცხადებს ავსებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 12:22
Reuters: აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგი 1983 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
აშშ-ის სტრატეგიულ ნავთობის რეზერვში ნედლი ნავთობის მარაგი 5.5 მილიონი ბარელით შემცირდა და 325,7 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 1983 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 12:01
მედია: მონაკოში ძლიერი აფეთქების შედეგად დასანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი მძიმედ დაშავდა
მონაკოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდნენ ბიზნესმენი უკრაინიდან ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და შვილი. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
30 ივნისი 2026, 11:32
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ბანდერასთან ერთად ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის გზაზე სერიოზული პრობლემები შეექმნება, თუ ქვეყანა „უკრაინის მეამბოხე არმიისა“ და სხვა ნაციონალისტების განდიდებაზე უარს არ იტყვის.
30 ივნისი 2026, 10:44
პოლონეთი უკრაინისთვის Mig-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვარშავა კიევს Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს აღარ გადასცემს.
30 ივნისი 2026, 09:38
მასუდ პეზეშკიანი: თუ ამერიკული მხარე შეთანხმების პირობებს დაიცავს, საკუთარ ვალდებულებებს ირანიც შეასრულებს
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ შეთანხმების პირობებს დაიცავს, ისლამური რესპუბლიკაც შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


