მინესოტას სკოლებში 4-დან 10-წლამდე ბავშვებს ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ
ფოტო: University of Minnesota
მინესოტაში სკოლებში ქაღალდის ტრანსგენდერი თოჯინების დარიგება იგეგმება. მედიის ცნობით, პროექტზე მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ იმუშავა. მათ 4-დან 10-წლამდე ბავშვებისთვის შექმნეს თოჯინები, რათა მათ „ისწავლონ თუ ვინ შეიძლება გახდნენ“.
თითოეულ თოჯინას აქვს გენდერულად ნეიტრალური სახელი, 100-ზე მეტი დასახელების ტანსაცმელი, აქსესუარი თუ ვარცხნილობა, შიდა და გარეგანი გენიტალიები კი ეხსნება. მათი მწარმოებელი კომპანიის MyGender Dolls ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ თოჯინები ხელმისაწვდომი გახდება მასწავლებლებისთვის, სკოლის კონსულტანტებისთვის, პედიატრებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის. ისინი ბაზარზე პოზიციონირებენ, როგორც „თავის ტიპში პირველი თერაპიული სათამაშო მიდგომა, რომელიც შეიქმნა 4-დან 10-წლამდე ასაკის გენდერულად მრავალფეროვანი ბავშვებისთვის“. ვებ-გვერდზე ასევე არის მოწოდება - „გენდერი მხიარული გავხადოთ“.
გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი გუბერნატორმა ტიმ ვოლცმა დააფინანსა, რამაც კონსერვატიული ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია.
დოქტორმა კუენტინ ვან მეტერმა, პედიატრთა ამერიკული კოლეჯის ყოფილმა პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ამ თოჯინებს „არანაირი ადგილი არ აქვთ ეთიკური სამედიცინო მომსახურების სამყაროში“.
მისი თქმით, ბავშვები, რომლებსაც დააჯერებენ, რომ სქესის შეცვლა შესაძლებელია, „დაბნეულები“ გახდებიან, ხოლო „ემოციური ტრავმა, რომელსაც იდეოლოგები მშობლების, მასწავლებლების ან კონსულტანტების სახით იწვევენ“, გენდერულ დისფორიას გამოიწვევს.
ყველა სიახლე
27 ივლისი 2026, 10:02
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ კარიმ ხანის გადაყენებას მიესალმა
„კარიმ ხანი მის დაქვემდებარებაში მომუშავე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. სწორედ ამ ბრალდებების გახმაურებისთანავე გააუქმა მან ისრაელში დაგეგმილი ვიზიტი, უარი თქვა ისრაელის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საფუძვლიანად შესწავლის ვალდებულებაზე და დაიწყო ჩემი და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემა. მან ეს გააკეთა, რათა ყურადღება გადაეტანა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებიდან და ისრაელის მტრები პოლიტიკური ფარის სახით თავის გარშემო შეეკრიბა“, - აცხადებს ნეთანიაჰუ.
27 ივლისი 2026, 09:57
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: არ გამიკვირდება, თუ მალე ზელენსკი ტრამპის საყვარელი პოლიტიკოსი გახდება
„პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს და აღმოჩნდა, რომ უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კარტები აქვს, ვიდრე მას თავიდან ეგონა. უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით რუსეთის სიღრმეში წარმატებით ახორციელებს დარტყმებს, ამიტომ არ გამიკვირდება, თუ მალე ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - აღნიშნა სიკორსიმ.
27 ივლისი 2026, 09:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა
კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. პაპუაშვილის თქმით, აქ მთავარი კი თხვა არის შემდეგი: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით?
27 ივლისი 2026, 09:38
მსოფლიო
მაკრონი საფრანგეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით უწყებათაშორის კრიზისულ შეხვედრას გამართავს
ქალაქის მერის, თომას კაზენავის თქმით, სიცხის მორიგი ტალღა კიდევ უფრო გაართულებს მზარდი ხანძრის ჩაქრობის მცდელობებს. ცეცხლი ქალაქიდან უკვე დაახლოებით15 კილომეტრშია. მანამდე მან აღნიშნა, რომ ბორდოდან, სადაც დაახლოებით 850 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ევაკუაცია არ იგეგმება.
27 ივლისი 2026, 09:33
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც
სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
27 ივლისი 2026, 09:30
მსოფლიო
სიეტლში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სიეტლში სროლის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. სროლის ხმა 26 ივლისის საღამოს სფეის-ნიდლის კოშკთან, სიეტლის საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე გაისმა, სადაც საჭმლის პოპულარული ფესტივალი მიმდინარეობდა.
27 ივლისი 2026, 09:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად
ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
27 ივლისი 2026, 09:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და გაფართოების პროცესს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა და დღემდე მოვიდა
სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება, რომ ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის მიტაცებას გეგმავენ, რაც ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და გაფართოების პროცესს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა და დღემდე მოვიდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა. ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის. ეს არც მოქმედი წევრებისთვის არის ასე და არც კანდიდატი ქვეყნებისთვის. ბრექსიტი ამის საუკეთესო დასტური იყო. წევრობა არის საშუალება, რომ ქვეყანამ უფრო საიმედოდ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები, გააფართოოს შესაძლებლობები და საერთაშორისო გადაწყვეტილებებზე ისეთი გავლენა მოიპოვოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ზომით, ეკონომიკური წონითა და პოლიტიკური რესურსებით ვერ ექნებოდა. პატარა სახელმწიფოებისთვის ამ შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია. სწორედ კონსენსუსის წესი უზრუნველყოფს, რომ მცირე ქვეყნის ხმა არ დაიკარგოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და უმრავლესობის არითმეტიკაში. ის პატარა სახელმწიფოს აძლევს უფლებას, დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მოითხოვოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება. თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე. სახელმწიფო, რომელსაც აღარ შეუძლია მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა და რომელსაც შეიძლება დაეკისროს ვალდებულებები მისი ნების საწინააღმდეგოდ, თანდათან კარგავს არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, არამედ თავად სახელმწიფოებრიობას. ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად. დიდი სახელმწიფოებისთვის ასეთი მოდელი შესაძლოა ხელსაყრელიც იყოს, ვინაიდან მათი ზომა, ეკონომიკური წონა და პოლიტიკური გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ისედაც მნიშვნელოვან უპირატესობას უზრუნველყოფს. მაგრამ პატარა ქვეყნებისთვის ეს კატასტროფული ცვლილება იქნება. ამიტომ, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც. უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს. კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ. ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით? რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა. ...თუმცა, როგორც ჩანს, იუპიტერს ევროპის მო(ი)ტაცებაც ეპატიება.
27 ივლისი 2026, 09:09
რეგიონი
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3- მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო ორი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში განაგრძობს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას.
27 ივლისი 2026, 09:02
საზოგადოება
სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარი იყო
სამგორის რაიონის სოფელ ნასაგურში გუშინ საღამოს ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნივთების სასაწყობე ფართს ეკიდა, რომელიც დაახლოებით 4 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
27 ივლისი 2026, 08:54
პოლიტიკა
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა
უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს და არ არის გამორიცხული, ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდეს.
27 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ბერლინის პოლიციამ დაადასტურა, რომ პრაიდის ღონისძიებაზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
ბერლინის პოლიციამ დაადასტურა, რომ პრაიდის ღონისძიებაზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. პოლიციამ მას შპანდაუს რაიონში მიაკვლია. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს დანით დაესხა თავს. ის ადგილზე გაანეიტრალეს.
27 ივლისი 2026, 08:35
მსოფლიო
პუტინი: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი იყო და ეს იყო რუსეთი, მაგრამ მათ საჭიროდ, შესაძლებლად და სასარგებლოდ მიიჩნიეს რუსეთის მტრად გამოცხადება
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მტერი დავამარცხოთ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთი იძულებული გახდა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო იმისთვის, რომ უკრაინის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დაესრულებინა.
27 ივლისი 2026, 08:26
სპორტი
ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა
ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის დასკვნით დღეს ფინალური ასპარეზობები სლალომსა და ფიგურებში გაიმართა.
27 ივლისი 2026, 08:11
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის სრულდება ძველი ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს მოაჯირების, ბორდიურების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დეტალის დემონტაჟი. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაწყებული აქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის საწყისი ეტაპი.
26 ივლისი 2026, 23:48
სამართალი
შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 23:00
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა
არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.
26 ივლისი 2026, 22:50
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული (წვრილმანი ხულიგნობა).
26 ივლისი 2026, 22:41
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, - განუცხადა "იმედის კვირას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისივე თქმით, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.


