05 აგვისტო 2026, 10:04 / სანდო წყარო

AXIOS: აშშ ჰორმუზის სრუტეზე შეთანხმებას უახლოვდება

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ, ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ დროებით შეთანხმებას უახლოვდებიან. ვაშინგტონი შეთანხმების შესახებ განცხადების გაკეთებას ოთხშაბათს გეგმავს, იუწყება AXIOS-ი ორ რეგიონულ წყაროზე და აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

შეთანხმება, რომელზეც მხარეები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მიზნად ისახავს აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენას და ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს გადაწყვიტა, აღარ განეხორციელებინა ირანის მასშტაბური დაბომბვა, რათა დიპლომატიური გზით შეთანხმების მიღწევისთვის მეტი დრო მიეცა. თუმცა, თუ შეთანხმება მალე ვერ შედგება, ტრამპმა შესაძლოა ფართომასშტაბიანი დარტყმების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთოს, წერს გამოცემა.

მოსალოდნელი შეთანხმება ირანის მოთხოვნების ნაწილს ითვალისწინებს და მას ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობაზე უფრო დიდი კონტროლის შესაძლებლობას მისცემს - კონტროლს, რომელიც თეირანს ომამდე არ ჰქონდა.

ორი რეგიონული წყაროს ინფორმაციით, განხილული შეთანხმება ითვალისწინებს ომანსა და ირანს შორის ჰორმუზის სრუტეში 60-დღიანი დროებითი რეჟიმის ამოქმედებას, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელი იქნება.

შეთანხმების თანახმად, სრუტის გავლით და სპარსეთის ყურეში შესასვლელად მიმავალი ყველა გემი ჩრდილოეთ დერეფანს გამოიყენებს, რომელიც ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის; სრუტიდან გამოსული და არაბეთის ზღვის მიმართულებით მიმავალი გემები სამხრეთ დერეფნით იმოძრავებენ, რომელიც ომანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და ირანთან კოორდინირებული იქნება; 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში არ დაწესდება არანაირი გადასახადი ან მოსაკრებელი; მხარეები 30 დღის განმავლობაში იმუშავებენ სრუტის ცენტრალური ზოლის საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდაზე; ცენტრალური ზოლის გაწმენდის შემდეგ, ის გამოყენებული იქნება როგორც შესასვლელი, ისე გასასვლელი სატრანსპორტო მარშრუტისთვის იმ პირობებით, რომლებიც ომანსა და ირანს შორის საბოლოო შეთანხმებით უნდა განისაზღვროს.

AXIOS-ი აღნიშნავს, რომ თეთრ სახლს, ომანსა და რეგიონულ შუამავლებს სამი კვირის წინ ეგონათ, რომ ირანთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მოგვიანებით თეირანმა გემებზე თავდასხმები განაახლა. ამას მოჰყვა ორკვირიანი ბრძოლები და ვითარება თითქმის სრულმასშტაბიან ომამდე მივიდა.

რეგიონული წყაროების ცნობით, ომანსა და ირანს შორის მოლაპარაკებების გარდა, შუამავლობის პროცესში მონაწილეობდნენ კატარის, პაკისტანისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებიც.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2026, 11:36

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 11:34

სამართალი

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2026, 11:33

მსოფლიო

ზელენსკიმ დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინას ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისთვის საჭირო შეიარაღებას არ აწვდიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელი პარტნიორები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი კიევს რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისთვის საჭირო შეიარაღებას დროულად არ აწვდიან.

05 აგვისტო 2026, 11:29

რეგიონი

მარნეულში 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სრულად მოირწყვება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე მეგობრობის არხზე ახალი წყალგამანაწილებელი კვანძი მოაწყო, რაც რეგიონში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 11:21

პოლიტიკა

3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ჩატარდება

კენჭისყრა 4 მუნიციპალიტეტში გაიმართება სადაც მოქალაქეები საკრებულოს წევრებს აირჩევენ. ამ საკითხზე მორიგი სხდომა 14 აგვისტოს ჩატარდება.

05 აგვისტო 2026, 11:21

ტაბლოიდი

იტალიაში დასუფთავების სამსახურმა ქალს შეცდომით გადაგდებული ლატარეის ბილეთი დაუბრუნა, რომლითაც მან მილიონი ევრო მოიგო

სამხრეთ იტალიის ქალაქ ბიტონტოში მცხოვრებმა ქალმა მილიონი ევროს ოდენობის ჯეკპოტი მოიგო, თუმცა სამწუხარო გაუგებრობის გამო თანხა კინაღამ დაკარგა. ბილეთების გაყიდვის პუნქტში ავტომატური შეტყობინების - „გადახდას არ ექვემდებარება“ მიღების შემდეგ, ქალმა ჩათვალა, რომ მისი ბილეთი უვარგისი იყო და იგი გადააგდო.

05 აგვისტო 2026, 11:17

საზოგადოება

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტულ ონლაინ გამოცემაში Telegraph.co.uk საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სარეკლამო-საინფორმაციო სტატიების სერია გამოქვეყნდა.

ბართლომეი კუბკოვსკი

05 აგვისტო 2026, 10:54

სპორტი

პოლონელმა სპორტსმენმა ისტორიაში პირველმა ბალტიის ზღვა გადაცურა

ცურვა შვედეთის ქალაქ კასებერგაში დაიწყო და პოლონეთის ქალაქ ძივნუვის პლაჟზე დასრულდა. მთელი მარშრუტის განმავლობაში კუბკოვსკის არ უძინია. მას თან ახლდა გემი საჭმლისა და წყლის მარაგით. ამასთან, ასეთი ცურვის წესების თანახმად, სპორტსმენს უფლება არ ჰქონდა ნავს შეხებოდა.

05 აგვისტო 2026, 10:51

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

ბესიკ ამირანაშვილი: ტყეში უკანონო ჭრების აღმოსაფხვრელად, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს.

05 აგვისტო 2026, 10:42

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე \ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 10:42

სამართალი

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 10:42

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ბრაზილიის ელჩს ვიზა გაუუქმა - ვაშინგტონსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური დაპირისპირება მწვავდება

აშშ-მა ვაშინგტონში ბრაზილიის ელჩს მარია ლუიზა რიბეირო ვიოტის ვიზა გაუუქმა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 10:41

სამართალი

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

05 აგვისტო 2026, 10:36

საზოგადოება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დაფინანსდებიან

2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

არიანა გრანდე

05 აგვისტო 2026, 10:34

კულტურა

არიანა გრანდემ შემოქმედებითი პაუზის აღება გადაწყვიტა

ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვების ფონზე გაჟღერდა, სადაც თაყვანისმცემლები ბოლო კვირებში მომღერლის გარეგნობის გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ. ამასთან, გრანდეს წარმომადგენლები ამ პაუზას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რაიმე ოფიციალურად დადასტურებულ პრობლემებს არ უკავშირებენ.

05 აგვისტო 2026, 10:33

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა „მოისმინეს“ მუსიკა, რომელსაც ადამიანები გონებაში ღიღინებდნენ

ნაშრომის ავტორთა თქმით, მიღებული მონაცემების გაერთიანებამ წარმოდგენილი მუსიკალური ფრაგმენტების სტრუქტურის აღდგენა შესაძლებელი გახადა. სამომავლოდ მკვლევრები გეგმავენ, რომ სისტემას ტემპისა და დინამიკის ამოცნობა ასწავლონ. პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია შესაძლოა გამოიყენონ მეტყველების სინთეზის საშუალებების შესაქმნელად იმ სრულად პარალიზებული ადამიანებისთვის, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ცნობიერება და აზროვნების უნარი.

05 აგვისტო 2026, 10:25

მსოფლიო

Reuters: ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფი რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად განთავსდა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო დანაყოფმა დასავლეთ რუსეთში განლაგება დაიწყო და შესაძლოა უკრაინაზე იერიშებისთვის 120-მდე ბალისტიკური რაკეტითა და ექვსი გამშვები დანადგარით იყოს აღჭურვილი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

05 აგვისტო 2026, 10:21

ტაბლოიდი

ლონდონში 1871 წლის შემდეგ პირველად მთელი თვე არ უწვიმია

ქალაქის ზოგიერთ რაიონში ივლისში ხანმოკლე წვიმა მაინც იყო. „თუმცა საერთო სურათი ნათელია. ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც დედაქალაქს წლის დიდ მონაკვეთებთან გამკლავება წვიმის არცერთი წვეთის გარეშე მოუწევს, ლონდონი კი ასეთი სიტუაციისთვის გათვლილი არ ყოფილა“, - წერს გამოცემა London Centric-ი.