აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ინიციატივა „იყიდე ევროპული“ მოკავშირეების გაუცხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიის დაქსაქსვის რისკს ქმნის
ფოტო: Melting Prod
ევროკავშირის მცდელობამ უპირატესობა საკუთარი ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიას მიანიჭოს შესაძლოა „მოკავშირეების გაუცხოებასა“ და ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული ბაზრის დაქსაქსვას შეუწყოს ხელი, განაცხადა აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში ენდრიუ პაზდერმა.
ბრიუსელში Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსის სამიტზე საუბრისას, პაზდერმა განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში გადაწყვეტილებების მიღებისას მთავარი ეფექტიანი შეიარაღების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს და არა მისი წარმოების გეოგრაფიული ადგილი.
„ჩვენი მტრები იგებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყურადღებას ვკარგავთ ყველაზე ეფექტიანი იარაღის შექმნასა და ურთიერთთავდაცვის მხარდაჭერაზე. თუ რომელიმე წევრ ქვეყანას ძლიერი მოწინააღმდეგე თავს დაესხმება, ყველა მადლიერი ვიქნებით, რომ ყურადღება იარაღის უპირატესობაზე გავამახვილეთ და არა რეგიონულ ეკონომიკურ ინტერესებზე“, - განაცხადა პაზდერმა.
მისი თქმით, როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, „გადაწყვეტილებას შესაძლებლობები და ხელმისაწვდომობა უნდა განსაზღვრავდეს და არა გეოგრაფიული მდებარეობა“.
ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა წარმოადგინეს წინადადებები, რომლებიც ადგილობრივი იარაღის მწარმოებლებისთვის უპირატესობის მინიჭებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიზანია ევროპამ შეამციროს აშშ-ში წარმოებულ შეიარაღებაზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ტრანსატლანტიკურ ალიანსში უთანხმოების ნიშნები გაძლიერდა.
ამ ინიციატივას მკაცრად ეწინააღმდეგება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტრამპის ადმინისტრაცია ნატოს ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მათ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში უფრო დამოუკიდებელი როლი შეასრულონ.
ევროკავშირის მცდელობას, ევროპული წარმოების შეიარაღებას უპირატესობა მიანიჭოს, დამატებითი ბიძგი მისცა ტრამპის განცხადებებმა გრენლანდიის იძულებით ხელში ჩაგდების შესაძლებლობაზე და უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის მკვეთრმა შემცირებამ.
ამასთან, ახალმა ინიციატივამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაყო. ზოგიერთი მთავრობა ზედმეტი პროტექციონიზმის წინააღმდეგ გამოდის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს შეიარაღების წარმოების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს.
სამშაბათს ნატოს უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა ალექსუს გრინკევიჩმა ევროპარლამენტის თავდაცვის კომიტეტთან საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოების ადგილის მიხედვით უპირატესობების ოფიციალურად განსაზღვრა მხოლოდ ევროპის „მოწინააღმდეგეებს“ აძლევს ხელს.
პაზდერმა დადებითად შეაფასა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინისთვის განკუთვნილი ევროკავშირის მიერ ახლახან დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში ამერიკული თავდაცვითი პროდუქციის შესყიდვაც არის შესაძლებელი.
მისი თქმით, აშშ მომავალში ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებისას მსგავსი მიდგომის შენარჩუნებასაც მოითხოვს.
„ჩვენ გავაგრძელებთ გულწრფელ მოლაპარაკებებს. ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთს არ დავეთანხმებით. თუმცა, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხზე შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა პაზდერმა.
მისივე თქმით, ევროკომისიამ მიანიშნა, რომ „არ აპირებს“ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ხელი შეუშალოს, ეროვნული ბიუჯეტიდან აშშ-ის შეიარაღების სისტემების შესყიდვაში.
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 16:46
პოლიტიკა
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000 ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
30 სექტემბერი 2026, 16:41
მსოფლიო
რუსეთის საელჩო: ნატოს მიერ კალინინგრადის იზოლაციის მცდელობის შემთხვევაში რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვისაც მზად იქნება
რუსეთის საელჩო ირლანდიაში აცხადებს, რომ ნატოს მიერ კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის შემთხვევაში მოსკოვი მზად იქნება ტერიტორიის დასაცავად „არსებული მთელი არსენალი“, მათ შორის ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
30 სექტემბერი 2026, 16:40
ეკონომიკა
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესებას განაგრძობს და 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით მშპ-ის 1.4% შეადგენს
2026 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 145.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 1.4% შეადგინა. ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობაც მნიშვნელოვნად შემცირდა და 2.5% შეადგინა.
30 სექტემბერი 2026, 16:35
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) დაიბარეს.
30 სექტემბერი 2026, 16:20
ეკონომიკა
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, საჯარო სექტორში ხელფასები 8,4%-ით გაიზრდება
შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მლრდ ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი - 1 მლრდ 200 მლნ ლარით, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ. მისივე თქმით, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ემატება.
30 სექტემბერი 2026, 16:15
მსოფლიო
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: ევროპას რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის მზადება მოუწევს. წინ მძიმე ზამთარია
ბელგიის თავდაცვის მინისტრი ტეო ფრანკენი აცხადებს, რომ ევროპა უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს და კონტინენტს „ბნელი ზამთარი“ ელოდება.
30 სექტემბერი 2026, 16:11
საზოგადოება
მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
30 სექტემბერი 2026, 16:11
ეკონომიკა
2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ქვემოთ პირების - 390 ლარამდე
2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 60 ლარით 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ქვემოთ პირებისთვის კი 20 ლარით 390 ლარამდე, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ. სახელმწიფო ბიუჯეტის 2027 წლის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
30 სექტემბერი 2026, 16:01
მსოფლიო
The Times of Israel: ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი Fly Dubai-ს რეისების შეჩერებას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმებული საავიაციო შეთანხმების შესწავლას ითხოვს
ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი მირი რეგევი ქვეყნის მიმართულებით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ყველა რეისის შეჩერებას ითხოვს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ თვითმფრინავში მომხდარ დილის ინციდენტს უკავშირდება, იუწყება The Times of Israel-ი.
30 სექტემბერი 2026, 15:37
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი Fly Dubai-ს თვითმფრინავის ინციდენტზე: ტერორიზმი ეშმაკია, რომელთანაც შეთანხმება არ უნდა შედგეს. ერთადერთი გამონაკლისი მისი დამარცხება და დედამიწის პირისაგან აღგვაა
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და ფაქტს ტერორიზმი უწოდა.
30 სექტემბერი 2026, 15:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
30 სექტემბერი 2026, 15:05
მსოფლიო
ისრაელის ფინანსთა მინისტრი: ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა
ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა.
30 სექტემბერი 2026, 14:43
ეკონომიკა
გენადი არველაძე: შუა დერეფანი, მისი მზარდი სატვირთო ნაკადებით, შესაძლებლობას იძლევა, რათა საქართველომ განავითაროს უფრო ფართო რეგიონული ლოგისტიკური და ეკონომიკური ეკოსისტემა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში გაიმართა.
30 სექტემბერი 2026, 14:35
ეკონომიკა
გენადი არველაძე: შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად
შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს უფრო ფართო რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე გადასასვლელად, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში მიმდინარეობს.
30 სექტემბერი 2026, 14:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: პირველივე წერილის შემდეგ გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილი იყო ავტორი, მეგონებოდა სააკაშვილის, ან ელისო კილაძის წერილები
პირველივე წერილის შემდეგ გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილი იყო ავტორი, მეგონებოდა სააკაშვილის, ან ელისო კილაძის წერილები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილზე საუბრისას.
30 სექტემბერი 2026, 14:30
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
30 სექტემბერი 2026, 14:28
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გარდაბანში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
30 სექტემბერი 2026, 14:28
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს კარგს არაფერს მისცემს
„მას პასუხი აქვს გასაცემი უმნიშვნელოვანეს კითხვაზე - საიდან მოხდა დიდძალი ქონების დაგროვება, რომელიც საპროცესი მოქმედებების შედეგად მისი კუთვნილი ქონებიდან ამოიღეს, უხერხულია, როდესაც ქვეყნის ყველა მიღწევას, ყველა წარმატებას საკუთარ თავს აბრალებს, არ ახსენებს გუნდს, არ ახსენებს ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლის გარანტორს, რომელმაც ეს წარმატება განაპირობა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
30 სექტემბერი 2026, 14:25
სამართალი
სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში კიდევ სამი მოქალაქე დაჯარიმდა
სიძულვილის ენასთან ბრძოლის ფარგლებში კიდევ სამი მოქალაქე დაჯარიმდა


