imedi /  13 მარტი 2018, 21:14 / სანდო წყარო

ტრამპი სკრიპალის მოწამვლაზე: ვფიქრობ, ეს რუსეთი იყო

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის, იულიას მოწამვლის საქმეში რუსეთის ხელი ურევია. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ტრამპი გეგმავს, საქმე ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, ტერეზა მეისთან განიხილოს, რათა სიტუაციაში გაერკვეს. მეიმ ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა კრემლს დააკისრა.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თქვა, აქამდე არსებული და ცნობილი ყველა ფაქტი ქმნის საფუძველს, რომ საქმეში რუსეთის ბრალეულობა გამოვლინდეს.

13 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გავრცელა, რომლის შინაარსის თანახმად ვაშინგტონი სერგეი სკრიპალის საქმეზე ბრიტანეთის ვერსიას იზიარებს.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში („გრუ") მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.

სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პოლიცია

19 დეკემბერი 2018, 17:31

ძალოვნები

თელავში დაჭრის ფაქტზე შსს-მ 1 პირი დააკავა

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. თელავში 3 ახალგაზრდა გვიან ღამით დაჭრეს. დაზარალებულებს შორის თელავის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გენადის შვილი გიორგი გოგილაშვილია.

ლიეტუვა

19 დეკემბერი 2018, 17:29

მსოფლიო

ლიეტუვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსები დააკავეს

დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ყველა მათგანი სხვადასხვა არასაპარლამენტო პარტიასთანაა დაკავშირებული.

19 დეკემბერი 2018, 17:12

საქართველო

ცესკოს თავმჯდომარედ თამარ ჟვანია შესაძლოა ისევ წარადგინონ

სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კანონმდებლობა ავალდებულებს, არჩევნების შედეგების ოფიციალური შეჯამებიდან შვიდი დღის ვადაში, ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი წარადგინოს. არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის თამარ ჟვანიაც იყოს.

Blue Origin

19 დეკემბერი 2018, 17:07

ტექნოლოგიები

Blue Origin-მა მორიგი რაკეტის ორბიტაზე გაშვება გადადო

ჯეფ ბეზოსის კომპანიამ ამის მიზეზად არახელსაყრელი პირობები დაასახელა. სწორედ ამის შემდეგ როდის განხორციელდება მისია. Blue Origin-ი ჯეფ ბეზოსმა შექმნა. რაკეტების ორბიტაზე გაშვების მიზანი კოსმოსური ტურიზმის განვითარება და ამ მიმართულებით საჭირო ბაზის ინფრასტრუქტურის შექმნაა.

19 დეკემბერი 2018, 17:06

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა გურჯაანის სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერ აქციას მართავს

დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს, მისი გუნდელები კი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

ნასაგური

19 დეკემბერი 2018, 16:56

ეკონომიკა

ნასაგურის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, რეაბილიტაცია ორ ავარიულ ხიდს ჩაუტარდა და ასფალტის საფარი ჯამში, 25 000 კვადრატულ მეტრზე დაიგო, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.

გრეის მუგაბე

19 დეკემბერი 2018, 16:42

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში ყოფილი პირველი ლედის დაკავების ორდერი გასცეს

პოლიციამ გრეის მუგაბეს დაკავების ორდერი მას შემდეგ გასცა, რაც სასამართლომ მას დიპლომატიური იმუნიტეტი ივლისში მოუხსნა. სამხრეთ აფრიკის მთავრობა კრიტიკის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც გრეის მუგაბეს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა.

იაპონელი პოლიციელი

19 დეკემბერი 2018, 16:29

ტაბლოიდი

იაპონელი მოხუცი მკვდარ ცოლთან ერთად ერთი წელი ცხოვრობდა

იაპონიაში ფუკუოკას პრეფექტურაში 74 წლის პენსიონერი წელიწადზე მეტ ხანს არ მარხავდა ცოლს, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იოკუდა იოსიჰისა მასთან ერთად ცხოვრებას განაგრძობდა. სხეულის გახრწნისგან გამოწვეული სუნის ჩახშობას ის ჰაერის გამწმენდებით ცდილობდა.

დოლარები

19 დეკემბერი 2018, 16:24

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე მორიგი ინტერვენცია განახორციელა. დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6648 შეადგინა.

19 დეკემბერი 2018, 16:11

მსოფლიო

Google და Facebook-ი პოლიტიკური აგიტაციისთვის აშშ-ში 450 000-ზე მეტ დოლარს გადაიხდიან

ისინი კანონის დარღვევას არ აღიარებენ, თუმცა ამის მიუხედავად თითოეული კომპანია 200 ათასი დოლარის გადახდას დათანხმდა. გარდა ამისა, სასამართლო ხარჯებისთვის Facebook-მა 38,5 ათასსი დოლარი, Google-მა კი 17 000 დოლარი უნდა გადაიხადოს.

Facebook

19 დეკემბერი 2018, 16:09

ტექნოლოგიები

Facebook-მა მიანმარის კონფლიქტთან დაკავშირებული ასობით გვერდი დაბლოკა

Facebook-მა მიანმარის კონფლიქტთან დაკავშირებული 425 გვერდი, 17 ჯგუფი, 135 ექაუნთი და 15 Instagram-ი ანგარიში დაბლოკა. როგორც Facebook-მა განმარტა დაბლოკილი გვერდებიდან ერთს სულ მცირე 2.5 მილიონი გამომწერი მაინც ჰყავდა.

ლი ლეონარდი

19 დეკემბერი 2018, 15:48

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ლი ლეონარდი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი სატელევიზიო კომენტატორი ლი ლეონარდი გარდაიცვალა. ის ტელეარხ ESPN-ის წამყვანი იყო, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი სპორტული არხია.

ზაზა სარალიძე

19 დეკემბერი 2018, 15:48

საქართველო

სარალიძე ილია მეორესთან შეხვედრაზე: მკვლელობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია

" უბრალოდ დღეს დამპატიჟა თავად უწმინდესმა სიონის ტაძარში, სადაც პირველად ვეზიარე და იქიდან დამპატიჟა სადილზე. მეოთხედ შევხვდი პატრიარქს ჩემი ცხოვრების განმავლობაში დიდი ძალა გადმოვიდა ჩემზე. პატრიარქის ნათესავმა გამომაცილა და მას ვეუბნებოდი, რომ ეს არის სულიერი სიმშვიდის ტერიტორია, შიგნით რომ შედიხარ, სულ სხვა ძალით გამოდიხარ, აბსოლუტურად დამშვიდებული“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მანქანა

19 დეკემბერი 2018, 15:37

საქართველო

ვაჟა იორდანიშვილი: ტექდათვალიერებაგავლილი 130 000 ავტომობილიდან 40 000 უვარგისი აღმოჩნდა

ხარვეზებიანი ავტომობილების 30% განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მისულა. როგორც მან აღნიშნა, მძღოლითვის, რომელიც ტექდათვალირების ცენტრს 1 თვის განმავლობაში მეორედ ეწვევა, მომსახურება უფასოა. მანვე დასძინა, რომ შემოწმებაზე ერთხელ მისულ ავტომობილებს უმეტესად აქვს სამუხრუჭო სისტემების გაუმართაობის, გამონაბოლქვის, საჭის მართვის სისტემის პრობლემები.

პატიმრობა

19 დეკემბერი 2018, 15:37

ძალოვნები

გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

65 წლის მასწავლებელს, რომელიც მოსწავლემ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მასწავლებელი 31 მარტს დააკავეს.

ირანელი ხალხი

19 დეკემბერი 2018, 15:31

საქართველო

ელჩი ირანის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვებაზე: მაჩვენებელი ძალიან მომატებული არაა

"ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება არის გაფორმებული ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით, ამიტომაც სრულიად თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და სტატისტიკაც ამას მეტყველებს. დაახლოებით 350 000 ადამიანი შემოდის საქართველოში ირანიდან", - განაცხასა ჩახვაშვილმა.

ნაირა გელაშვილი

19 დეკემბერი 2018, 15:12

კულტურა

გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ნაირა გელაშვილი გახდა

ნაირა გელაშვილი ქართველი მწერალია. მას გამოცემული აქვს წიგნები: „მოთხრობები“, „დედის ოთახი“, „მთვარით განათებული ბაღი“, „ტრაგიკული გრადაცია“, „წინწკლების ქოხი“, „სარკის ნატეხები“, „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, „მე ის ვარ“, და სხვა.

კახა კუკავა

19 დეკემბერი 2018, 15:05

საქართველო

„თავისუფალი საქართველოს“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კვლავ კახა კუკავა აირჩიეს

კახა კუკავას განცხადებით, ემზადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის. როგორც ის ამბობს, მისი მიზანი „თავისუფალი საქართველოს“ ე.წ. მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებაა. კუკავა მესამე ძალის ფორმირებაში მონაწილეობას სთავაზობს ყველა კონკურენტ პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარდა.

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები

19 დეკემბერი 2018, 14:56

საქართველო

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები ხელისუფლებას ორი მოთხოვნით მიმართავენ

როგორც კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე უშედეგო გამოძიებაში დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხს დაადგენს.

მანქანები

19 დეკემბერი 2018, 14:51

საქართველო

შსს: მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა 90 მძღოლს ამოეწურა

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა და სხვადასხვა დარღვევაზე ქულათა გარკვეული რაოდენობის ჩამოჭრას ითვალისწინებს. ქულების განულების შემთხვეევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება. მის დასაბრუნებლად შეუძლია, გამოცდა ჩააბაროს ან მომდევნო წელს დაელოდოს, როდესაც 100 ქულა ხელახლა დაერიცხება.