imedi /  10 ოქტომბერი 2018, 14:59 / სანდო წყარო

ჩეხური მედია: ჩეპიგა და მიშკინი სერგეი სკრიპალს ჩეხეთშიც უთვალთვალებდნენ

სკრიპალების მოწამვლა

ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი

სავარაუდოდ "გრუ"-ს ოფიცრები ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი, რომლებიც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში არიან ეჭვმიტანილები, 2014 წლის ოქტომბერში ჩეხეთში ჩასულ სერგეი სკრიპალს უთვალთვალებდნენ. ამის შესახებ Meduza "ჩეხეთის რადიოზე" დაყრდნობით წერს, რომელიც თავის მხრივ სპეცსამსახურების წყაროს ეყრდნობა.

გამოცემების ცნობით, რუსი ჯაშუშები ჩეხეთში რუსლან ბოშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის ფსევდონიმით ჩავიდნენ. ამ შეცვლილი სახელებით იყვნენ ისინი სოლსბერიშიც, სადაც ბრიტანული გამოძიების ვერსიით, 2018 წლის მარტში სკრიპალები მოწამლეს.

წყაროები ამბობენ, რომ ბოშიროვი პრაღაში 11 ოქტომბერს ჩავიდა, პეტროვი კი 13-დან 16 ოქტომბრამდე პერიოდში ოსტრავაში, შემდეგ კი პრაღაში ცხოვრობდა. სერგეი სკრიპალი ჩეხეთში ოქტომბრის მეორე ნახევარში, ჩეხ ოფიცერთან შესახვედრად იყო ჩასული. 

"ჩეხეთის რადიოს" ცნობით, 2014 წელს ქვეყნიდან "უსაფრთხოების მიზნით" რუსეთის სამი მოქალაქე გააძევეს, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. იყვნენ თუ არა გაძევებულ ადამიანებს შორის პეტროვი ან ბაშიროვი, უცნობია. 

საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა განაცხადა, რომ სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები ერთმანეთისთვის მანქანის მიყიდვის გამო გაიშიფრნენ.

8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სკრიპალების მოწამვლაში მეორე ბრალდებულის ალექსანდრე პეტროვის ნამდვილი სახელი და გვარი ალექსანდრე მიშკინია.  26 სექტემბერს Bellingcat-ის და The Insider-ის გამოძიების მესამე ნაწილის თანახმად ცნობილი გახდა, რომ სკრიპალების თავდასხმაში ბრალდებული რუსლან ბოშიროვის ნამდვილი სახელია ანატოლი ჩეპიგაა.

რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი  დიპლომატიური  დაპირისპირება მოჰყვა.

5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

19 ოქტომბერი 2018, 11:22

მსოფლიო

ამერიკული ვერტმფრენი ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა

აშშ-ის საზღვაო საძლების ვერტმფრენი „სი ჰოკი“, იაპონიის სანაპიროსთან ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

19 ოქტომბერი 2018, 11:21

ვიდეო

საქართველოს საგარეო უწყების განცხადება

19 ოქტომბერი 2018, 11:16

ვიდეო

პროკურატურაში, გვიან ღამით დასრულდა, გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცის გამოკითხვა

მუჰამედ ბენ სალმანი

19 ოქტომბერი 2018, 11:12

მსოფლიო

NYT: საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალს მემკვიდრე პრინცის მრჩეველს წაუყენებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში ბრალის წაყენებას გენერალ ახმედ ასარის უპირებენ. ის საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსანია და მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბენ სალმანის მრჩეველი.

19 ოქტომბერი 2018, 11:11

ვიდეო

თეა წულუკიანი: "თუ ოპოზიციას ჩემი მოსმენა სურს, ამისათვის შესაბამისად უნდა მოემზადოს"

მკლავჭიდი

19 ოქტომბერი 2018, 11:10

სპორტი

პარასპორტსმენებმა მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს

მარჯვენა-მარცხენა ხელში პარა-მკლავჭიდელებმა ჯამში 42 მედალი აიღეს, აქედან 25 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. გარდა ამისა, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთად აიღო 23 მედალი - 8 ოქრო, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო და გუნდური 3 ადგილი.

პარკირება

19 ოქტომბერი 2018, 10:56

საქართველო

ის ქუჩები დასახელდა, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

ამავე ცნობით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

19 ოქტომბერი 2018, 10:50

ვიდეო

მთავარი პროკურატურა, ფარულ აუდიოჩანაწერებს, სკოტლანდ იარდში გადაგზავნის

19 ოქტომბერი 2018, 10:46

მსოფლიო

თურქეთში მეჩეთის მრევლი 37 წლის განმავლობაში არასწორი მიმართულებით ლოცულობდა

თურქეთის პროვინცია იალოვის მეჩეთი მექის საპირისპიროდ იდგა. 37 წლის განმავლობაში, მუსლიმებმა ეს ვერ შენიშნეს და არასწორი მიმართულებით ლოცულობდნენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah-ი წერს.

19 ოქტომბერი 2018, 10:43

ვიდეო

აშშ უახლოეს მომავალში უნივერსალური საფოსტო კავშირის დატოვებას გეგმავს

19 ოქტომბერი 2018, 10:41

ვიდეო

MIT-ის მკვლევარების მიერ შექმნილი რობოტი კანის დაავადებების გამოვლენას ემსახურება

19 ოქტომბერი 2018, 10:38

სპორტი

UEFA საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პროექტს ეხმიანება

29 სექტემბერს, მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიმართა. ამ პროქტის ფარგლებში, ბათუმში, ბულვარში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი შედგა. ფესტივალში 40 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაც ფეხბურთის ფედერაციამ მაისურები და ბურთები, ხოლო გუნდებს – ასევე ბურთები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცა.

19 ოქტომბერი 2018, 10:35

ვიდეო

გაზის მარაგები საქართველოში

კურტ ვოლკერი

19 ოქტომბერი 2018, 10:25

მსოფლიო

კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყოველ ორ თვეში გააძლიერებს

დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას პერიოდულად გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

ჰაკათონი

19 ოქტომბერი 2018, 10:24

ტექნოლოგიები

ჰაკატური თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში ერთდროულად გაიმართება

,,ჰაკატური“ტურისტული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

19 ოქტომბერი 2018, 10:24

ვიდეო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ხობის მოსახლეობას შეხვდა

ტექინსპექტირება

19 ოქტომბერი 2018, 10:17

ძალოვნები

10 ცენტრი ავტომობილების ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა

"თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები,"- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

19 ოქტომბერი 2018, 10:13

კულტურა

ჯარისკაცები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ

ჯარისკაცებმა სხვადასხვა ექსპოზიცია დაათვალიერეს, მათ შორის, მუზეუმში დაცული ოქროს ფონდი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა. ჯარისკაცების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.

19 ოქტომბერი 2018, 10:12

ვიდეო

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, თბილისში ეხმაურებიან

19 ოქტომბერი 2018, 10:09

ვიდეო

მირზა სუბელიანი გვიან ღამით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა