ტრამპი: არავინ ყოფილა ჩემზე უფრო მკაცრი რუსეთთან
ფოტო: shutterstock.com
ბალტიისპირეთის ქვეყნის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდნენ. ლიტვის პრეზიდენტ დალია გრუბაუსკაიტესთან, ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდთან და ლატვიის პრეზიდენტ რაიმონდს ვეიონისთან ერთად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენცია გამართა. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.
"არავინ ყოფილა ჩემზე უფრო მკაცრი რუსეთთან", - განაცხადა ტრამპმა.
რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიის შემდეგ, ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას რუსეთის რეგიონული სამხედრო ექსპანსია კიდევ უფრო აშფოთებთ. სამი ქვეყანა მზადაა, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, თუმცა მათ წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, ისინი ნატოს მოკავშირეებს ეყრდნობიან.
ლიტვის პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა გრუბაუსკაიტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ ტრამპთან იხუმრა, რომ ნატოს "სჭირდება ლიდერი, თუნდაც არაპროგნოზირებადი ლიდერი". "ჩვენ ვხედავთ მსგავს ლიდერობას პრეზიდენტ ტრამპისგან", - აღნიშნა მან.
მთავარი განსახილველი საკითხები თავდაცვა, კიბერუსაფრთხოება და ტერორიზმი იყო. ბალტიის ქვეყნები ამერიკისგან მუდმივ როტაციულ წარმომადგენლობას ითხოვენ ნატო-რუსეთის საზღვარზე. ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მას შეუძლია რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება.
"ვფიქრობ, შემიძლია რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდეს და პრეზიდენტ პუტინთან, ეს კარგი იქნებოდა. მაგრამ ასევე არის დიდი შანსი იმის, რომ ეს არ მოხდება. ვინ იცის", - თქვა ტრამპმა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს მოკავშირეების მხრიდან თავდაცვის ხარჯების გაზრდის აუცილებლობას.
„ჩვენ აღვნიშნავთ განახლებული პარტნიორობის 100 წლისთავს ჩვენს ქვეყნებს შორის“, - თქვა მან. ტრამპის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, ამერიკა „ორმხრივი ვაჭრობის და ინვესტიციების“ საკითხს განიხილავს. მისი თქმით, "ამერიკას აქვს ღრმა და ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა ბალტიის ქვეყნებთან".
ტრამპმა სამი ქვეყნის ლიდერს დამოუკიდებლობიდან 100 წლისთავი მიულოცა. "ჩვენ თქვენთან ვართ. ბალტიის ქვეყნები ერთგული მეგობრები და მოკავშირეები არიან", - აღნიშნა მან.
ცნობილი გახდა, რომ აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნებს 100 მილიონის იარაღით დაეხმარება.
2016 წლიდან მოყოლებული, პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმეჯერ გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები, რომლებიც, მისი თქმით, არ ასრულებენ თავდაცვითი ხარჯების ბიუჯეტის 2%-ით შესრულების პირობას. რამდენიმე თვის წინ ნატოში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი, რომელიც კოლექტიურ თავდაცვას ეხება, არ ახსენა. თუმცა, მოგვიანებით ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ამერიკის მხრიდან ერთიანი თავდაცვის მხარდაჭერაზე იმსჯელა.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 13:07
მსოფლიო
კვლევა: გერმანელების 51% ლტოლვილებისთვის საზღვრების სრულად ჩაკეტვას ემხრობა
ამავდროულად, გერმანელთა 69% მხარს უჭერს ადამიანების უფლებას, ეძებონ თავშესაფარი ომისა თუ დევნისგან სხვა ქვეყანაში. Ipsos UK-ის დირექტორი, ტრინ ტუ ამ წინააღმდეგობას იმით ხსნის, რომ ბევრ ქვეყანაში ადამიანები ზოგადად მხარს უჭერენ ლტოლვილთა დაცვას, თუმცა, ამავე დროს, სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესის პრაქტიკულ რეალიზებას.
15 ივლისი 2026, 12:59
სამართალი
პროკურატურა: ბრიტანეთის მოქალაქეს დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა, რომ მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული დიდი ოდენობით, სამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს, მეთიუ როი დესმონდს, რომელსაც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები შემოჰქონდა, დაკავებისას არ წარმოუდგენია არავითარი სამედიცინო ცნობა იმის შესახებ, რომ სამი სხვადასხვა დასახელების და ამ ოდენობის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული.
15 ივლისი 2026, 12:44
საზოგადოება
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ
შსს-ის მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ყოველგვარი ლოდინის გარეშე, ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ.
15 ივლისი 2026, 12:41
ეკონომიკა
თბილისში გაიმართება საერთაშორისო ღონისძიება ,,Tbilisi Eurasian Tuesday“, რომელიცსაქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებსშორის ბიზნესთანამშრომლობის გაძლიერებასემსახურება
2026 წლის 28 ივლისს, სასტუმრო Swissôtel Tbilisi-ში, საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა EurAsia Gulfგამართავს საერთაშორისო ნეთვორქონგ ღონისძიებას Tbilisi Eurasian Tuesday | Georgia × GCC, რომელიც თავს მოუყრის ბიზნესის, ინვესტიციების, დიპლომატიური კორპუსისა და სამეწარმეო სფეროსწარმომადგენლებს.
15 ივლისი 2026, 12:40
რეგიონი
საქპატენტში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
საქპატენტის სათავო ოფისში საზაფხულო ბანაკის „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 12:37
საზოგადოება
ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის საკითხებზე სასაკლაოებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასაკლაოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების ნარჩენების კატეგორიზაციის და მართვის რეფორმა განიხილეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 12:35
რეგიონი
ბოლნისის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატთან, დავით შერაზადიშვილთან, მერის პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 12:30
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 281 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 131 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
15 ივლისი 2026, 12:29
მსოფლიო
FT: უკრაინას ევროკავშირის ფულით უპილოტო საფრენი აპარატების ჩინური დეტალები შეძენის ნება დართეს
ევროკავშირის კრედიტის პირობების თანახმად, ამ თანხით შესყიდული თავდაცვითი პროდუქცია უნდა მოდიოდეს ევროკავშირის ბაზრიდან, უკრაინიდან ან დამტკიცებული პარტნიორებიდან - მაგალითად, კანადიდან. გარდა ამისა, შესყიდვები არ უნდა „ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებს“.
15 ივლისი 2026, 12:21
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის არარსებული საქართველო, ევროპელი მოგზაურებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ისინი საქართველოს ირჩევენ როგორც კულტურული, გასტრონომიული, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმის მიმართულებას
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპელი ტურისტების რაოდენობის ზრდის სტატისტიკას. ანალიტიკოსი წერს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 96 226 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-იანი ზრდაა. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვები ეწინააღმდეგება ურსულა ფონ დერ ლაიენის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ:
15 ივლისი 2026, 12:19
ტექნოლოგიები
ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე „კომენდანტის საათის“ დაწესებას განიხილავენ
მთავრობას ასევე სურს, რომ გამორთული იყოს „მიჩვევის გამომწვევი“ ფუნქციები, როგორიცაა ვიდეოს ავტომატური გაშვება და უსასრულო სქროლვა. ხელისუფლების განცხადებით, „კომენდანტის საათთან“ კომბინაციაში ეს ზომები გააუმჯობესებს მოზარდების კონცენტრაციას, ძილის ხარისხსა და ოჯახურ ცხოვრებას.
15 ივლისი 2026, 12:12
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გერმანია AFD-ს აკრძალვას მხოლოდ პოტენციური რიტორიკის გამო აპირებს, საქართველოს ხელისუფლებას კი 9-წლიანი რეჟიმის მიერ დადასტურებული წამების ფაქტების შემდეგ ეკითხება, თუ რატომ შეაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ-ანალიტიკა“ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გერმანიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა და ასევე, ოპოზიციის ქმედებები შეაფასა, როგორც „მტრული საქმიანობა“ და „სამშობლოს ღალატი.“
15 ივლისი 2026, 12:10
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 12:10
საზოგადოება
კახა კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ „ამერის“ საფეხბურთო ცენტრი დაიბრუნებს თავის დიდებას და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სივრცე
ე.წ. ამერის სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და საპროექტო დოკუმენტაცია შეისყიდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
15 ივლისი 2026, 12:07
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი: ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს, აშშ-ში ჩემს წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არანაირი კავშირი აქვს
ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ - ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს, - წერს უჩა ინაძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, აშშ-ში ემიგრაციაში „ჩუმად გაიპარა“.
15 ივლისი 2026, 12:02
საზოგადოება
კახა კალაძე: მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის ხიდის მიმდებარედ დახაზულმა „ბასლეინმა“ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება გაუუმჯობესა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გლდანის რაიონში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილსა“ და მინდელის სახელობის ხიდის (ე.წ. შეშელიძის)მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
15 ივლისი 2026, 11:55
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა
დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის ღვაწლს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში.
15 ივლისი 2026, 11:50
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყანა ნანგრევებად ვაქციოთ იმისთვის, რომ მერე ვიღაცამ ამ ნანგრევების აღსადგენად გამოყოფილი ფონდებიდან ჯიბეები გაისქელოს!
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ უკრაინა ომის მოგების შემდეგ ტრილიონებს მიიღებს აღდგენისთვის, ხოლო საქართველოს ამ თანხებთან „არ მიასუნინებენ“. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ესაა „გლობალური ომის პარტიისა“ და საქართველოში მისი აგენტურული ქსელის აღიარებითი ჩვენება.
15 ივლისი 2026, 11:46
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულებს 18-18 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე სამი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 11:45
რეგიონი
თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.


