სირიელი კაცის ისტორია, რომელიც ერთი თვეა მალაიზიის აეროპორტში „ცხოვრობს“
ჰასან ალ-კონტარი
ფოტო: BBC
სირიელი ჰასან ალ-კონტარის თქმით, ის ერთ თვეზე მეტია მალაიზიის აეროპორტის ტრანზიტულ სექციაში ჰყავთ გაჩერებული. მომხდარის მიზეზად კი ალ-კონტარი მის ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს ასახელებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც სირიელი ამბობს, ის არაბთა გაერთიანებული საამიროებში მუშაობდა, თუმცა 2016 წელს სამსახურის დაკარგვის შემდეგ, დეპორტაციით მალაიზიაში მოხვდა. მისი თქმით, ის შეეცადა მალაიზიიდან კამბოჯაში ან ეკვადორში მოხვედრილიყო თუმცა უშედეგოდ. როგორც თავად ამბობს, სამი თვე მას მალაიზიის ტურისტული ვიზა ჰქონდა და ამ პერიოდის განმავლობაში ეკვადორში წასასვლელად აგროვებდა ფულს. მან Turkish Airways-ის ბილეთიც კი იყიდა, თუმცა გაუგებარი მიზეზით თვითმფრინავში ასვლის უფლება არ მისცეს.
მოგვიანებით გაიგო, რომ მალაიზიაში დიდი ხნით გაჩერების გამო ის "შავ სიაში" მოხვდა, რის გამოც მას აღარც აეროპორტის დატოვება შეუძლია და ვერც იქიდან მიფრინავს სადმე. მისი თქმით, ის ტრანზიტულ სექციაში 7 მარტიდან "ცხოვრობს".
ჰასან ალ-კონტარი დახმარებას ითხოვს: "შეუძლებელია უკვე აეროპორტში ცხოვრება. მე ადამიანი ვარ და არასწორად მიმაჩნია ომში მონაწილეობა. ომი ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მე არავინ მომიკლავს და არც სირიის დანგრევაში მინდა მონაწილეობა. არ მსურს ჩემს ხელებზე სისხლი იყოს. ომი გამოსავალი არასდროს არის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქიდან საიდანაც ვარ, ომის საფასურს ვიხდი", - უთხრა სირიელმა ჰასან ალ-კონტარმა BBC-ის.
მან სირია ჯერ კიდევ 2006 წელს დატოვა, რათა ჯარის სამსახურისთვის თავი აერიდებინა. ოჯახის სანახავად სირიაში მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს იყო ჩასული.
სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით დაიწყო და აპრილში სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პოლიტიკური თუ სოციალური მიზეზების გამო მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტში მცხოვრები ადამიანების არაერთი ისტორია არსებობს. მაგალითად, ერთი ქალი უკვე 8 წელია სინგაპურის აეროპორტში მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს, რომ ბინის პრობლემა აქვს. ზიმბაბვეელების ოჯახი კი ბანგკოკის აეროპორტს თითქმის 7 თვეა ვერ ტოვებს. მათ სამშობლოში დაბრუნება პოლიტიკური დევნის გამო ეშინიათ, ტაილანდში კი მესაზღვრები არ უშვებენ.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2026, 00:24
რეგიონი
უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო
უხვი ნალექის შედეგად აჭარის მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
19 სექტემბერი 2026, 23:22
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“: აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული მიმართულებით მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა - საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიური რეჟიმით მუშაობენ
„საქართველოს რკინიგზის სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად, მატარებლების გადაადგილების უმოკლეს დროში აღსადგენად აქტიური რეჟიმით მუშაობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 სექტემბერი 2026, 23:12
პოლიტიკა
გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „geoteam-თან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სხვადასხვა ძალის მხრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე იყო გარკვეული წნეხი, რათა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოექვეყნებინათ.
19 სექტემბერი 2026, 22:51
სპორტი
ძიუდოისტი თენგო ზირაქაშვილი „ევროპის თასის“ გამარჯვებულია
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე „ევროპის თასზე“ თენგო ზირაქაშვილმა ( -73 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
19 სექტემბერი 2026, 22:42
პოლიტიკა
გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი
იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის, - განაცხადა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში, სადაც ის 2024 წლის აპრილში ფეხბურთელების მიმართ სხვადასხვა ძალის მხრიდან წნეხსა და რუსოფობიაზე მსჯელობს.
19 სექტემბერი 2026, 22:36
პოლიტიკა
ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
19 სექტემბერი 2026, 22:14
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე
„კარგი იქნება, ერთმანეთს ისეთ ინფორმაციას თუ მივაწვდით, რომელიც მეორე მხარეს არ აქვს. რას ფიქრობენ ახალგაზრდები, რა არის მათთვის აქტუალური, ერთმანეთი გავამდიდროთ, ეს იქნება ფსიქოლოგიური და სულიერი სუვერენიტეტის ყველაზე დიდი გარანტია“.
19 სექტემბერი 2026, 22:03
პოლიტიკა
პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ
„ფერმერის დღე 2026-ის“ ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქციას, ასევე, სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.
19 სექტემბერი 2026, 22:00
პოლიტიკა
„ჯიპას“ ყოფილი სტუდენტი: „ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები
„ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ დარბაზის ერთ-ერთმა სტუმარმა ახალგაზრდამ. მისი რეპლიკა „ჯიპას“ დიპლომატიის ფაკულტეტის მაგისტრანტის კახა ნოზაძის განცხადებებს მოჰყვა. ახალგაზრდა გოგონას განცხადებით, მან უნივერსიტეტის შეცვლის გადაწყვეტილება ერთ წელიწადში მიიღო.
19 სექტემბერი 2026, 21:53
პოლიტიკა
კოტე ჟღენტი: რაც შეეხება ევროკავშირს, ახლა რაც ხდება ევროპაში, რამდენად კავშირია, ესეც ხომ ფაქტია და ხელისგულზე დევს. დარწმუნებული ვარ, თუ შეიცვლება, შეიცვლება უარესობისკენ და არა უკეთესობისკენ
რაც შეეხება ევროკავშირს, ეს ახლა რამდენად კავშირია, ახლა რაც ხდება ევროპაში, ესეც ხომ ფაქტია და ხელისგულზე დევს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა კოტე ჟღენტმა.
19 სექტემბერი 2026, 21:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც აბსოლუტურად ყველას უფლება დაცულია და მათ შორის სექსუალური უმცირესობის უფლებებიც - ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ წესის პროპაგანდა ჩვენთვის წარმოუდგენელია
ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ რას აკეთებს საკუთარ სახლში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სკოლებში ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოში ყველას უფლება დაცულია.
19 სექტემბერი 2026, 21:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია - აქციების დროს ჩვენი პოლიციელები გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ, ვიდრე წარმატებულ დასავლურ ქვეყნებში
„შევხედოთ გერმანიაში, ბრიტანეთსა და ამერიკაში, ძვლებში ლეწავენ, იმის მეასედს როდესაც აკადრებ პოლიციელს, რასაც იმ დღეების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით. 3-4 საათი ითმენდნენ პოლიციელები, გაფრთხილებას იძლეოდნენ და შემდეგ გადადიოდნენ მოწესრიგებაზე. ამ დროს აუცილებლად გამოგეპარება რამდენიმე შემთხვევა. ჩვენ პასუხისგებაში მივეცით და გამოვავლინეთ ის პოლიციელები, რომელთა მხრიდან ამორალური ქცევა ვიხილეთ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
19 სექტემბერი 2026, 21:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე ვიხილეთ, ეს არ იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, დატრენინგებული ახალგაზრდები პოლიციას აგინებდნენ, აფურთხებდნენ სახეში, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ამას როგორ შეიძლება მშვიდობიანი აქცია დავარქვათ
რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერის აქციებზე ვიხილეთ, ეს არ იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია. მინიმუმ სამი საათი პოლიცია დგას გაუნძრევლად, მიდიან დატრენინგებული ახალგაზრდები, აგინებდნენ, აფურთხებდნენ სახეში, ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს. ამას როგორ შეიძლება მშვიდობიანი აქცია დავარქვათ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისივე თქმით, აქციები რომ თვითორგანიზებული არ იყო, ეს სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგებითაც დადასტურდა.
19 სექტემბერი 2026, 21:23
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: მუდმივად არის სხვადასხვა დიდი ძალის მცდელობა, რომ გარე მართვის ინსტრუმენტები მოახვიონ თავს პატარა და საშუალო ქვეყნებს, ზოგიერთ დიდ ქვეყანასაც კი
სუვერენიტეტი პატარა სახელმწიფოსთვის 24-საათიანი ბრძოლის პროცესია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ექსპერტმა ირაკლი გოგავამ.
19 სექტემბერი 2026, 21:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება - ევრობიუროკრატები არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ მათი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში. როდესაც ეს ანგარიში არ მოეწონათ, დაიწყეს ეუთო/ოდირის გაშავება და კორუმპირებული ორგანიზაცია უწოდეს
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ ავიღეთ 1 120 000 ხმა, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა გვერდით დაგვიდგა, ეს იყო ფიზიკური და სულიერი გადარჩენის არჩევნები. ჩვენი ამომრჩევლის თითქმის იგივე რაოდენობა მოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზეც, რაც არის სერიოზული გამონაკლისი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, შესაბამისად, ეს არჩევნები იყო შემდგარი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
19 სექტემბერი 2026, 21:00
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: შუა დერეფნის მნიშვნელობა გაასმაგებულია, შესაბამისად, დრო არ ითმენს, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან დასხდნენ ჩვენთან, გვესაუბრონ
ჩვენ უარი განვაცხადეთ პროქსიქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობები გადაიტვირთება მაშინ, როცა ევროკავშირი რეალობას თვალს გაუსწორებს.
19 სექტემბერი 2026, 20:55
პოლიტიკა
ლაშა დარსალია: როდესაც ცალმხრივად, ჩვენი თანხმობის გარეშე ხდება რაღაც საკითხის წამოწევა, შეუძლებელია, ეს იყოს დიალოგი. აქ ალბათ ლაპარაკია გადაცდომაზე ან ზედმეტი უფლების მიცემაზე კონკრეტული ბიუროკრატიის მიერ
როდესაც ცალმხრივად, ჩვენი თანხმობის გარეშე ხდება რაღაც საკითხის წამოწევა, შეუძლებელია, ეს იყოს დიალოგი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
19 სექტემბერი 2026, 20:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: კორუფციის თემაზე არც 9 და არც 12 პუნქტი არ გვჭირდება, კორუფციასთან დაკავშირებით პრობლემები არის, მაგრამ ჩვენ შეურიგებელი ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული
ევროკავშირის მიერ წამოყენებული 9-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტია ის, რომ „ენჯეო“ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ხელისუფლების სამივეს შტოს გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღონ. ეს არის სუვერენიტეტის უხეში შელახვა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
19 სექტემბერი 2026, 20:38
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი
დღეს ევროკავშირს არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შუა დერეფნიდან გამომდინარე, ქვეყნის როლი სრულად იყოს გამოყენებული.
19 სექტემბერი 2026, 20:29
საზოგადოება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა
თამარ მახარაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის ყველა შესაძლო ალტერნატივა, რომელიც მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.


