imedi /  14 აპრილი 2018, 08:00 / სანდო წყარო

კოალიციურმა ძალებმა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანეს

აშშ-მა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა სირიაზე იერიშის მიტანა. “მე ვუბრძანე შეიარაღბულ ძალებს წერტილოვანი დარტყმები მიიტანონ იმ ობიექტებზე, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს სიერიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ შეიარაღებას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ეს ბრძანება აღმოსავლეთ ღუტაში აკრძალული იარაღის “მონსტრომის“ გამოყენებაზე პასუხია.

დამასკოში პირველი აფეთქებები დაახლოებით 4 საათზე გაისმა. თვითმხილველების თქმით ამუშავდა რუსეთის და სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც.
 

მედიის ცნობით, ავიაიერიშში მონაწილეობდა სამი სამხედრო გემი, საიდანაც ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს, ბობდამშენები (B-1), ფრანგული და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც შორი მოქმედების რაკეტებს უშვებდნენ და ბრიტანეთის წყალქვეშა ნავი.

გასულ კვირას დასავლეთმა სირია ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიაზე საჰაერო იერიშს მიიტანდა.

თავის მხრივ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა სააგენტო AFP-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 7 აპრილის მოვლენებში სირიის ხელისუფლების მიერ ტოქსიკური გაზის გამოყენების ალბათობაზე ლაპარაკს „100%-იანი ფაბრიკაცია“ უწოდა. მისი თქმით, სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. მალე კონფლიქტში უცხო სახელმწიფოებიც ჩაებნენ, რის შემდეგაც რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები გაჩაღდა.  

ყველა სიახლე

დავით უსუფაშვილი

17 ნოემბერი 2019, 19:50

საქართველო

უსუფაშვილი: პიკეტი არ უნდა უშლიდეს ხელს დაწესებულების ფუნქციონირებას

ეს უნდა იყოს ისეთი პიკეტი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულების ფუნქციონირებას, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 19:48

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებმა წარწერები გააკეთეს

"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად წითელი ფერის საღებავით წარწერები "წადი" და "შეცვალე" გააკეთეს. ამას პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა ასევე შეძლეს მიწაზე დაეწერათ "სისტემა უნდა დაინგრეს".

მკვლელობა

17 ნოემბერი 2019, 19:43

ძალოვნები

ატენის ქუჩაზე მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მკვლელობა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათისთვის მოხდა. დღეს საღამოს კი მეზობელმა სცადა ოჯახთან კომუნიკაცია, რადგან სახლიდან არავინ უპასუხა, მან სამაშველო სამსახური გამოიძახა. როგორც ადგილზე მეზობლები ამბობენ, ლევან აბაშიძე დაახლოებით 3 თვის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან.

შეცვალე

17 ნოემბერი 2019, 19:24

საქართველო

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობა მოაწყვეს

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პარლამენტის შენობიდან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ გადაინაცვლეს. მათ მსვლელობა მოაწყვეს. მოძრაობის წევრების თქმით, ისინი ნებისმიერი სახელმწიფო შენობის პიკეტირებას გეგმავენ, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქნებიან.

ალეკო ელისაშვილი

17 ნოემბერი 2019, 19:20

საქართველო

პარლამენტის პიკეტირებაში მონაწილეობას ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობაც“ მიიღებს

„ერთადერთი ადეკვატური განცხადება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოვისმინე, იყო თამარ ჩუგოშვილის და კიდევ რამდენიმე დეპუტატის უმრავლესობიდან წასვლა. მინდა მივმართო „ქართულ ოცნებაში“ ყველას, ვისაც გონება და სინდისი შერჩა - ძალიან ცუდად წავა საქმე, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ტერი ონილი

17 ნოემბერი 2019, 19:16

კულტურა

ბრიტანელი როკ-მუსიკოსების ფოტოგრაფი ტერი ონილი გარდაიცვალა

ტერი ონილი ცნობილია როგორც ბრიტანელი როკ-მუსიკოსების ფოტოგრაფი 1960-1970 წლებში ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მუშაობდა ჯგუფებთან The Beatles, The Rolling Stones, The Who, Led Zeppelin, Queen, დევიდ ბოუისთან, ელტონ ჯონთან, ერიკ კლეპტონთან და სხვებთან.

17 ნოემბერი 2019, 19:10

თემა

„მან დაამტკიცა, რომ ზნეობრივი ავტორიტეტი შეიძლება პოლიტიკოსი იყოს“. ვინ იყო ვაცლავ ჰაველი?

1989 წლის 17 ნოემბერს პრაღაში ანტიკომუნისტური გამოსვლები დაიწყო.ორ კვირაში დაემხო რეჟიმი, რომელიც ჩეხოსლოვაკიას 40 წელსმართავდა. ეს მოვლენები ისტორიაში ხავერდოვანი რევოლუციის სახელით შევიდა, რადგან ის უსისხლოდ დასრულდა. რევოლუციის ლიდერიდრამატურგი და ფილოსოფოსი ვაცლავ ჰაველიმალე ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. მის დროს ჩეხოსლოვაკია გაიყო, მაგრამ ჰაველი ჩეხებისთვის მაინც დარჩა გმირად და ზნეობრივ ორიენტირად. ასევე აფასებენ მას მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში. გთავაზობთ ფრაგმენტებსმიხაელ ჟანტოვსკის წიგნიდან ჰაველი. ჟანტოვსკი სამოქალაქო პლატფორმის (1989) ერთ-ერთი ორგანიზატორი, პრეზიდენტ ჰაველის მრჩეველი და პრესმდივანი იყო. დღეს ის პრაღაში ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის დირექტორია.

თინა ბოკუჩავა

17 ნოემბერი 2019, 19:07

საქართველო

თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს რომ ოპოზიციამ სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაც მოახდინოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ სხვა სახელმწიფო უწყებების ბლოკირებაც მოახდინის. ბოკუჩავას განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილს 2020 წლამდე მშვიდობიანად მისვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მან ქართველ ხალხზე იძალადა და სისხლის ფასად მოპოვებული პროპორციული არჩევნები წაართვა.

რომან კაკულია

17 ნოემბერი 2019, 18:54

საქართველო

რომან კაკულიას თქმით პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა, რომ არ კონცენტრირდეს "არაადეკვატურ განცხადებებზე და მხოლოდ იმ მოხოვნებზე" მოახდინოს რეაგირება, რაც ოპოზიციამ დააყენა და რაზეც დიალოგი შეიძლება შედგეს.

აქცია

17 ნოემბერი 2019, 18:34

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეს უცნობი კაცი დაუპირისპირდა

პარლამენტთან მცირედი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეს უცნობი კაცი დაუპირისპირდა, თუმცა უცნობია ვინ არის ის პირი. ცოტა ხნის წინ პარლამენტის შესასვლელებთან კარვები გაშალეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია

17 ნოემბერი 2019, 18:27

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია დასრულდა

პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებდა. დემონსტრაციაზე მათ მხარდამჭერებს ახალი გეგმის შესახებ განუცხადეს, რომლის მიხედვითაც თბილისში დაწყებული საპროტესტო მუხტი რეგიონებში გადაინაცვლებს და აქციები ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ჩატარდება.

პროპორციული არჩევნები

17 ნოემბერი 2019, 18:26

საქართველო

ზუგდიდში მაჟორიტარების პლაკატები თავდაყირა გააკრეს

ზუგდიდში რამდენიმე ადგილას მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს. სოციალურ ქსელში ჰეშთეგი #ამოაყირავემაჟორიტარი-ც გამოჩნდა. პლაკატების ამგვარად გაკვრა სავარაუდოდ პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე პროექტის ჩაგდებას უკავშირდება.

ილია მეორე

17 ნოემბერი 2019, 18:13

საქართველო

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება საზოგადოებაში სამართლიან პროტესტს იწვევს

პატრიარქის წერილში წერია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო ყველა შეშფოთებულია, და გულისტკივილით ადევნებს თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევისა და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს.

კარავი პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 18:07

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის შესასვლელებთან კარვები გაშალეს

ამ ეტაპზე პარლამენტთან 6 კარავია, თუმცა ოპოზიცია მათი რაოდენობის გაზრდას აპირებს. „24 საათის განმავლობაში კარვები იქნება გაშლილი. „ქართული ოცნების“ წევრები ვერ შევლენ პარლამენტში“, -აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა უგულავამ.

მკვლელობა

17 ნოემბერი 2019, 18:05

ძალოვნები

ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს

თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შსს ადასტურებს, რომ გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი, თუმცა დეტალებზე უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

17 ნოემბერი 2019, 18:00

თემა

გერმანული მოდელი. როგორ ირჩევენ პარლამენტის წევრებს გერმანიაში?

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა და რუსთაველის გამზირი ისევ საპროტესტო გამოსვლებმამოიცვა, ოპოზიცია ეგრეთ წოდებულ გერმანულ მოდელზე ალაპარაკდა. ამ ინიციატივითთავდაპირველად შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი გამოვიდა. საპასუხოდ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციასთან ამ წინადადების შეუსაბამობაზეაკეთებს აქცენტს.

თაკო ჩარკვიანი

17 ნოემბერი 2019, 17:56

საქართველო

თაკო ჩარკვიანი: მიყვარხართ, რა ლამაზი სამშობლო გვაქვს

ასე მიმართა პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს. თაკო ჩარკვიანმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და განაცხადა, რომ მას პროპორციულზე უკან დახევა და ვადამდელის დანიშვნა მოუწევს.

გიორგი მარგველაშვილი

17 ნოემბერი 2019, 17:38

საქართველო

მარგველაშვილი: ეს ბრძოლა შედეგს 1-2 დღეში ვერ გამოიღებს

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სასწორზე თავისუფლება დევს და ამიტომ ბრძოლა, რომელიც ხალხმა და ოპოზიციამ დაიწყო უნდა გაგრძელდეს. ექსპრეზიდენტის თქმით, ეს ბრძოლა შედეგს 1-2 დღეში ვერ გამოიღებს. მარგველაშვილის თქმით, მას ოპოზიციის ტაქტიკა არ აინტერესებს.

აქცია რუსთაველზე

17 ნოემბერი 2019, 17:35

საქართველო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

პარლამენტის შესასვლელთან ვითარება დაიძაბა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ეზოსთან, იმ ადგილზე გადაინაცვლეს, სადაც გისოსებს მიღმა პოლიციია მობილიზებული. მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა სწორედ დეპუტატებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა დააანონსეს

ბათუმი

17 ნოემბერი 2019, 17:22

საქართველო

ბათუმში აჭარის მთავრობასთან კარავი გაშალეს

ბათუმში საპროტესტო აქციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის მოპირდაპირე მხარეს კარავი გაშალეს და როგორც თბილისში, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გელა დეკანაძემ განაცხადა.