imedi /  09 მაისი 2018, 15:47 / სანდო წყარო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ფხენიანში ჩავიდა

მაიკ პომპეო

მაიკ პომპეო

ფხენიანში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მისი ვიზიტის მიზანია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის მომზადება. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სურვილია, ფხენიანთან ერთად იმუშაოს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ-ს იმედი აქვს, რომ მრავალწლიანი მეტოქეობის შემდეგ, ერთობლივი მუშაობით შეძლებენ კონფლიქტის მოგვარებას და შექმნას იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეელი ხალხი იმსახურებს.

მოსალოდნელია, რომ 9 მაისს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება პატიმრობიდან გაათავისუფლებს აშშ-ის სამ მოქალაქეს. ბოლო ერთ თვეში მაიკ პომპეო ფხენიანს უკვე მეორედ ეწვია. აპრილის დასაწყისში გაიმართა მისი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან.

27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების ისტორიული შეხვედრა შედგა. ლიდერები სრულ ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის საომარი მოქმედებები 1953 წელს დასრულდა, თუმცა სამშვიდობო შეთანხმება მას შემდეგ არ გაფორმებულა და ქვეყნები ტექნიკურად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის პერსპექტივის შესახებ 9 მარტს გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს მაისის ბოლოს შეხვდებიან.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 17:11

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 17:03

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

27 აგვისტო 2026, 16:56

მსოფლიო

Bloomberg: ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 16:35

რეგიონი

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 16:30

საზოგადოება

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.

27 აგვისტო 2026, 16:26

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 16:02

სპორტი

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 15:56

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტორთა მაღალ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 10% ზრდა ფიქსირდება. ასევე გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და გარემოსდაცვით სიმპოზიუმებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე.

27 აგვისტო 2026, 15:55

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

27 აგვისტო 2026, 15:54

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 15:48

მსოფლიო

The Atlantic: ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის საკითხის გადატანა მეორე პლანზე სურს

რამდენიმე თვეა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტის დასრულებას ვერ ახერხებს. მასშტაბურმა დაბომბვის კამპანიამ ეფექტიანობა დაკარგა, ხოლო აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგები შემცირდა, იუწყება The Atlantic-ი.

27 აგვისტო 2026, 15:42

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი: „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად, არა აქვს უფლება, რომ განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა

„ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

27 აგვისტო 2026, 15:02

სამართალი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

მარია ზახაროვა

27 აგვისტო 2026, 14:55

მსოფლიო

მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს, ამას საპასუხო ზომები მოჰყვება.

ირაკლი კობახიძე

27 აგვისტო 2026, 14:50

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნაურუს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მთავრობის მეთაურმა ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.

27 აგვისტო 2026, 14:49

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

27 აგვისტო 2026, 14:45

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა

ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

27 აგვისტო 2026, 14:43

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: სამინისტროს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულების მხარდაჭერის პროგრამა, რითაც ჩვენი გმირი დაღუპული მეომრების ოჯახების, დაჭრილ-დაშავებული, თუ მოქმედი სამხედროების საჭიროებები ფინანსდება. წლების განმავლობაში მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია

თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელებში დაღუპული გმირი სამხედროს ოჯახის წევრის სოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.

მამუკა მდინარაძე

27 აგვისტო 2026, 14:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, წევრს, ლიდერს, ბატონო ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე

„მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში, თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი. მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე იმისათვის, რომ მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა მდინარაძემ.

27 აგვისტო 2026, 13:53

მსოფლიო

CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის

აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.