imedi /  16 მაისი 2018, 22:00 / სანდო წყარო

აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილი ექიმის მსხვერპლებს კომპენსაციას გადაუხდიან

ლარი ნასარი

მიჩიგანის უნივერსიტეტი აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილ ექიმის ლარი ნასარის მსხვერპლებს კომპენსაციას გადაუხდის. საუბარია 500 მილიონ დოლარზე. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

425 მილიონი დოლარს 332 ქალს გადაუხდიან, რომლებიც უნივერისტეტს უჩიოდნენ, კიდევ 75 მილიონი კი შესაძლო მსხვერპლებისთვისაა განკუთვნილი.

ლარი ნასარი მიჩიგანის უნივერსიტეტში ექიმი იყო და სპორტულ ტანვარჯიშში აშშ-ის ნაკრებთან მუსაობდა. ის სექსუალურ შევიწროებაში 250-ზე მეტმა ქალმა და გოგომ დაადანაშაულა, მათ შორის ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გაბრიელ დუგლასმა, ელი რაისმანმა და მაკაილა მარონმა.

ნასართან დაკავშირებული სკანდალის გამო, 2018 წლის 31 იანვარს აშშ-ის ტანვარჯიშის ფედერაციამ მმართველი საბჭოს ყველა წევრი თანამდებობიდან გადააყენა.

არქივი

25 მაისი 2018, 10:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების და შემოსავლიანობის მონაცემები განახლდება ოთხშაბათობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის შემდეგ, 17:00 საათზე.

25 მაისი 2018, 10:26

ძალოვნები

მარნეულში გოგოების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბრალდებული გოგოების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა. მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.

25 მაისი 2018, 10:25

ეკონომიკა

გაზპრომმა ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირის კონკურენციის კომისარმა მარგრეთე ვესტაგერმა ბრიუსელში განაცხადა, რომ შეთანხმება წაადგება მილიონობით ევროპელ მომხმარებელს, სადაც გაზპრომი, ახალი შეთანხმების მიხედვით, მუშაობის წესებს შეცვლის.

25 მაისი 2018, 10:25

ტექნოლოგიები

Apple-ი თანამშრომლების გადასაადგილებლად Volkswagen-ის უპილოტო ავტომობილებს გამოიყენებს

ამ დროისთვის Apple-ი Volkswagen-ის T6 მოდელის ავტომობილებს იყენებს, რომელიც თავად Apple-ის მიერაა გამოშვებული. უპილოტო ტექნოლოგიის მქონე Lexus-ის ავტომობილებს Apple-ი კალიფორნიაში ტესტავს. Apple-ის ტექნოლოგიას მსოფლიოში ასობით დიზაინერი, ტექნოლოგიური კომპანია და აკუმულატორების ექსპერტები იყენებენ.

25 მაისი 2018, 10:21

კულტურა

თბილისში იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიხსნა

ნამუშევრების ავტორებს შორის ასევე, არიან რენესანსის პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

25 მაისი 2018, 10:16

ვიდეო

35 წლამდე მამაკაცმა, კერძო დაწესებულებაში, ელექტროტრავმა მიიღო

25 მაისი 2018, 10:13

მსოფლიო

მაკრონი პუტინს რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორებზეც ელაპარაკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის იუსტიციის სისტემას არ მართავს, თუმცა პრობლემაზე ღია და გულწრფელი დიალოგი შესაძლებელია. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი დაპატიმრებულია არა პროფესიული საქმიანობის, არამედ ტერაქტების მომზადებისთვის.

25 მაისი 2018, 10:09

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრაღაში გამართული შეხვედისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს და ის დოკუმენტი განიხილეს, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგს ეხება.

25 მაისი 2018, 10:05

მსოფლიო

აშშ-მა 9 ინდივიდსა და ორგანიზაციას ირანიდან სანქციები დაუწესა

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანს "ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებენ". მისი თქმით, ის აშშ-ის ეკონომიკისთვის "იბრძოლებს", მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა.

25 მაისი 2018, 10:04

საქართველო

ცნობილია თბილისის უბნები, სადაც სამარშტურო ხაზების მოძრაობა შეიცვალა

#60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე

25 მაისი 2018, 10:03

ვიდეო

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

25 მაისი 2018, 09:58

მსოფლიო

კანადაში ონტარიოს პროვინციაში მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით დაშავებულია 15 ადამიანი. სამართალდამცველები 2 ეჭვმიტანილს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

25 მაისი 2018, 09:50

ეკონომიკა

კომპანია Samsung-მა Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს

ნაფიც-მსაჯულთა სასამართლომ დაასკვნა, რომ Samsung-მა დაარღვია სამი პატენტი. ამათგან ერთი ეხება სმარტფონების დიზაინს, ხოლო ორი დაკავშირებულია მოწყობილობების ტექნოლოგიურ ფუნქციებთან.

25 მაისი 2018, 09:42

საქართველო

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის გიორგი კეფაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

25 მაისი 2018, 09:35

საქართველო

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოშია

დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.

25 მაისი 2018, 09:26

კულტურა

გაეროში შოთა რუსთაველის მარკის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტი და გენერალური მდივნის თანაშემწე.

25 მაისი 2018, 09:00

ძალოვნები

მთავარი პროკურორი ხორავაზე მოკლული მოზარდის მამას დღეს შეხვდება

" კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში“, – ნათვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 მაისი 2018, 08:56

საქართველო

დღეს საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმში, ასევე პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი 100 წლეულის სტრატეგია“.

25 მაისი 2018, 08:51

საქართველო

ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლაზე საკრებულოში დღეს იმსჯელებენ

ბექა დავითულიანის თქმით, ვარდების მოედანს პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული სახელი დაერქმევა. საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ სახელწოდების შეცვლას ისტორიკოსებიც დადებითად აფასებენ.

25 მაისი 2018, 08:44

საქართველო

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე გერმანიის პრეზიდენტმა მიულოცა

„წელს განსაკუთრებული თარიღია საქართველოსთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ უფრო განვითარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობები პოლიტიკის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში. გერმანია მომავალშიც დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში,“ - ნათქვამია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.