უკრაინის პრემიერმინისტრი: რუსეთი ჩართულია ბაბჩენკოს მკვლელობაში
ვლადიმირ გროისმანი
უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა რუსეთს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ტოტალიტარულმა მანქანამ მას არ აპატია პატიოსნება. უკრაინის ნამდვილი მეგობარი, რომელმაც მსოფლიოს უთხრა სიმართლე რუსეთის აგრესიის შესახებ ", - განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა.
ბაბჩენკოს მკვლელობასთან რუსეთის კავშირი არ გამორიცხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმაც. მისი განცხადებით, საბოლოო დასკვნის გამოტანა ნაადრევია, თუმცა, კრემლმა ადრეც არაერთხელ გამოიყენა უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის პოლიტიკური მკვლელობები.
ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას კლიმკინმა აღნიშნა, რომ არკადი ბაბჩენკო მუქარამ აიძულა რუსეთი დაეტოვებინა, თუმცა განაგრძობდა დემოკრატიისთვის ბრძოლას და მოსკოვი მას მტრად განიხილავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მკვლელი 40-45 წლის კაცია, 175-180 სმ. სიმაღლის, საშუალო აღნაგობის, ჭაღარა წვერით. მკვლელობის დღეს მას ჯინსის შარვალი და ქურთუკი ეცვა.
არსებული ინფორმაციით, არკადი ბაბჩენკო უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გუშინ მოკლა. პოლიციის ცნობით, ჟურნალისტი ზურგში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით თავის ბინაში ცოლმა აღმოაჩინა. ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაყვანისას, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
არკადი ბაბჩენკო 2017 წლიდან კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა ტელეარხზე ATR. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ბაბჩენკო თანმიმდევრულად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას და მას აგრესიული ომის გაჩაღებაში სდებდა ბრალს. მან რუსეთი მუქარების გამო დატოვა.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 10:28
სამართალი
კახეთის პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი - 1977 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.
15 აპრილი 2026, 10:27
პოლიტიკა
იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის მინისტრ დრაგან გლამოჩიჩს შეხვდა
სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო და წყლის მართვის მინისტრ დრაგან გლამოჩიჩთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი.
15 აპრილი 2026, 10:19
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ის ყველაზე მეტად ამაყობს.
15 აპრილი 2026, 10:13
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ისევე როგორც გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას და აღნიშნა ევროპის საბჭოს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 10:12
ეკონომიკა
1 მილიონი ტურისტული ვიზიტი 3 თვეში - ახალი რეკორდი
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით საქართველოში 997,529 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, რაც 4%-ით, 38,582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
15 აპრილი 2026, 10:11
რეგიონი
ლამი-მისაქციელის სარწყავ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ლამი-მისაქციელის მაგისტრალური არხი ოთხ სოფელს ემსახურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდება. შედეგად, ფერმერები 600 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალს სტაბილურად მიიღებენ, რაც დადებითად აისახება მოსავლიანობაზე და მთლიანად აგროსექტორის განვითარებაზე.
15 აპრილი 2026, 09:37
რეგიონი
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ183 მონაკვეთზე (კალა-უშგული) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 09:35
რეგიონი
ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 09:18
მსოფლიო
ტრამპი: ვინმემ აუხსენით პაპ ლეოს, რომ ირანმა უკანასკნელ ორ თვეში 42 ათასი უდანაშაულო, პროტესტის შეუიარაღებელი მონაწილე მოკლა
აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რომის პაპ, ლეო მე-XIV-ს შორის სიტყვიერი კამათი გრძელდება.
15 აპრილი 2026, 09:02
მსოფლიო
ტრამპი: ნატომ მხარი არ დაგვიჭირა და მომავალშიც არ დაგვიჭერს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
15 აპრილი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 აპრილს საქართველოში
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
15 აპრილი 2026, 08:48
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, თბილისის აეროპორტში, გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს
ტურნირში 26 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველომ ჯგუფში ბრაზილიას და სლოვენიას სძლია, რის შემდეგაც პლეიოფში თურქეთს და უკრაინას მოუგო. გადამწყვეტი ნახევარფინალური შეხვედრა რევაზ ჩომახიძის გუნდმა გერმანიასთან 19:13 მოიგო და ტურნირის ფინალში გასვლასთან ერთად, მსოფლიოს ტოპ 8 ნაკრებს შორის მოხვდა.
15 აპრილი 2026, 08:35
რეგიონი
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მეოთხე დღეა ინტენსიურად გრძელდება
შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში შეისწავლიან ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე არსებულ ვითარებას და გატარდება საჭირო ღონისძიებები.
15 აპრილი 2026, 08:33
რეგიონი
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 08:31
საზოგადოება
მეუფე იოანე: ჩვენ ვდგავართ ასეთი არჩევანის წინაშე - გავიზიაროთ პატრიარქის შემოთავაზება და დავეთანხმოთ მას, როგორც კურთხევასა და ანდერძს, თუ უგულებელვყოთ პატრიარქის ანდერძი
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მომავალი პატრიარქის არჩევნების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეკლესია ახლა, პირველ რიგში, პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-40 დღისთვის, შემდეგ ეკლესიის საერთო კრებისა და ახალი პატრიარქის არჩევისთვის ემზადება.
15 აპრილი 2026, 08:24
პოლიტიკა
ნინო წილოსანი „ნაცმოძრაობაზე“: დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან და მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება
ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისი აქტივისტებით, პოლიტიკოსებით, მათი კუთვნილი ტელევიზიებით წლებია ებრძვიან ქართულ ეკლესიას, ებრძოდნენ პატრიარქს. კიდევ ერთხელ დაინახეს რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პატრიარქს ხალხისგან, როგორი ძლიერია ეკლესია და რა თქმა უნდა, მათთვის ეკლესია გახდა მოედანი, სადაც შესვლა სასურველია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი ფარისევლობით არავინ მოტყუვდება“, - აღნიშნა წილოსანმა.
15 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“
თინა ბოკუჩავასთვის ეკლესია მოედანია, რომელზეც, მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან მისივე სიტყვებით „უღმერთოები და ურწმუნოები“.
15 აპრილი 2026, 08:01
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციაზე: ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად
„გახარიას პოლიტიკური პარტია ზუსტად იმავე მიდგომებს იზიარებს, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ გააჩნია - თითქოს ჩვენ ვართ ბრიუსელის წინაშე ვალში და ფაქტია, რომ ამაზე არცერთი კვლევა მეტყველებს. აქ უფრო პოლიტიკური სპეკულაციებია, ვიდრე ობიექტურ ანალიზზე დამოკიდებულება. ვფიქრობ, ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ მძლავრი საფუძველი აქვს გასცეს პასუხები ყველა შეკითხვას დასაბუთებულად“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
15 აპრილი 2026, 07:58
პოლიტიკა
სტამბოლში დღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა გაიხსნება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით
„იმედის გაღვივება, მშვიდობის უზრუნველყოფა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“ - ამ თემებს მიეძღვნება საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა, რომელსაც წელს თურქეთი მასპინძლობს. ასამბლეა სტამბოლში დღეს იხსნება.
15 აპრილი 2026, 07:54
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენს
პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაციით დაიწყება.


