imedi /  03 ივნისი 2018, 10:22 / სანდო წყარო

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის 47 პოტენციური სამიზნის სია აღმოაჩინა

უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ აღმოაჩინეს რუსეთის სამიზნეების 47-კაციანი სია, რომელიც ძირითადად ჟურნალისტებისგან შედგება. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ცნობით სია მოიპოვეს სპეცოპერაციის შედეგად, რომლის ნაწილიც იყო რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება. ლუცენკოს განცხადებით, 47-ვე ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებია მიღებული.

„ეხო მასკვის“ თანამშრომელმა მატვეი განაპოლსკიმ ეთერში განაცხადა, რომ ის და კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი ევგენი კისელიოვი დაიბარეს უკრაინის უშიშროების სამსახურებმა და გააფრთხილეს მოსალოდნელი რისკის შესახებ.

29 მაისს კიევში რუს ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოზე თავდასხმისა და მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციითარკადი ბაბჩენკო უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პოლიციის ცნობით, ჟურნალისტი ზურგში მიყენებული ცეცხლსასროლი ჭრილობით თავის ბინაში ცოლმა აღმოაჩინა. 

30 მაისს ცნობილი გახდა, რომ მკვლელობა ინსცენირებული იყო.

ბაბჩენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პირი, რომელიც მასზე თავდასხმას გეგმავდა უკრაინის მოქალაქეა, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს. ის დაკავებულია.

სპეცსამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა იგეგმებოდა, ხოლო მისი გარდაცვლილად გამოცხადება სპეცოპერაციის ნაწილი იყო.

პრესკონფერენციაზე ბაბჩენკომ სპეცოპერაციაში საიდუმლო მონაწილეობისთვის ბოდიში მოიხადა, რადგან ამის შესახებ მისმა ცოლმაც კი არ იცოდა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ბაბჩენკოს სიკვდილის ინსცენირებას უარყოფითად აფასებს.

ყველა სიახლე

თამარ ჩერგოლეიშვილი

07 ივნისი 2026, 12:37

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის გუნდზე: სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება - სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ

მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, - ასე ეხიანება „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ნიკა გვარამიას სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში დასდო ბრალი.

07 ივნისი 2026, 12:25

სამართალი

პროკურატურა: შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

07 ივნისი 2026, 12:23

საზოგადოება

შსს: სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

07 ივნისი 2026, 12:09

მსოფლიო

სომხეთში, არჩევნებისთვის ქვეყანაში სომხეთის მოქალაქეების ჩაყვანის ორგანიზების ბრალდებით, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი დააკავეს

საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გამოძიების თანახმად, ა.გ., რომელიც რუსეთის სომხური ბიზნეს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, რუსეთიდან სომხეთში 2026 წლის 31 მაისს ჩავიდა. ის, სავარაუდოდ, ტელეგრამის საშუალებით დაჰპირდა რუსეთში მცხოვრებ სომხებს უფასო ტრანსპორტირებას, რათა უზრუნველეყო მათი მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.

07 ივნისი 2026, 12:02

თავდაცვა

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების კახეთის რეგიონულმა ცენტრმა წვევამდელების ახალი ეტაპი გაიწვია

თელავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეული და ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები გამოცხადდნენ. კახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა სებისკვერაძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და ადგილზე მყოფ მშობლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული ახალგაზრდების აღზრდისთვის, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს საკუთარი სურვილით და ნებაყოფლობით შეუერთდნენ.

07 ივნისი 2026, 11:48

საზოგადოება

ახალციხეში „გემოფესტი“ გრძელდება

ახალციხეში „გემოფესტი“ გრძელდება. ფესტივალი 15:00 საათიდან დაიწყება. რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგროზონა, კვების ობიექტები და გასართობი სივრცეები პატარებისთვის. გასტრონომიულ ფესტივალზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი.

07 ივნისი 2026, 11:40

რეგიონი

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა - სპეციალური კომისია ზარალს ითვლის

სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ზიანი მიადგა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოსაც. სტიქიამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ვენახები, ერთწლიანი სამეურნეო კულტურები და ხეხილის ბაღები დააზიანა.

07 ივნისი 2026, 11:39

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშების შესახებ ცნობებს ავრცელებს უკრაინაც. კიევმა სანქტ-პეტერბურგში, ნავთობტერმინალზე მიტანილი იერიში დაადასტურა. ინფრასტრუქტურული ობიექტები დაიბომბა კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონებშიც

07 ივნისი 2026, 11:30

საზოგადოება

სამების ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართება - დღესვე შიო მესამე შეხვდება და დალოცავს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს

ყოველთა წმინდანთა ხსენების კვირას კათოლიკოს-პატრიარქი ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ატარებს, წირვის შემდეგ კი იქადაგებს.

07 ივნისი 2026, 11:27

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება

„დღეს ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა ჩამოაგდეს ირანული წარმოების ორი მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციას ჰორმუზის სრუტეში. ამერიკული ძალები კვლავაც საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან და მზად არიან, გააგრძელონ თავდაცვა ირანული აგრესიისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაკა ბოჭორიშვილი

07 ივნისი 2026, 11:12

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და წირვას დაესწრო, რომელიც სან-ფრანცისკოში, ქართული ეკლესიის წინამძღვარმა აღავლინა.

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2026, 11:07

პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი: ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი, რა შეიძლება იყოს

„ბევრი პოლიტიკური და პოლიტიკური საკითხია, რომელზეც განვაგრძობთ თანამშრომლობას. უფრო დავაახლოებთ და გავაღრმავებთ ამ კავშირებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

კიმ იო ჯონი

07 ივნისი 2026, 11:02

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის დის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული სახელმწიფოს სტატუსზე უარს არასოდეს იტყვის

Reuters-ის ცნობით, ეს განცხადება მან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი ვიზიტის ფონზე გააჟღერა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაადასტურეს, რომ სი ძინპინი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველ შეხვედრას გამართავს კიმ ჩენ ინთან, რომლის დროსაც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. ეს ვიზიტი მიზნად ისახავს ურთიერთობების მოწესრიგებას ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც ხელშეკრულების თანახმად პეკინის ერთადერთი ოფიციალური მოკავშირეა.

07 ივნისი 2026, 11:00

საზოგადოება

დავით სონღულაშვილმა, სტამბოლში, პირველადი სურსათის დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფორუმის „ნულოვანი ნარჩენი“ ფარგლებში გამართული მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

07 ივნისი 2026, 10:52

რეგიონი

რუსთავში ნოიმიუნსტერის სასწავლო ცენტრის დელეგაცია იმყოფებოდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, სოციალური პედაგოგიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გერმანელ ექსპერტებს შეხვდნენ და რუსთავში ამ მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2026, 10:52

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში მოქმედი გარკვეული ძალები ცდილობენ დაძაბულობა შექმნან სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში. ეს დაძაბულობა იმ მარტივი მიზეზის გამო არ იქმნება, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან

„მე ვერანაირ დაძაბულობას ვერ ვხედავ, ეს ხელოვნური დაძაბულობაა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ინსტიტუციურია და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საარჩევნო უბნის გარეთ რუსი რეპორტიორის კითხვაზე პასუხისას, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

07 ივნისი 2026, 10:31

საზოგადოება

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება

დედაქალაქის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ნიკოლ ფაშინიანი

07 ივნისი 2026, 10:26

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

07 ივნისი 2026, 10:19

მსოფლიო

აშშ-ში ფესტივალზე სროლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტში, სავარაუდოდ, სულ მცირე 2 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთს ესროდნენ. დაზარალებულთა საშუალო ასაკი 20 წელს ოდნავ აღემატება. ხელისუფლება ეჭვმიტანილების მოსაძებნად ტერიტორიას ჩხრეკს, კითხავს მოწმეებს და მობილური ტელეფონებით გადაღებულ ვიდეოებს სწავლობს.

ანდრეი სიბიგა

07 ივნისი 2026, 09:40

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან

რუსებისთვის კარგი ამბები არაა. პირდაპირ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზელენსკის წინადადებაზე უარით პუტინმა გაუშვა შანსი, გამოვიდეს მისი წაგებული ომიდან, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.