მუხარემ ინჯე: დარჩით უბნებში, დაიცავით ხმები, გადაწყვეტილებას თურქი ხალხი იღებს
მუხარემ ინჯე
თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა და მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმა სტაბმოლში მისცა, ასევე სტამბოლში დააფიქსირა არჩევანი მისმა ერთ-ერთმა მთავარმა კონკურენტმა რესპუბლიკური სახალხო პარტიის წარმომადგენელმა მუხარემ ინჯემ, რომელიც შემდეგ ანკარაში, პარტიის ცენტრალურ ოფისში გაემგზავრა.
სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში წინასწარი შედეგები უკვე მოისმენს, რომლის თანახმადაც ამ დროისთვის ერდოღანმა ხმების დაახლოებით 57.1% მოიპოვა, ხოლო მუხარემ ინჯემ 28.2%.
"საარჩევნო ყუთები უკვე გახსნეს, ხმის დათვლა დაწყებულია და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadoly გამოაქვეყნებს შედეგებს. მაგრამ ჩვენ ვიცით - თურქი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. ყველას ვთხოვ, ნუ დატოვებენ საარჩევნო უბნებს, განსაკუთრებით იქ, სადაც ერდოღანი ყველაზე ბევრ ხმას მიიღებს. წინასწარი მონაცემებით, 100-და 68% საკუთარ თავს დაუწერეს. შემდეგ ეს მაჩვენებელი 50%-ზე დაიყვანეს, ციფრებით თამაში კიდევ გაგრძელდება. მათი არ უნდა გვჯეროდეს, ჩვენ კარგ შედეგებს მივიღებთ. ეჭვი არ მეპარება. დარჩით უბნებში, დაიცავით ხმები, თუ ფალსიფიცრების შესახებ ინფორმაცია გექნებათ, შეატყობინეთ ცესკოს და შემდეგ მეც. ცესკოს ვურჩევ, შეასრულეთ სამართლიანად თქვენი მოვალეობა, კანონის მიხედვით იმოქმედეთ, ნურავის ხელში ნუ იქნებით სათამაშო, ნურავის ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ გვინდა სამართლიანი შეჯიბრი", - განაცხადა ანკარაში, ცესკოს შენობასთან მუხარემ ინჯემ.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თარიღმა გადაიწია და ის 24 ივნისს დაინიშნა. გადაწყვეტილება 2017 წლის აპრილში საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული რეფერენდუმის შემდეგ გადაწყდა.
24 ივნისს დაგეგმილი არჩევნები, პრეზიდენტს უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს. ქვეყნას 2003 წლიდან ერდოღანი მართავს, 2014 წლამდე მას პრემიერმინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ეკავა. გასულ წელს ერდოღანმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და თურქეთს საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტმა მეტი ძალაუფლება მიიღო.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 16:36
ეკონომიკა
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.
08 სექტემბერი 2026, 16:30
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს აფართოებს
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს გაფართოების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 16:20
ეკონომიკა
საერთაშორისო ჰიდროგრაფული ორგანიზაციის გენერალური მდივანი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
08 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება
„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ილაპარაკა.
08 სექტემბერი 2026, 15:49
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმის მნიშვნელობას პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის საქმეში. აღინიშნა საქართველოს აქტიური მონაწილეობა ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
08 სექტემბერი 2026, 15:40
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე: "პასუხი იქნება მკაცრი"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას მკაცრ პასუხს გასცემს.
08 სექტემბერი 2026, 15:35
კულტურა
რენუარის მუზეუმიდან €9 მილიონის ღირებულების ნახატები მოიპარეს
პიერ ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან 9 მილიონი ევროს ღირებულების ნახატები მოიპარეს. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კანი-სიურ-მერში მოხდა. განგაშის სისტემა 8 სექტემბერს, დილის 05:48 საათზე ამოქმედდა. ინფორმაცია ქალაქის მერმა ბრაიან მასონმა დაადასტურა, ადგილობრივი მედია კი იუწყება, რომ უცნობმა პირებმა ნახატები ჩარჩოებიდან ამოჭრეს.
08 სექტემბერი 2026, 15:26
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის მეორე ნახევარში ის, სავარაუდოდ, ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის მეორე ნახევარში ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.
08 სექტემბერი 2026, 15:18
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის (GIMF 2026) ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრ ჟანიბეკ ტაიჟანოვს შეხვდა.
08 სექტემბერი 2026, 15:16
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, პრიორიტეტულია ბათუმის, როგორც საერთაშორისო ტურისტული და ბიზნესცენტრის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება. ამ მიზნით მზადყოფნა გამოითქვა არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტულ კომპანიებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის ახალი ფორმატების განვითარებაზე, მათ შორის ერთობლივი ბიზნესფორუმების, ტურისტული ღონისძიებებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე.
08 სექტემბერი 2026, 15:01
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა გადაცემაში „რეჟიმის ანატომია“ განაცხადა, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქმეების შეტანას რუსეთის ფედერაცია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით უწევდა ორგანიზებას.
08 სექტემბერი 2026, 14:51
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას
ეკა სეფაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ჰკითხა, თუ რა წინასწარი გათვლები აქვს სამინისტროს გაკეთებული იმ პროექტის ეფექტიანობის კუთხით, რომლის გამოც საქართველოს მთავრობა 25-წლიან სასესხო ვალდებულებას იღებს.
08 სექტემბერი 2026, 14:50
მსოფლიო
Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:49
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ციფრულ განვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობა.
08 სექტემბერი 2026, 14:48
მსოფლიო
The Spectator: უკრაინა ომს აგებს
The Spectator-ი წერს, რომ ვითარებას შიდაპოლიტიკური კრიზისიც ამძიმებს. კორუფციულმა სკანდალებმა, უწყებებს შორის დაპირისპირებამ და სამხედრო შესყიდვებში გამოვლენილმა მილიარდიანმა თაღლითობამ ზელენსკის ადმინისტრაციის მიმართ ნდობა მკვეთრად შეამცირა. SOCIS-ის კვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა კორუფციას რუსეთზე დიდ საფრთხედ მიიჩნევს. პარალელურად, ევროპაში პუტინთან დიალოგის მომხრე პოლიტიკური ძალები პოზიციებს იმყარებენ, დასავლეთს კი უკრაინის გადასარჩენად მკაფიო გეგმა კვლავ არ გააჩნია.
08 სექტემბერი 2026, 14:41
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიაზე: კუ (ტუ)მ ფეხი გამოჰყო, მეც ნახირ-ნახირადო!
„თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას პოსტს სოციალურ ქსელში პასუხობს.
08 სექტემბერი 2026, 14:33
მსოფლიო
Reuters: გაზსაცავებში მარაგების დაბალი დონის გამო გერმანიას ზამთარში გაზის დეფიციტი ემუქრება
გერმანიის გაზის საცავებში 1 ნოემბრისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, მარაგების 77%-მდე შევსებაა შესაძლებელი, თუმცა, უკიდურესად ცივი ზამთრის შემთხვევაში, ეს მოცულობაც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და ქვეყანას გაზის დეფიციტი შეექმნას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:29
კულტურა
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში Venice Spotlight რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
ფესტივალის სექციაში Venice Spotlight 9 სექტემბერს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის - „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. წელს სექციისთვის მხოლოდ 8 ფილმია შერჩეული. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 14:28
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აზიასა და ევროპაში მარკეტინგულ კამპანიებს აფართოებს
ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისა და სამიზნე ქვეყნების არეალის გაფართოების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს.
08 სექტემბერი 2026, 14:28
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: ქალბატონი წითლიძე აპირებს საზოგადოებას წარუდგინოს კონკრეტული სამართლებრივი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიამ გაძარცვა ჯერ „რუსთავი 2“, შემდეგ „მთავარი არხი“. რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ქართველი საზოგადოებისთვის ეს ძალიან სასარგებლოა
რადიკალური ოპოზიციის შიგნით მიმდინარეობს ლუსტრაცია ქართული დემოკრატიისთვის, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.


