imedi /  06 ივლისი 2018, 22:05 / სანდო წყარო

ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილებს მიწისქვეშ კიდევ ერთი ღამის გატარება მოუწევთ

ტაილანდის მღვიმეში ჩარჩენილი 12 ბიჭი და მათი მწვრთნელი კიდევ ერთ ღამეს მიწისქვეშ გაატარებს, - ამის შესახებ ჩანგ რაინის გუბერნატორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი თქმით, ბავშვებს შეუძლიათ სიარული, თუმცა არა ცურვა და ღამით გაწვიმების შემთხვევაში, ისინი გამოსვლას ვერ შეძლებენ. გუბერნატორის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. 

დღეს, 6 ივლისს,  გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების დახმარების დროს მყვინთავი დაიღუპა. მაშველი გამოქვაბულში ჟანგბადის ბალონის ჩატანის მცდელობისას გაიგუდა. 

ბავშვების დახმარების სურვილი SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა გამოთქვა. მან ტაილანდში თავისი ინჟინრები უკვე გააგზავნა.

ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ. 

2 ივნისს ისინი აშშ-ისა და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით იპოვეს. ყველა მათგანი ცოცხალია, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება მათი გამოქვაბულიდან გამოყვანა. ექსპერტები განმარტავენ, რომ წყლის დონის დაწევას, სულ მცირე, 3 თვე სჭირდება, ხოლო ვიწრო კლდოვანი მღვიმეს გავლა წყლის ქვეშ გამოუცდელ ბავშვებს გაუჭირდებათ, ამიტომ პროფესიონალი მყინთავები ცდილობენ მათ დაივინგი ასწავლონ.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

05 ივნისი 2026, 11:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი

„მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ კარგად იმუშავა გაეროში, ამ რეზოლუციას ჰყავს უფრო მეტი თანასპონსორი, ვიდრე წინაზე ჰყავდა, ჰყავს 107 მხარდამჭერი. ასევე, მნიშვნელოვანია თავშეკავებულთა რაოდენობის სტაბილურად დატოვება და ის, რომ ეს არ შეიცვალოს უარყოფითისკენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, თუმცა, სამწუხაროდ, ის იმედები, რაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ ქართველებს ყოველთვის გვქონდა, დღესდღეობით დარტყმის ქვეშ არის, ვინაიდან ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, გაერო ვერ ასრულებს იმ როლს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო წესების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტების გადასაწყვეტად. მაგრამ მეორეს მხრივ, ინდივიდუალურად, სახელმწიფოების მხრიდან რეზოლუციის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ დღის წესრიგში მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დევნილების სახლში დაბრუნების საკითხი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

05 ივნისი 2026, 11:31

საზოგადოება

საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 8 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ავთანდილ კასრაძე

05 ივნისი 2026, 11:25

საზოგადოება

GITA-ს ხელმძღვანელი სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას

ეს არის ქართული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოდიან სან - ფრანცისკოში და არ იციან ვის მიმართონ, ინვესტიციები როგორ უნდა მოიძიონ. ამ მიმართულებით ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას, - განაცხადა GITA-ს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნასთან დაკავშირებით.

05 ივნისი 2026, 11:20

საზოგადოება

ზაზა ფაჩულია სან ფრანცისკოში ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დააჩქარებს და უფრო მნიშვნელოვანს გახდის ქართული სტარტაპების წინსვლას

ბევრ ახალგაზრდას, ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი და იდეები, უფრო გაუმარტივდება მსოფლიოსთან კავშირი, - განუცხადა ვეტერანმა სპორტსმენმა ზაზა ფაჩულიამ ქართველ ჟურნალისტებს სან ფრანცისკოში ინოვაციების ჰაბის გახსნაზე.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 11:15

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის. ჩვენ ვნახეთ წელსაც თანასპონსორების გაზრდილი რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის შედეგი, რაც მოაქვს ძალიან ინტენსიურ მუშაობას გაეროს წევრ ქვეყნებთან

გაეროს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოსთვის. ეს არის საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წამოწევის საუკეთესო შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს რეზოლუციაზე საუბრისას.

05 ივნისი 2026, 11:13

პოლიტიკა

კალიფორნიის ვიცე გუბერნატორი: საქართველოში სწორად ჩათვალეს, რომ ასეთი ინოვაციური ჰაბი ზუსტად ისეთ გამოხმაურებას მიიღებდა, როგორსაც უკვე იღებს - ინოვატორები ორივე მხრიდან აქ იკრიბებიან, რათა იდეები და გამოცდილება გაცვალონ

საქართველოში სწორად ჩათვალეს, რომ ასეთი ინოვაციური ჰაბი ზუსტად ისეთ გამოხმაურებას მიიღებდა, როგორსაც უკვე იღებს - ინოვატორები ორივე მხრიდან აქ იკრიბებიან, რათა იდეები და გამოცდილება გაცვალონ, - განაცხადა კალიფორნიის ვიცე გუბერნატორმა, ელენი კუნელაკისიმ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა,

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 11:12

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ამ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა უფრო მეტი გავაკეთოთ

სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და ამ ქალაქს შორის თანამშრომლობაზე, იმ სიახლეზე, რომელიც გავაკეთეთ სან-ფრანცისკოში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

დანიელ ლური

05 ივნისი 2026, 11:08

პოლიტიკა

სან ფრანცისკოს მერი ქართული ინოვაციების ჰაბის გახსნაზე: ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის - საქართველო სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე

ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად, - განაცხადა სან-ფრანცისკოს მერმა დანიელ ლურმა ინოვაციების ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე.

05 ივნისი 2026, 11:08

მსოფლიო

კიევის საფოსტო განყოფილებაში აფეთქება მოხდა. პოლიცია ტერაქტის ვერსიას განიხილავს

კიევის ობოლონის რაიონის საფოსტო განყოფილებაში დღეს დილით აფეთქება მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 11:07

საზოგადოება

სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა

სან-ფრანცისკოში გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბი გაიხსნა. ჰაბი ქართველ სტარტაპერებს, სტუდენტებს, მეწარმეებს და მეცნიერებს დაეხმარება მოიზიდონ ამერიკული კაპიტალი და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ღონისძიებას სან-ფრანცისკოს მერი და სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვანი მოთამაშეები ესწრებოდნენ.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2026, 11:03

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო - ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება

დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

05 ივნისი 2026, 10:34

მსოფლიო

POLITICO: პენტაგონმა გერმანიისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემაზე რუსეთის გამო, შესაძლოა, უარი თქვას

პენტაგონი, სავარაუდოდ, უარს იტყვის გერმანიაში Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების განთავსების გეგმაზე, რადგან აშშ-ის ოფიციალურ პირებს აშფოთებთ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი ესკალაციად შეიძლება აღიქვას. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:30

რეგიონი

ქობულეთში გურამ თამაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ღონისძიება გურამ თამაზაშვილის დაბადებიდან 73 წლისთავს მიეძღვნა და მასში მუსიკალური ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, გურამ თამაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. საღამოზე შესრულდა ცნობილი ქართული სიმღერები გურამ თამაზაშვილის რეპერტუარიდან.

გეკა გელაძე
ალი ნაგიევი

05 ივნისი 2026, 10:29

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.

05 ივნისი 2026, 10:20

სამართალი

აჭარის პოლიციამ 3 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:17

რეგიონი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

05 ივნისი 2026, 10:17

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) ორმხრივი მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, დააკავეს პირი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა სხვადასხვა მძიმე დანაშაულის გამო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

05 ივნისი 2026, 10:16

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

05 ივნისი 2026, 10:14

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მარშრუტის საკვანძო მონაწილის როლზე, ზოგადად, შუა დერეფნის მარშრუტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მისი განვითარების პროცესში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.

05 ივნისი 2026, 10:14

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავეს.