Imedi /  09 ივლისი 2018, 18:39 / სანდო წყარო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ფიცი დადო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ამის შესახებ Al Jazeera წერს

ცერემონიას ანკარამ და პარლამენტის შენობამ უმასპიძნლა. საზოგადოების წინაშე თურქეთის პირველი პირი ცოლთან ერთად გამოჩნდა. 

ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონია რამდენიმე წუთში პრეზიდენტის სასახლეში დაიწყება. ოფიციალურ ცერემონიას 22 სახელმწიფოს მეთაური, 28 პრემიერმინისტრი და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იქნება

მოგვიანებით ერდოღანი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასაც დაასახელებს.

24 ივნისს თურქეთის მოსახლეობამ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში პოზიცია გამოხატა. ერდოღანს ხმა ამომრჩეველთა 52,6-მა პროცენტმა მისცა, მმართველმა პარტიამ კი ხმათა 42,4 პროცენტი მიიღო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის გარდა, თურქეთის პრეზიდენტობისთვის კიდევ 5 კანდიდატი იბრძოდა.

24 ივნისს გამართული არჩევნები ერდოღანს უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევს. ქვეყანას 2003 წლიდან  სწორედ ერდოღანი მართავს, 2014 წლამდე მას პრემიერმინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

გასულ წელს მან მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და თურქეთს საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტმა მეტი ძალაუფლება მიიღო.

არქივი

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2018, 11:13

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაერომ ვერ შეძლო პოტენციალის სრულად რეალიზება

გაერო ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიუ იორკში გამგზავრებამდე გააკრიტიკა. ცნობილია ის თემები, რომელთა შესახებაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაეროში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკებს.

მწვანე ბარათი

23 სექტემბერი 2018, 11:12

მსოფლიო

სოციალური შეღავათებით სარგებლობის გამო მიგრანტებმა შეიძლება აშშ-ის „მწვანე ბარათი“ ვეღარ მიიღონ

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც აშშ-ის „მწვანე ბარათის“ მიღების წესი რთულდება. დაგეგმილი რეგულაციის თანახმად, ე.წ. მწვანე ბარათს ვერ მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც სოციალური შეღავათებით სარგებლობენ.

ავტობუსი

23 სექტემბერი 2018, 10:53

საქართველო

კოჯორი-კიკეთის გზაზე, N106 ავტობუსი შეფერხებით მოძრაობს

პროფესიონალ ავტომრბოლელთა შორის დაგეგმილი შეჯიბრების - „თბილისის თასი 2018“ გამო, 23 სექტემბერს 11-დან 17:00 საათამდე კოჯორი-კიკეთის საგზაო მონაკვეთზე N106 ავტობუსი იმოძრავებს მცირედი შეფერხებით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

რიყის პარკი

23 სექტემბერი 2018, 10:51

სპორტი

დღეს რიყის პარკში ევროპის სპორტის კვირეული გაიხსნება

2018 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივას - ევროპის სპორტის კვირეულს პირველად უერთდება, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ალ პაჩინო

23 სექტემბერი 2018, 10:39

ტაბლოიდი

ალ პაჩინოს ასაკით ორჯერ უმცროსი შეყვარებული ჰყავს

ალ პაჩინოს ახალი მეგობარი ქალი ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით, 78 წლის მსახიობი უკვე რამდენიმე თვეა, 39 წლის ებრაელ მომღერალსა და მსახიობს, მეიტალ დოჰენს ხვდება. მათ რესტორნებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე ერთად არც ისე იშვიათად ხედავენ.

Brexit

23 სექტემბერი 2018, 10:33

მსოფლიო

The Sunday Times: ტერეზა მეი ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება

გამოცემა ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მეის ცდილობს პოსტი შეინარჩუნოს და Brexit-ი ამ გზით გადაარჩინოს. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი დიდ ბრიტანეთში Brexit-ზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა.

გემი

23 სექტემბერი 2018, 10:31

მსოფლიო

ჩინელი ექიმები ვენესუელელებს ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან

ვენესუელაში, ლა-გუაირას პორტში გაჩერდა ჩინეთის სამედიცინო გემი, რომელიც ქვეყნის სანაპიროსზე ერთი კვირის განმავლობაში გაჩერდება და ექიმები ადგილობრივებს უფასო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

ენტონი ჯოშუა

23 სექტემბერი 2018, 10:20

სპორტი

ენტონი ჯოშუამ რუსი მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო. ვიდეო

ჩემპიონატი ლონდონში უემბლის სტადიონზე გაიმართა. ბრიტანელმა მოკრივემ მეტოქე მეშვიდე რაუნდში ჩააგდო ნოკაუტში. პოვეტნიკს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე პოვეტნიკი 2013 წელს უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომაც დაამარცხა.

ნაომი ოსაკა

23 სექტემბერი 2018, 10:11

სპორტი

ტოკიოში WTA-ის ტურნირი დასრულდა

ორივე ჩოგბურთელი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა საკუთარ გეიმებში, განსაკუთრებით პლიშკოვა, რომელმაც არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა მეტოქეს, თავად კი ორი გამოიმუშავა, ორივე გამოიყენა და საათსა და ოთხ წუთში 6:4, 6:4 მოიგო.

მოდელები

23 სექტემბერი 2018, 10:00

ტაბლოიდი

ჟურნალმა Vogue წვერიანი მოდელების ფოტოები დაბეჭდა

ჟურნალის გარე ყდაზე ამერიკელი მოდელი ჟინევ ვან სინუსი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ფოტოები 1981 წელს იტალიელმა მომღერალმა მინა მაძინიმ გადაიღო.

თბილისი

23 სექტემბერი 2018, 09:45

საქართველო

თბილისი 327 ქალაქს შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით მეთექვსმეტე ადგილზეა

რეიტინგის ლიდერები უსაფრთხოების თვალსაზრისით აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), დოჰა (ყატარი), ბაზელი (შვეიცარია), სინგაპური და კვებეკი (კანადა) არიან. რაც შეეხება ყველაზე საშიშ ქალაქებს, Numbeo-ს მონაცემებით, ესენია: სან-პედრო-სულა (ჰონდურასი), კარაკასი (ვენესუელა), პორტ-მორბსი (პაპუა-ახალი გვინეა), ფორტალეზა (ბრაზილია) და დურბანი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

აიათოლა ალი ხამენეი

23 სექტემბერი 2018, 09:32

მსოფლიო

ირანმა მომხდარ ტერაქტში სპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულა

სპარსეთის ყურის ამ ქვეყნებს აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის მარიონეტები უწოდა. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ გარე ძალები ირანის დესტაბილიზაციას ცდილობენ.ირანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომხდარი ტერაქტის გამო, ევროპის 3 ქვეყნიდან ელჩები გაიწვია.

რეფერენდუმი

23 სექტემბერი 2018, 09:17

მსოფლიო

შვეიცარიაში საკვები პროდუქტების წარმოების სტანდარტებზე რეფერენდუმი დღეს იმართება

ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანაში პროდუქტების წარმოება უმკაცრესი ეკოლოგიური ნორმების გათვალისწინებით და უმაღლესი სოციალური სტანდარტების დაცვით უნდა ხდებოდეს. ეს პუნქტი შრომის სამართლიან პირობებს და ცხოველებისადმი ჰუმანურ მოპყრობას ითვალისწინებს. ამასთანავე ინიციატივა იმპორტზე შეზღუდვების დაწესებასაც ითვალისწინებს.

რუპერტ მერდოკი

23 სექტემბერი 2018, 09:00

ეკონომიკა

რუპერტ მერდოკმა ბრიტანული Sky-ს შეძენა ვერ შეძლო

როგორც გაირკვა, ახლა ტელეარხის ნაწილი ამერიკის სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Comcast-ის საკუთრებაა. Comcast-მა Sky News-ის სანაცვლოდ 38,8 მილიარდი დოლარი გადაიხადა.აუქციონი 3 რაუნდად 21-23 სექტემბერს გაიმართა.

23 სექტემბერი 2018, 08:54

ძალოვნები

შსს-მ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 3,1204 გრამი ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 13 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

არჩევნები

23 სექტემბერი 2018, 08:43

მსოფლიო

მალდივის რესპუბლიკაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის აბდულა იამინი, რომელიც ქვეყანას 2013 წლის შემდეგ მართავს და იბრაჰიმ მოჰამედ სოლიჰი, რომელიც ოპოზიციური კოალიციის კანდიდატია. არჩევნებს დააკვირდებიან ჩინეთი და ინდოეთი, ხოლო ევროპის ქვეყნები და აშშ მალდივის რესპუბლიკას არჩევნებისას დემოკრატიული პრინციპების დარღვევის შემთხვევაში სანქციებით ემუქრებიან.

23 სექტემბერი 2018, 08:38

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ სუპერთასი მოიგო

„რეალის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი სერხიო იული იყო 15 ქულით. 13-13 ქულა დაგროვეს პრეპელიჩმა და კამპაცომ. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 17 წუთსა და 22 წამში 12 ქულა და 3 მოხსნა იყო.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

23 სექტემბერი 2018, 08:17

მსოფლიო

ირანმა ტერაქტის გამო 3 ევროპული ქვეყნიდან ელჩები გაიწვია

ლაპარაკია ნიდერლანდებზე, დანიასა და დიდ ბრიტანეთზე. როგორც თეირანში აცხადებენ, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, კონკრეტულად ვისზე ან რა დაჯგუფებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 სექტემბერი 2018, 08:10

კულტურა

The Black Eyed Peas-მა ახალი კლიპი გადაიღო

9-წუთიანი ვიდეო, რომელიც გაფრთხილებით იწყება, სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული მსხვერპლის, ძალადობისა და იმიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მოგვითხრობს.

ჯულიან ასანჟი

23 სექტემბერი 2018, 07:49

მსოფლიო

Reuters: ეკვადორი ცდილობდა ასანჟი რუსეთში ელჩად დაენიშნა

ლაპარაკია 2017 წელზე. გადაწყვეტილება 19 დეკემბერს ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ მიიღო. თუმცა, ასანჟმა დიპლომატიური სამსახური რუსეთში მას შემდეგ ვერ მიიღო, რაც დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა მისი დიპლომატიური იმუნიტეტის აღიარებაზე.