ჯერემი ჰანთი: დიდი ბრიტანეთი ევროკავშრიდან შესაძლოა შეთანხმების ხელმოწერის გარეშე გავიდეს
ჯერემი ჰანთი
ფოტო: YouTube
დიდი ბრიტანეთი ევროკავშრიდან შესაძლოა შეთანხმების ხელმოწერის გარეშე გავიდეს და ამის დიდი რისკი არსებობს. განცხადება ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა გააკეთა. ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ევროგაერთიანება Brexit-ის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დამოკიდებულებას არ შეიცვლის.
The UK's new Foreign Secretary @Jeremy_Hunt says there is now a "real risk" of a no-deal Brexit, as he urges the EU to show more flexibility pic.twitter.com/Yjl6UHwgBw
— Press Association (@PA) July 23, 2018
ჯერემი ჰანთი დასძენს, რომ დიდი ბრიტანეთი არ დანებდება. მისი თქმით სცენარი ძალიან რთული იქნება, თუმცა ეკონომიკის განვითარებაზე გავლენას ვერ იქონიებს.
„ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირს მისი ინტერესები აქვს. საუბარია კონკრეტულად არა ერთ რომელიმე სახელმწიფოზე, არამედ მთლიანად ევროგაერთიანების ინსტიტუტებზე“, - განაცხადა დიდი ბრიატნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჯერემი ჰანთი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ 9 ივლისს დაამტკიცეს.
მანამდე Brexit-ის მინისტრი დომინიკ რააბი ევროკავშირს დაემუქრა, რომ ევროგაერთიანებიდან გასვლის საფასურს ქვეყანა არ გადაიხდიდა.
6 ივლისს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე ერთიანი გეგმა შეიმუშავა. სწორედ ეს გახდა ბორის ჯონსონის და სხვა მაღალჩინოსნების უკმაყოფილების და პოსტიდან წასვლის მიზეზი.
გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.
ლონდონსა და ბიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გასული წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.
ყველა სიახლე
25 ივნისი 2026, 16:02
პოლიტიკა
2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმმა მუშაობა დაასრულა
ფორუმის შედეგები იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუამ შეაჯამეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 15:49
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის საქმეზე მალხაზ ბერიძე სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლემ მას 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც მალხაზ ბერიძემ განაცხადა, კომენტარი თავად დაწერა, თუმცა არ იცოდა რომ მსგავსი ქმედება დასჯადი იყო.
25 ივნისი 2026, 15:40
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის გამგეობა გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს
ნაძალადევის რაიონის გამგეობა ლოტკინის დასახლებაში, კიშინიოვის ქუჩაზე არსებულ რეკრეაციულ სივრცეში, გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ატრაქციონის დაზიანების ფაქტზე, რომლის შედეგადაც ერთ-ერთმა მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო, განცხადებას ავრცელებს.
25 ივნისი 2026, 15:39
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელიც შეიცვალა სწორი პრაქტიკით
ჩვენ შევცვალეთ ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და მათ განახორციელეს მასშტაბური ოპტიმიზაცია, რაც წლიურად უზოგავს ჩვენს ქვეყანას 60 მლნ ლარს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:37
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრეკაზა“, „სტრეკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე
ყველამ იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო, „სტრიკაზა“, „სტრიკაზა“ არ უნდა ლაპარაკობდეს სხვებზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:36
პოლიტიკა
პრემიერი: ახალი პლატფორმა www.ekalata.gov.ge მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას, რაც ბუნებრივია, შეამცირებს განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ამ პლატფორმის სწორად მუშაობას
ახალი პლატფორმა მოსახლეობას აძლევს ფასებზე დაკვირვების შესაძლებლობას და ყველაზე დაბალი ფასების იდენტიფიცირების საშუალებას კონკრეტულ მომენტში, რაც განსაკუთრებულად შეჭირვებული მოსახლეობისთვის კალათის ფასს შეამცირებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალზე - www.ekalata.gov.ge საუბრისას.
25 ივნისი 2026, 15:35
საზოგადოება
თბილისში 23-ე და 102-ე საჯარო სკოლების განახლება აქტიურად მიმდინარეობს
„თბილისის №23 და №102 სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. №23 სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ერთი მხრივ, ბავშვებმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ განახლებულ სკოლაში სწავლის გაგრძელება, ხოლო მეორე მხრივ, სამუშაოები ისე განხორციელდეს, რომ შენობის ისტორიული და კულტურული ღირებულება სრულად იყოს დაცული. იმედი გვაქვს, რომ №102 საჯარო სკოლა მიმდინარე წელს შევა ექსპლუატაციაში, ხოლო №23 საჯარო სკოლა უკვე მეორე სემესტრიდან შეძლებს მოსწავლეების მიღებას. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოები დასრულდეს უმოკლეს ვადაში და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
25 ივნისი 2026, 15:33
პოლიტიკა
პრემიერი კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტზე: ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება
როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, მომავალშიც ძალიან პრინციპული პოლიტიკით გაგრძელდება მუშაობა
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევურიგდებით ვერც ანექსიის ვერანაირ მცდელობას, ვერც ე.წ. აღიარების მცდელობას, ჩვენ გვაქვს არაღიარების პოლიტიკა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:31
საზოგადოება
ComCom-მა კანონდარღვევისთვის „ტვ პირველი” 2500 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 2500 ლარით დააჯარიმა. კომისიამ მაუწყებლის მონიტორინგი 11 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, 11:00, 15:00 და 20:00 საათიან „პირველებში“ კანონის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში აღნიშნულ საინფორმაციო პროგრამებში საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე მოხდა.
25 ივნისი 2026, 15:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ახლა ხდება ჯარიმების შემცირება, დადგინდა, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ასეთი ტიპის სიჩქარით გადაჭარბების დროს, თითქმის არ არის
ბევრ რამეში ლიდერები ვართ, მაგრამ ერთ სამწუხარო საკითხშიც ევროპაში ლიდერები ვართ. ეს არის ერთ სულ მოსახლეზე საგზაო შემთხვევებით დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
25 ივნისი 2026, 15:28
პოლიტიკა
პრემიერი: ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, შესაბამისად, მთავარი აქცენტი მომავალშიც უნდა გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე და ამაზე მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს
ეკონომიკის სწრაფი ზრდა იწვევს სხვადასხვა პარამეტრის გაუმჯობესებას, უმუშევრობის კუთხითაც გვაქვს ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას შეეხებოდა.
25 ივნისი 2026, 15:27
პოლიტიკა
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო.
25 ივნისი 2026, 15:26
მსოფლიო
მაკრონის განცხადებით, ფრანგმა სამართალდამცველებმა სიცილიასთან ახლოს რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ფრანგმა სამართალდამცველებმა კუნძულ სიცილიასთან ახლოს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა.
25 ივნისი 2026, 15:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის ჭარბ ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის, ამ კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს აისახება საერთაშორისო რეიტინგებშიც
ბიუროკრატია სათანადოდ მუშაობს საქართველოში, არ ქმნის ჭარბ ბარიერებს, არც ბიზნესისთვის, არც მოქალაქეებისთვის, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგის შესახებ განაცხადა, სადაც ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა.
25 ივნისი 2026, 15:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციაში დაპირისპირება ძალიან პირობითია, რადგან მთლიანობაში ეს არის ერთიანი ძალა, რასაც ჰქვია უცხოური აგენტურა, ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის
„მე მათ ვერ ვუწოდებდი ოპოზიციას, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და ამ დაპირისპირებას აქვს ერთადერთი პერსონალური მიზეზი, ისინი საკუთარი პატრონების წინაშე იბრძვიან უკეთესი ადგილებისთვის. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც უპირისპირდებიან ერთმანეთს აგენტურის წარმომადგენლები. დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ყველაფერი გაკეთდება ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენ ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
25 ივნისი 2026, 15:23
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფოსა და კერძო სექტორის საერთო ძალისხმევით, ხედვით და სტრატეგიით უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდეს ტვირთნაკადი, საქართველომ განაგრძოს, იყოს დასაყრდენი პარტნიორი, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, ბათუმში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრებს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 ივნისი 2026, 15:19
სამართალი
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შემცირებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას ითვალისწინებს. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
25 ივნისი 2026, 15:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თუკი რაიმე არის შეუთავსებელი ევროსაბჭოს ტრადიციულ ღირებულებებთან, ეს არის ის მიდგომა, რომელიც არის ასახული რეზოლუციაში, შეიძლება, ბევრჯერ დაუშანტაჟებიათ ქართველი ხალხი, მაგრამ არც ერთხელ ეს შანტაჟი არ ყოფილა წარმატებული, ქართველმა ხალხმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება
დიდი ხანია, ცდილობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის გამოყენებას, თუმცა ქართველი ხალხი ამ ყველაფრით არ შანტაჟდება, ქართველ ხალხს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება მიღებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, შესაბამისად, ასეთი შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არ ჭრის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
25 ივნისი 2026, 15:15
პოლიტიკა
პრემიერი: ქვეყნის გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უმთავრესი ფუნქციაა, რომ საქართველოში არ დაუშვას ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა
ქვეყნის გარედან ჩვენ ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას და ამას სჭირდება დაპირისპირება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ეხებოდა.


