რატომ არის პაკისტანის არჩევნები მნიშვნელოვანი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის
ისლამაბადი,
პაკისტანი
ფოტო: Wikipedia
25 ივლისს პაკისტანში საყოველთაო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ათობით მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. BBC წერს, თუ რატომ არის ამ არჩევნების შედეგები უკიდურესად მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის.
პაკისტანის მოსახლეობა 200 მილიონია; ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს და მუდმივ დაპირისპირებაშია ინდოეთთან; ის რეგიონში აშშ-ის და ნატოს პარტნიორია ავღანეთთან ომში და იმავდროულად „თალიბების“ ბაზაც; პაკისტანზე გაივლის თურქმენული გაზის ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც რუსული გაზის კონკურენტია.
სისხლიანი არჩევნები
პაკისტანის ქალაქ კვეტაში კენჭისყრის დღეს ბომბის აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ერთ რაიონში პარტიული აქტივისტების შეიარაღებულ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში შედარებით პატარა აფეთქებები მოხდა და დაპირისპირებული პარტიის ფუნქციონერებს შორის შეტაკეკების გამო ორი ადამიანი დაიღუპა და ათამდე - დაშავდა. წინასააჩევნო პერიოდის ბოლო კვირებში მოკლეს 180 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის დეპუტატობის სამი კანდიდატი.
სამხედრო გადატრიალებები
1947 წლიდან, როდესაც პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ ქვეყნაში ხელისუფლება მუდმივად გადადიოდა სამოქალაქო პირებიდან სამხედროების ხელში და პირიქით. გასული საუკუნის 1970-ანი წლებიდან ქვეყანამ ორი სამხედრო გადატრიალება გადაიტანა - გენერლების მუჰამედ ზია-ულ-ჰაკის და პერვეზ მუშარაფის, ასევე ბჰუტოების ოჯახის მმართველობა - ჯერ პირველი პრეზიდენტის, ზულფიკარ ალი ბჰუტოს და შემდეგ მისი ქალიშვილის - ბენაზირის.
არჩევნების მთავარი თემა
ამ არჩევნების შესახებ ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხელისუფლება გადავა ერთი სამოქალაქო ლიდერისგან, რომელმაც მმართველობის ვადის ბოლომდე იმუშავა, მეორესთან, რაც ისტორიული მოვლენაა, რადგან მსგავსი რამ პაკისტანში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოხდა. მაგრამ დღევანდელ საარჩევნო კამპანიას დემოკრატიულს ვერავინ უწოდებს. მისი მთავარი თემა მმართველ პარტიას და პაკისტანელ ძალოვნებს შორის დაპირისპირებაა.
პაკისტანის ხელისუფლებაში პარტია მუსლიმური ლიგაა, რომელიც მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა უხეშ ზეწოლას პაკისტანის სპეცსამსახურების მხრიდან, რომლებსაც სასამართლოებთან შეთქმულებაში ადანაშაულებს. ვითარება საკმაოდ უცნაურია: მმართველი პარტიის თითქმის 17 ათას წევრს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრება. მკაცრი ცენზურის ქვეშაა პაკისტანური მედიაც - ჟურნალისტებს და რედაქტორებს აშინებენ.
პაკისტანში ბევრს მიაჩნია, რომ ამ ფორმით ძალოვნები ნაციონალურ ასამბლეაში (პარლამენტში) საკუთარი კანდიდატების გაყვანას ცდილობენ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სამხედროები საარჩევნო კამპანიაში დაუფარავად ერევიან. გენერლები კი პოზიციონირებენ როგორც ექსტრემიზმისაგან დამცველები და ამტკიცებენ, რომ მათ გარდა ვერავინ შეაკავებს მებრძოლ ისლამიზმს, რომელიც მასებში პოპულარულია.
მთავარი კანდიდატები
წინასაარჩევნო კვლევებში ორი პოლიტიკოსი ლიდერობდა: 68 წლის ნავაზ შარიფი, რომელიც სამჯერ იყო პრემიერმინისტრი და 65 წლის იმრან ხანი, ყოფილი სპორტსმენი, რომელიც შემდეგ პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზულ თანამდებობაზე არ უმუშავია.
ნავაზ შარიფი პაკისტანის მუსლიმური ლიგის დამფუძნებელია. მან პრემიერის თანამდებობა კორუფციული სკანდალის გამო დაკარგა, რაც ეგრეთ წოდებული „პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნებას მოჰყვა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რადგან ვერაფრით ახსნა რა სახსრებით შეიძინა ლონდონში ძვირფასი უძრავი ქონება, სადაც ის გაემგზავრა. განაჩენის მიუხედავად, ივლისში ის ქალიშვილთან, მარიამთან ერთად პაკისტანში დაბრუნდა. დღეს ორივე დაპატიმრებულია. შარიფი ყველაფერში სამხედროებს ადანაშაულებს და პოლიტიკაში დაბრუნების იმედი აქვს. მისი ძმა შაჰბაზ შარიფი მუსლიმური ლიგის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა და პრემიერმინისტრად არჩევის იმედი აქვს. დღეს მის პარტიას პარლამენტში 182 მანდატი აქვს.
შარიფის მთავარი კონკურენტია იმრან ხანი, რომელიც წარსულში კრიკეტში განთქმული სპორტსმენი იყო და დაახლოებით 20 წლის წინ პოლიტიკაში წავიდა. ის პარტიის „მოძრაობა სამართლიანობისთვის“ ლიდერია და როგორც ბევრი დამკვირვებელი ამტკიცებს, სწორედ მას უჭერენ მხარს სამხედროები, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ხანის კონკურენტების დისკრედიტაციას. ხანიც და სამხედროებიც შეთქმულების ფაქტს უარყოფენ. იმრან ხანის მოძრაობას მხარს უჭერენ სხვადასხვა დაჯგუფებები, რომელთაგან ზოგიერთი ძალიან სადავოა, ერთ-ერთი კი, როგორც ამტკიცებენ დაკავშირებულია „ალ ქაიდასთან“.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა - ბილავალ ბჰუტო ზარდარი, ბჰუტოების დინასტიის 29 წლის პოლიტიკოსი, რომლის ოჯახიც მრავალი წლის განმავლობაში მართავდა პაკისტანს. მისი დედა ბენაზირ ბჰუტო ტერორისტებმა მოკლეს. პაკისტანის სახალხო პარტიის ახალგაზრდა ლიდერი პარლამენტში კენჭს პირველად იყრის და ამტკიცებს, რომ მისი მიზანი დედის საქმის გაგრძელებაა. კვლევების თანახმად, მის პარტიას მესამე ადგილს უწინასწარმეტყველებენ.
არჩევნების შესაძლო შედეგი
არჩევნების მთავარ პრეტენდენტებად შარიფის და ხანის პარტიებს მიიჩნევენ, მაგრამ თუ ვერცერთი პარტია საკმარის უმრავლესობას ვერ მიიღებს, კოალიციური მთავრობის შექმნას ის პარტია შეძლებს, რომელსაც მესამე კანდიდატი - ბილავალ ზარდარი დაუჭერს მხარს.
შეერთებულ შტატებს და მეზობელ ინდოეთს ყველაზე მეტად შარიფის გამარჯვება გაახარებთ. ორივეგან აშინებთ იმრან ხანის სავარაუდო მჭიდრო კავშირები სამხედროებთან და მისი ლოიალური დამოკიდებულება ისლამური ექსტრემიზმის მიმართ.
ხანის გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით შარიფის პარტია მხარდამჭერებს ქუჩაში გაიყვანს, მით უფრო თუ თავად ნავაზ შარიფს ციხიდან არ გამოუშვებენ. მაგრამ როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რაც არ უნდა მოხდეს, პაკისტანელი სამხედროები, რომლებიც ამჯერად კულისებში მოქმედებენ, ქვეყანაში უზარმაზარ პოლიტიკურ გავლენას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებენ.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 22:03
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.
29 აგვისტო 2026, 21:31
სპორტი
ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
29 აგვისტო 2026, 21:01
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.
29 აგვისტო 2026, 20:49
სამართალი
კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.
29 აგვისტო 2026, 20:34
რეგიონი
წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.
29 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.
29 აგვისტო 2026, 18:30
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.
29 აგვისტო 2026, 18:19
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”
„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
29 აგვისტო 2026, 17:16
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
29 აგვისტო 2026, 16:46
მსოფლიო
POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.
29 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.
29 აგვისტო 2026, 16:01
მსოფლიო
ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.
29 აგვისტო 2026, 15:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.
29 აგვისტო 2026, 15:33
საზოგადოება
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
29 აგვისტო 2026, 15:13
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად
სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.
29 აგვისტო 2026, 14:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი
უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.
29 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:28
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები
ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.


