imedi /  29 ივლისი 2018, 23:33 / სანდო წყარო

ანგარიში: სოციალურ ქსელებში ყალბი ამბები ნამდვილს ანაცვლებს

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის კულტურის, სპორტისა და პრესის კომიტეტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ინტერნეტში ყალბი ახალი ამბების გავრცელებას შეეხება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, ინტერნეტში ყალბი ახალი ამბავი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ რეალურ ნიუსს ანაცვლებს. კომიტეტის წარმომადგენლის დემიან კოლინზის თქმით, ადამიანებს უჭირთ ერთმანეთისგან განასხვაონ ყალბი და ნამდვილი ინფორმაცია. რეპორტში წერია, რომ ადამიანები დღეს სულ უფრო ხშირად იღებენ ინფორმაციას არა ტრადიციული მედიის, არამედ ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. ამასთან, ადამიანები ნდობით ეკიდებიან ამ ცნობებს, რადგან ენდობიან მეგობრებს, რომლებმაც ის გაავრცელეს.

ანგარიშის მიხედვით, ცრუ ინფორმაცია მრავალი ხერხით ვრცელდება, დაწყებული სატირული და პაროდიული ფორმით, დასრულებული გაყალბებული ფოტოთი და პროპაგანდისტული ტექსტებით.

ანგარიშში წერია, რომ ეს პრობლემა დემოკრატიას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაამკაცროს სოციალური ქსელების რეგულაცია.

მანამდე, ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ საარჩევნო სიახლის გაშუქებამდე ყველა მედიასაშუალებამ წინასწარი ციფრული იდენტიფიკაცია უნდა გაიაროს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პუბლიკაციებსა და ტექსტებს რეგისტრირებული ავტორი ეყოლება, რომელიც მათ შინაარსზე პასუხისმგებლობას აიღებს.

ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტი დეზინფორმაციის გავრცელებით Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ დაინტერესდა. 

დიდი ბრიტანეთის ციფრული, კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტის ანგარიში 22 ივლისს გამოქვეყნდა და ადამიანებს ჰიპერპარტიზანული ხედვების შესახებ აფრთხილებს, რომელებიც ხალხის შიშებითა და ცრუ რწმენებით საარჩევნო პროცესში მათ არჩევანზე მანიპულირებენ. 

ყველა სიახლე

ტელევიზიის დღე

21 ნოემბერი 2019, 09:41

მსოფლიო

21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს. ამავე წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება რეზოლუციით დაამტკიცა.

პოლიტიკური რეკლამა

21 ნოემბერი 2019, 09:28

მსოფლიო

Google-მა პოლიტიკური რეკლამისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა

Google გააკონტროლებს, რომ პოლიტიკური რეკლამა არ შეიცავდეს ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ამასთან, კომპანია რეკლამაში იშვიათ შემთხვევებში ჩაერევა. ამით კომპანია განსხვავდება Facebook-სგან, რომელმაც განაცხადა, რომ შეამოწმებს პოლიტიკურ რეკლამებს ნამდვილობაზე, რათა პოლიტიკაში ჩარევა თავიდან აიცილოს.

ჯო ბაიდენი

21 ნოემბერი 2019, 09:04

მსოფლიო

გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი ტრამპის სამართლებრივ დევნას არ აპირებს

„მე არ ჩავერევი პროკურორის საქმეებში. დაე მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ისინი დაადგენენ, რომ ტრამპი დამნაშავე იყო, დაე ასე იყოს, მაგრამ მე მათ მითითებებს არ მივცემ. ვფიქრობ, მუდმივი მოწოდებები იმის შესახებ, რომ ტრამპი ციხეში უნდა მოხვდეს, კარგი იდეა არაა,“-აღნიშნა ბაიდენმა.

დონალდ ტუსკი

21 ნოემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. ზაგრებში გამართულ პარტიულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას მანკოლეგებს მადლობა გადაუხადა და ყურადღება პოპულისტების, მანიპულატორებისა და დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ცაგერი

21 ნოემბერი 2019, 08:42

ძალოვნები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩთან ხანძარია

ცაგერის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ წიფერჩთან ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზე ეკალ-ბარდებზეა მოდებული, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტყის მასივზე ხანძრისგადასვლის საშიშროება არ არსებობს.

თამბაქო

21 ნოემბერი 2019, 08:29

ეკონომიკა

დღეიდან დაუფასოებელი სახით თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაციაც. დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გულისხმობს ჯარიმას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

კლინიკები

21 ნოემბერი 2019, 08:17

საქართველო

დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება

დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 08:03

საქართველო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებულია და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან უნდა გამოუშვან.

18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესი

21 ნოემბერი 2019, 01:23

ძალოვნები

18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. Imedinews-ის ინფორმაციით ლუკა ჭიჭინაძეს და გიორგი ბუნტურს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ელგუჯა ბაგრატიონს და ბექა ბასილაიას 12 დღიანი პატიმრობა, ხოლო ზურაბ ბერძენიშვილს 7 დღე. გურამ მჭედლიშვილს კი მოსამართლემ ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

ბრედლი კუპერი და ლედი გაგა

21 ნოემბერი 2019, 00:45

კულტურა

ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დასახელდა

Entertainment Weekly-მ ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დაასახელა. ჟურნალში აღნიშნავენ, რომ კინოსთვის შექმნილი საუკეთესო კომპოზიციები არამარტო ასახავს ფილმის ხასიათს, არამედ დამოუკიდებელი კულტურული ფენომენი ხდება.

ლუკ ევანსი

21 ნოემბერი 2019, 00:34

კულტურა

„ფორსაჟის“ ვარსკვლავმა ლუკ ევანსმა ახალი სიმღერა ჩაწერა

მსახიობმა და მომღერალმა, ფილმ „ფორსაჟის“ ვარსკვალვმა ლუკ ევანსმა ახალი სიმღერა Show Me Heaven-ი ჩაწერა, რომელიც მარია მაკის პოპულარული სინგლის მთავარი ქავერია. კომპოზიცია მის სადებიუტო ალბომში AT LAST-ში შევა რომლის პრეზენტაციაც 22 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ადამიანის კბილისგან დამზადებული სამკაული

21 ნოემბერი 2019, 00:02

კულტურა

თურქეთში არქეოლოგებმა ადამიანების კბილებისაგან დამზადებული სამკაულები იპოვეს

საერთაშორისო არქეოლოგების ჯგუფმა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ძველი დროის ადამიანებს კბილებისგან დამზადებული სამკაულები ჰქონდათ. Journal of Archaeological Science -ს ინფორმაცით, თურქეთის აღმოსავლეთით არის ნეოლითური დასახლების ნაშთები. ადრე ამ ტერიტორიაზე არქეოლოგებმა იპოვეს დეკორატიული ელემენტები და ადამიანის კბილები.

ჰეიკო მაასი

20 ნოემბერი 2019, 23:43

მსოფლიო

გერმანიამ ნატოს ალიანსის გასაძლიერებლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნა შესთავაზა

შესაბამისი ინიციატივა ჰეიკო მაასმა ბრიუსელში, ალიანსის მინისტერიალზე წარადგინა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ კოლეგებმა მისი წინადადება დადებითად მიიღეს. „ჩვენ დავიწყეთ დისკუსიები, რომლებიც ნატოს შიგნით უნდა გაიმართოს“, - განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ.

ჯორჯინა როდრიგესი
კრიშტიანუ რონალდუ

20 ნოემბერი 2019, 23:20

ტაბლოიდი

მედია: კრიშტიანუ რონალდუმ ფარულად იქორწინა

საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ფარულად იქორწინა. Tuttosport-ის ცნობით, მისი რჩეული ჯორჯინა როდრიგესია. გამოცემის წყაროს ცნობით, ქორწინების ცერემონია მაროკოში გაიმართა. რონალდუმ და როდრიგესმა ფარულად დაქორწინება გადაწყვიტეს, რადგან ქალს კრიშტიანუს დედასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ბენი განცი

20 ნოემბერი 2019, 23:00

მსოფლიო

ბენი განცმა ისრაელის მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა

განცმა წარუმატებლობა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დააბრალა და განაცხადა, რომ პარტია „ლიკუდის“ ლიდერი გაერთიანებაზე უარს აცხადებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში წელს მესამე არჩევნები ჩატარდეს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა.

ელისაბედ მეორე პრინცი ენდრიუ

20 ნოემბერი 2019, 22:39

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამის მიზეზი მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალი გახდა. ჰერცოგის თქმით, მან ელისაბედ მეორეს საჯარო მოვალეობებისგან გათავისუფლების ნებართვა სთხოვა, რაზეც დედისგან თანხმობა მიიღო. ეპშტენის ერთ-ერთი მსხვერპლი ამტკიცებს, რომ მილიარდერის ბრძანებით პრინც ენდიუსთან სექსი ჰქონდა.

გრემის დაჯილდოება

20 ნოემბერი 2019, 22:39

კულტურა

მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები დასახელდა

აშშ-ში ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები ცნობილია. ყველაზე მეტ, 8 ნომინაციაზე ამერიკელი მომღერალი ლიზოა წარდგენილი. რეპერ Lil Nas X და ბილი ალიშს ექვს-ექვსი ნომინაცია ერგოთ. არიანა გრანდე კი 5 ნომინაციაზეა წარდგენილი.

20 ნოემბერი 2019, 22:07

ეკონომიკა

ევროკავშირის 8 ქვეყანამ შესაძლოა ევროს სტაბილურობის პაქტი დაარღვიოს

ევროკომისია არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს 8 ქვეყანამ ევროს სტაბილურობის პაქტი დაარღვიოს. საქმე ეხება ბელგიას, ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, სლოვენიას, სლოვაკეთს და ფინეთს. ევროკომისიამ ეს დასკვნა ევროზონის ქვეყნების ბიუჯეტის პროექტების განხილვის შემდეგ გააკეთა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

20 ნოემბერი 2019, 22:01

საქართველო

რადიო თავისუფლება: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი შეხვდა

ცხინვალის ციხეში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ფიდაროვი ჩრდილოეთ ოსეთში მუშაობს და ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით გაფრინდაშვილის ოჯახმა დაიქირავა. „შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს“, - ამბობს ფიდაროვი.

20 ნოემბერი 2019, 21:50

თემა

ლიდერობა ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა თუ შეძენილი უნარი?

ლიდერობის თეორიამ ბევრი მეტამორფოზა განიცადა. საწყის ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ეს ხასიათისთვისებაა, რომლითაც ადამიანი ან იბადება, ან - არა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ტენდენცია შეიცვალა. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის არა თანდაყოლილი უნარი, არამედ - ქცევის სტილი. უფრო მოგვიანებით (1960-დან 1980-იან წლებამდე), პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ ლიდერობა სიტუაციასა და კონტექსტზეა დამოკიდებული. ამ დროს არაერთი თეორიაც შემუშავდა. თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ქარიზმატულ ლიდერზე. გავრცელებული მოსაზრებით, მას შეუძლია აღიარების, პატივისცემისა და ნდობის მოპოვება. ქარიზმატული ლიდერი ადამიანებში იწვევს სურვილს, მის მოწოდებებს აჰყვნენ და გაჰყვნენ კიდეც. რა თვისებებიუნდა ჰქონდესლიდერს? როდიდან და როგორ უნდა განუვითაროთ თქვენს შვილს ლიდერული თვისებები?