imedi /  10 აგვისტო 2018, 13:43 / სანდო წყარო

ათასობით ჩინელი მუსლიმი მეჩეთის დანგრევის გეგმას აპროტესტებს

ვაიძუს დიდი მეჩეთი

ვაიძუს დიდი მეჩეთი

ჩინეთში, ნინსია-ხუეის რეგიონში ათასობით ჩინელი მუსლიმი აპროტესტებს მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც, მეჩეთი უნდა დაანგრიონ. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს. 

ვაიძუს დიდი მეჩეთი ახალი აშენებულია, თუმცა, ხელისუფლების მტკიცებით, ის მშენებლობის ნებართვის გარეშე ააგეს და უნდა დაანგრიონ. 

ეს სალოცავი ძველი მეჩეთის განადგურების შემდეგ, იმავე ადგილას ააშენეს. წინა, 600 წლის მეჩეთი ჩინეთის კულტურული რევოლუციისას, 1966-1977 წლებში განადგურდა. 

მუსლიმებმა მეჩეთთან შეკრება წუხელ დაიწყეს და ამბობენ, რომ ადგილზე დარჩებიან და მისი დანგრევის უფლებას არავის მისცემენ. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სოფო ქაცარავა

16 დეკემბერი 2018, 11:30

საქართველო

სოფო ქაცარავა: ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას ნიკა მელია ადასტურებს

"აქვე აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანონის სრული დაცვით, დღევანდელმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. დასასრულს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე, რომელიც ჩვენი საზოგადოების გამთლიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად უნდა იქცეს,"- თქვა ქაცარავამ.

ენმ-ის აქცია ზუგდიდში

16 დეკემბერი 2018, 11:24

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში აქციას მართავს

სამეგრელი-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები მოპარა და სალომე ზურაბიშვილი ხალხის პრეზიდენტი არ არის.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 დეკემბერი 2018, 11:22

საქართველო

კახეთის გუბერნატორი: ოპოზიცია ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვერ გამართავს

"როდესაც ოპოზიციამ მომართა მერიას მიტინგის ჩატარების მოთხოვნით, მათ მიეცათ განმარტება, რომ ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ღონისძიება უკვე დაგეგმილია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხოების ზონას წარმოადგენს, საპროტესტო აქცია წარმოუდგენელია. მერიამ შესთავაზა ცენტრალურ მოედანზე ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება. გამოყოფილი არის მათთვის თელავის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი. აქ აქციას ვერ გამართავენ, რადგან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო ღონისძიებისთვის განკუთვნილი",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

16 დეკემბერი 2018, 11:21

საქართველო

სომხეთის პრეზიდენტი უკვე საქართველოშია

თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. ამის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებთან ერთად წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაინაცვლებს, სადაც სადღესასწაულო მიღება გაიმართება.

მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი

16 დეკემბერი 2018, 11:09

საქართველო

მედია: ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის მთავრობას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობასა და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული პროგრამების განხორციელებაში. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და საქართველოს მთავრობები განაგრძობენ ეფექტიან თანამშრომლობას მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და ორი ერის საკეთილდღეოდ.

რომან დოლიძე

16 დეკემბერი 2018, 11:02

სპორტი

კიევში შერეული ორთაბრძოლების ტურნირი ქართველმა რომან დოლიძემ მოიგო

უკრაინის დედაქალაქ კიევში, WWFC13-ის (World Warriors Fighting Championship) საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ქართველი რომან დოლიძე (6 მოგება – 0 წაგება) და გამოცდილი პოლონელი მიხალ პასტერნაკი (13-4). ბრძოლა ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდა.

თელავი

16 დეკემბერი 2018, 10:56

საქართველო

გზებზე შეზღუდვის გამო ოპოზიციის კოლონა თელავში გურჯაანის გავლით ჩავა

"ხელოვნურად შეგვიქმნეს დაბრკოლება, რომ გომბორის გზით არ გვატარებენ. ახლა ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში, მოვასწრებთ ჩასვლას, გურჯაანის გზით ჩავალთ, მაინც შევუშლით ხელს და მაინც გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს,“ - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

16 დეკემბერი 2018, 10:48

ძალოვნები

ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი კიევში დააკავეს

უკრაინის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაკავებულს ქართულ მხარეს გადმოსცემენ. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამგვარი პირების მიმართ მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს და მწუხარება გამოთქვა, რომ უკრაინაში არ მოქმედებს მსგავსი კანონმდებლობა.

უკრაინის ეკლესიის გაერთიანებული კრება

16 დეკემბერი 2018, 10:32

მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას „ახალი ეკლესიის“ დაფუძნება მიულოცა

აშშ-ის საელჩომ უკრაინაში ოფიციალურ კიევს მიულოცა გამაერთიანებელი კრება, რომლის დროსაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დააფუძნეს.

ტერეზა მეი და ტონი ბლერი

16 დეკემბერი 2018, 10:17

მსოფლიო

ბრიტანეთის მოქმედი პრემიერი ტონი ბლერს აკრიტიკებს

უთანხმოების მიზეზი Brexit-ის თაობაზე განსხვავებული შეხედულებებია. მანამდე ტონი ბლერი გამოვიდა ინიციატივით, რომ Brexit-ის შესახებ ახალი რეფენდუმი ჩატარდეს.10 დეკემბერს ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში Brexit-ზე დაგეგმილი კენჭისყრა გადადო.

16 დეკემბერი 2018, 10:08

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

კონფერენცია

16 დეკემბერი 2018, 09:44

მსოფლიო

პარიზის პაქტი კლიმატური ცვლილებების შესახებ 2020 წელს ამოქმედდება

პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით.

ამინდი

16 დეკემბერი 2018, 09:33

საქართველო

ინაუგურაციის დროს თელავში უნალექო ამინდი იქნება

"19 დეკემბერის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და ღამით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, დღისით 15 გრადუსი. მთიან რაიონებში ღამე მოსალოდნელია -4; +1, დღისით 5-10 გრადუსი სითბო. მაღალმთიან რაიონებში ღამე მოსალოდნელია -7;-2 გრადუსი, დღისით კი 0-5 გრადუსი სითბო. 17-19 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 0-5 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 4-9 გრადუსი სითბო იქნება“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

16 დეკემბერი 2018, 09:22

ტაბლოიდი

ენრიკე იგლესიასისა და ანა კურნიკოვას ვილა $4.85 მილიონად იყიდება

ვილას ექვსი საძინებელი, ამავე რაოდენობის აბაზანა, დიდი მისაღები ოთახი, ტერასა, აუზი და ღვინის სარდაფი აქვს. ამასთან, მყიდველის კუთვნილებაში რამდენიმე ჰექტარი მიწაც გადავა.

თელავი

16 დეკემბერი 2018, 09:10

ძალოვნები

კახეთის მიმართულებით და თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

"მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება,"- წერია განცხადებაში.

იაპონია

16 დეკემბერი 2018, 09:03

ეკონომიკა

იაპონიის 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი $894 მილიარდს აღწევს

ეს ზედიზედ მეშვიდე ფისკალური წლის ბიუჯეტია, რომელიც ხარჯების რეკორდულ ზრდას ითვალისწინებს. პირველ რიგში, ამას სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების სწრაფი ზრდა განაპირობებს. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გადაიგზავნება, რომელიც მას მომავალ წელს განიხილავს.

შსს

16 დეკემბერი 2018, 08:51

ძალოვნები

შსს-მ თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავა

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულის მიერ გაყიდული 5 შეკვრა „ჰეროინი“.

ნახატები

16 დეკემბერი 2018, 08:42

კულტურა

17 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში სვიმონ დადიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

სვიმონ დადიანი საფრანგეთის ქართული ემიგრაციის პირველი ტალღის შვილია. ის 5 წლისა იყო, როცა 1921 წელს, მისი ოჯახი მამა კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, დედა მერი წერეთელი, სოლომონ მეფის შთამომავალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან ერთად საფრანგეთში გადასახლდა.

ნიკოლა სარკოზი

16 დეკემბერი 2018, 08:34

საქართველო

ნიკოლა სარკოზი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად დღეს ჩამოვა

საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად უკვე ჩამოვიდნენ: ლიეტუვის სეიმის მარშალი ვიქტორას პრანკიეტისი, მოლდოვის ვიცე პრემიერმინისტრი ქრისტინა ლესნიკი და ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა. ​

კონსტიტუცია

16 დეკემბერი 2018, 08:25

საქართველო

დღეიდან საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება

კონსტიტუციით უზრუნველყოფილია ყველა ადამიანის თანასწორობა და აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.