imedi /  16 აგვისტო 2018, 09:21 / სანდო წყარო

ლიბიაში 2011 წელს დემონსტრანტების დახოცვის საქმეზე 45 ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

ლიბიის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა 45 ადამიანს, რომლებიც 2011 წელს მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მკვლელობაში არიან ბრალდებულები. ამის შესახებ BBC წერს. 

ამ საქმეზე სულ 122 ადამიანს ასამართლებდნენ. ყველა მათგანი დაკავებულია. 54-ს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 22 კი გაამართლეს. კიდევ 1 ადამიანი ამნისტიით გაათავისუფლდა. ამასთან, 3 ფიგურანტის წინააღმდეგ გამოძიება მათი გარდაცვალების გამო შეწყდა.

ლიბიაში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები 2011 წლის დასაწყისში დაიწყო. 20 ოქტომბერს ქვეყნის ყოფილი ლიდერი მეამბოხეებმა მოკლეს. მას შემდეგ ქვეყანაში 2 კონკურენტი მთავრობა მოქმედებს.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2022, 11:05

კულტურა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა. გამოვლინდა ლაურეატები ხალხური მუსიკისა და გალობის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. მომავალი კვირიდან ლაურეატების დაჯილდოება დაიწყება და დასკვნითი კონცერტები გაიმართება. პირველი საღამო თუმანიშვილის თეატრში 6 დეკემბერს 19 საათზეა დაგეგმილი. ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე საზოგადოებას ეროვნული ფესტივალის ზეპირსიტყვიერების ლაურეატებს გააცნობს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ანსამბლი ,,პანკისი”,ანსამბლი ,,ჩხოროწყუ”, ანსამბლი „ოდილა“,ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“,ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,მუსიკელი”,ფოლკლორული ანსამბლი ,,კოლხა''და ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, რომლის წევრი, სვანური ს

05 დეკემბერი 2022, 11:03

საზოგადოება

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო კონკურენციის კვირეულის თემატიკას მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია იღებდა. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. თემატური სესიების ფორმატში, მონაწილეებმა ერთმანეთს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

05 დეკემბერი 2022, 10:53

მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს

ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს - ამის შესახებ ირანულ ოპოზიციურ მედიაზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2022, 10:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას პირისპირ შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.

ანა ბიერდე

05 დეკემბერი 2022, 10:20

მსოფლიო

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: ომის შემდეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად, 500-600 მილიარდი ევრო იქნება საჭირო

ომის შემდეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად, 500-600 მილიარდი ევრო იქნება საჭირო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის დაანგარიშებით, ეს ციფრი ივნისისთვის 350 მილიარდ ევროს შეადგენდა, თუმცა ბოლო თვეებში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ზარალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმის“ მსგავსი გეგმა უნდა შემუშავდეს, რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიც იქნება ჩართული

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2022, 10:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს უსამძიმრებს

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2022, 10:06

პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი საქართველოს ეწვევა

გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი 5-დან 9 დეკემბრამდე საქართველოს ეწვევიან. დელეგაციის წევრები არიან დეპუტატები კატრინ ბუდე (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მაქსიმილიან მიორზებურგი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები), თომას ჰაკერი (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და მარკ იონგენი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

ოლაფ შოლცი

05 დეკემბერი 2022, 09:55

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება.

ენტონი ბლინკენი

05 დეკემბერი 2022, 09:36

პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი: რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებით არ არის დაინტერესებული

რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებით არ არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, კიევთან მოლაპარაკების ნაცვლად, პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აძლიერებს და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს, რაც დიალოგის დაწყებას შეუძლებელს ხდის.

05 დეკემბერი 2022, 09:13

საზოგადოება

უამინდობის გამო, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

05 დეკემბერი 2022, 08:50

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 285-ე დღეს

ომის 285-ე დღე. საოკუპაციო ძალა აღმოსავლეთის ფრონტზე, უკრაინულ მხარეს უტევს. ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულება რჩება, სადაც უკრაინელი მებრძოლები ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინულ პოზიციებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 10-მდე თავდასხმა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებითაც. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ვითარება რთული, თუმცა კონტროლირებადია.

05 დეკემბერი 2022, 08:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 დეკემბერს ქუთაისში +10 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2022, 08:15

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს გამარჯვებასთან

ზამთარი რთული იქნება, მაგრამ მაინც ღირს ამ ზამთრის აღქმა არა გამოცდად, არამედ დროდ, რომელიც გვაახლოებს მთავართან, გამარჯვებასთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დიდი იმედი აქვს, რომ ზამთარს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, რათა ზამთარი, სიცივე და გაჭირვება მისი ტერორის ნაწილად აქციოს.

05 დეკემბერი 2022, 07:59

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ჰარი კეინი

05 დეკემბერი 2022, 00:53

სპორტი

ინგლისმა სენეგალი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა⚽

ანგარიში 38-ე წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს ინგლისელთა უპირატესობა ჰარი კეინმა გაზარდა. შემხვედრის მეორე ნახევარში, კიდევ ერთი გოლი ბუკაიო საკამ გაიტანა.

05 დეკემბერი 2022, 00:46

კულტურა

„მანდალორელის“ მესამე სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია

სერიალის „მანდალორელი“ მესამე სეზონის პრემიერა სტრიმინგ-სერვისზე Disney+ 2023 წლის 1-ელ მარტს შედგება. ინფორმაცია ამის შესახებ სერიალის Twitter-ანგარიშზე გავრცელდა. მანამდე Lucasfilm-მა სეზონის თიზერ-თრეილერი გამოაქვეყნა.

05 დეკემბერი 2022, 00:31

კულტურა

სერიალის „უკანასკნელი ჩვენგანი“ პირველი თრეილერი გამოქვეყნდა

მთავარ როლებს სერიალში „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები - პედრო პასკალი და ბელა რამსი ასრულებენ. პროექტის სცენარისტები და აღმასრულებელი პროდიუსერები კრეიგ მეიზინი და ნილ დრაკმანი არიან. თამაშის სიუჟეტი პოსტაპოკალიფსურ მომავალში ვითარდება. კონტრაბანდისტი ჯოელი (პასკალი) დანგრეულ ამერიკაში მოზარდ ელისთან (რემსი) ერთად მოგზაურობს.

მაია ნიკოლეიშვილი

05 დეკემბერი 2022, 00:30

სამართალი

მაია ნიკოლეიშვილი სააკაშვილის ადვოკატზე: შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში რა უნდა გააკეთოს, არ ვიცი - თუ დასკვნაში დოკუმენტი არ დევს მოწამვლის და შედეგებში ამაზეა ნამსჯელი, მაშინ ეს ყალბი დასკვნაა

არსებული დასკვნით შალვა ხაჭაპურიძემ რა უნდა გააკეთოს, მე არ ვიცი. უბრალოდ, ამ დასკვნით შალვა მენანება. სასამართლოში ვერ გამოიყენებს, არ შეიძლება. დასკვნაში არის ისეთი პასაჟები, თუნდაც მოწამვლაზე, თუ დოკუმენტი არ დევს მოწამვლის და შედეგებში ამაზეა ნამსჯელი, მაშინ ეს ყალბი დასკვნაა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2022, 00:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკის განცხადებით, არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საქართველოს სახელისუფლებო რგოლი ვალდებულია, აირჩიოს ისეთი პოზიცია, რომელიც ქვეყნის გადარჩენაზეა ორიენტირებული

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია საკეკლუცოდ კი არ გვინდა, ჩვენთვის გვინდა, მომავლისთვის და ახალგაზრდებისთვის. არ მინდა, ეს ხმამაღალი პათეტიკური განცხადებების გაკეთება. ამ ვითარებაში ვის რა ინტერესი აქვს - დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს და გეტყვით, რაში მდგომარეობს ეს საღი აზრი. მომავალ არქიტექტურაში, რომლის მშენებლობა აუცილებლად დაიწყება, საქართველო აუცილებლად მოხვდება იმ ინტერესის ფოკუსში, რომელსაც სტაბილურობა ჰქვია. დღეს ასეთი არეული სიტუაციაა, დღეს ეს პრაგმატული ინტერესები ერთმანეთ უპირისპირდება, მაგრამ აგერ, წამყვანმა ქვეყანამ საფრანგეთმა, ევროკავშირში დაიწყო საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

05 დეკემბერი 2022, 00:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვინც ამბობს, რომ „ოცნება“ ლოიალურად არის განწყობილი რუსეთისადმი, რბილად რომ ვთქვათ, არაგულწრფელია, იმიტომ რომ თვალწინ აქვთ ჩვენი მოგებული სასამართლო რუსეთთან

„ვინც ამბობს, რომ „ოცნება“ ლოიალურად არის განწყობილი რუსეთისადმი, ის არის არაგულწრფელი, რბილად რომ ვთქვათ. იმიტომ რომ თვალწინ აქვთ ჩვენი მოგებული სასამართლო რუსეთთან, ჩვენ მიერ პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ არის მხოლოდ განცხადებები - თუნდაც ჰააგის ტრიბუნალისადმი მიმართვა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით. ამას უკვე ახალგაზრდები იგებენ, რომელთა გონების დაბინდვაზე მიმდინარეობს მთელი მუშაობა, რომ როგორმე გარეთ გამოიყვანონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.