imedi /  22 აგვისტო 2018, 15:04 / სანდო წყარო

მაიკლ კოენმა აღიარა, რომ ტრამპის მითითებით დანაშაულს სჩადიოდა

მაიკლ კოენი

მაიკლ კოენი

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა აღიარა, რომ დონალდ ტრამპის დავალებით ფული გადაუხდა ორ ქალს, რომლებთანაც მის კლიენტს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ამის შესახებ Twitter-ზე კოენის ადვოკატმა ლენი დევიდსმა დაწერა.

„დღეს [კოენმა] სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მას დაავალა ჩაედინა დანაშაული და ფული გადაეხადა ორი ქალისთვის, რათა ამით არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა. თუ ეს ნაბიჯი კოენს დანაშაულად ეთვლება, რატომ არ ეთვლება ის დანაშაულად დონალდ ტრამპს?“, - დაწერა დევისმა.

CNN-ის ინფორმაციით, 21 აგვისტოს კოენი FBI-ის ჩაბარდა და გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ის ნიუ-იორკის სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ბრალდების 8 ეპიზოდში თავი დამნაშავედ ცნო, მათ შორის პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების წესის დარღვევაში.

კოენმა აღიარა, რომ „ფედერალური თანამდებობის კანდიდატის“ დავალებით მალავდა ინფორმაციას, რომელიც მის კლიენტს დააზიანებდა. სასამართლოში კოენმა ტრამპის გვარი არ ახსენა, თუმცა CNN აღნიშნავს, რომ სასამართლოს დოკუმენტებში ის ნახსენებია როგორც „მოქალაქე ნომერი ერთი“, რომელიც 2017 წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

Associated Press-ის ცნობით, კოენის საქმეზე განაჩენი 12 დეკემბერს გამოცხადდება. ადვოკატს 4-5 წლით პატიმრობა ემუქრება.

ამერიკული პრესის მონაცემებით, მაიკლ კოენმა პორნომსახიობ სტეფანი კლიფორდს (სტორმი დენიელსი) 130 ათასი დოლარი გადაუხადა. ადვოკატი დაკავშირებულია ასევე Playboy-ის მოდელ კარენ მაკდუგალისთვის 150 ათასი დოლარის გადახდასთან. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ქალებმა განაცხადეს, რომ ტრამპთან ურთიერთობის შესახებ საზოგადოებას უამბობდნენ. სასამართლოს დოკუმენტებში კლიფორდი და მაკდუგალი არ სახელდებიან.   

მაიკლ კოენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2018 წლის გაზაფხულზე აღძრეს. ივნისში ცნობილი გახდა, რომ ის ტრამპის ადვოკატი აღარ არის.

ყველა სიახლე

ვახტანგ ცინცაძე

17 ივნისი 2026, 19:21

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს

„საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

ვიქტორ ორბანი

17 ივნისი 2026, 19:16

მსოფლიო

ორბანმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და ევროკავშირთან ბრძოლას ისეთ საკითხებზე გააგრძელებს, როგორიც მიგრაციაა

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და ევროკავშირთან ბრძოლას ისეთ საკითხებზე გააგრძელებს, როგორიც მიგრაციაა.

ანტონიუ კოშტა

17 ივნისი 2026, 18:59

მსოფლიო

EURACTIV: ევროკავშირი მოსკოვთან „საკომუნიკაციო არხების“ გახსნას ცდილობს - ანტონიუ კოშტამ არაფორმალური არხი აამუშავა

ევროკავშირმა კრემლთან კონტაქტის დამყარება დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ახალი იმპულსი ეძლევა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2026, 18:48

მსოფლიო

CNN: ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის მსოფლიო ფასების დინამიკა განსაზღვრავს იმას, დააწესებს თუ არა აშშ ხელახლა სანქციებს რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვებზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის მსოფლიო ფასების დინამიკა განსაზღვრავს იმას, დააწესებს თუ არა აშშ ხელახლა სანქციებს რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

17 ივნისი 2026, 18:27

მსოფლიო

უკრაინული მედია: ბულგარეთმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს, მასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს შეყვანის გამო

ბულგარეთმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს, მასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს შეყვანის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირის ორ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

თორნიკე ფაღავა

17 ივნისი 2026, 18:22

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის შანსს და შესაძლებლობას ხედავს მშვიდობაში

ვიღაცები ფსონს დებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ომში, „ქართული ოცნება“ ფსონს დებს მშვიდობაში. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ოღონდ, ამას ჩვენ გავაკეთებთ მშვიდობის გზით,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა".

17 ივნისი 2026, 18:16

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს

საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.

ჯეი დი ვენსი

17 ივნისი 2026, 18:16

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: აშშ მოუწოდებს პაკისტანსა და კატარს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის გასაჯაროების ნება დართონ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს პაკისტანსა და კატარს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის გასაჯაროების ნება დართონ.

ბიძინა გიორგობიანი

17 ივნისი 2026, 18:13

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირი არ არის დედამიწაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. მათ ჰგონიათ, რომ ის სამყაროს ცენტრია და ამ დროს ეს ასე არ არის

მოულოდნელი და ახალი ამ რეზოლუციაში არაფერი ყოფილა, უკვე ოთხი წელია შევეჩვიეთ მსგავს რეზოლუციებს. ეს დაკავშირებულია სწორედ იმ პოლიტიკასთან, რომელიც გააჟღერა მარტა კოსმა იმ განცხადებასთან ერთად, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2026, 18:10

მსოფლიო

ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ ინვესტიციას ჩადებს ირანის აღდგენის ფონდში, რომლის მოცულობაც 300 მილიარდ დოლარს შეადგენს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ ინვესტიციას ჩადებს ირანის აღდგენის ფონდში, რომლის მოცულობაც 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, და დასძინა, რომ მას არც ყურის ქვეყნებისთვის უთხოვია საინვესტიციო ვალდებულებების აღება.

თორნიკე ფაღავა

17 ივნისი 2026, 18:09

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში შეიტყო, რომ ხვალ აღარ იქნება თავმჯდომარე და აპირებენ ახალი თავმჯდომარის არჩევას და ეს ყველაფერი მოხდება ერთი კაცის ბრძანებით ციხიდან. სასაცილოა უბრალოდ მათი მხრიდან შიდა პარტიულ დემოკრატიაზე საუბარი. რაც შეეხება ალიანსს, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ ალიანსმა 26 მაისი ვერ გადალახა

ასე ხდება, როდესაც ადამიანებს არ აქვთ იდეოლოგიური ერთობა, ასე ხდება, როდესაც ადამიანები არ არიან ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებზე, ასე ხდება, როდესაც ისინი ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ოპოზიციაში არსებულ არეულობას.

17 ივნისი 2026, 18:01

სამართალი

გიორგი პატარიძე: დაცვის მხარემ პენიტენციურ დაწესებულებას მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით მიმართა 3 ივნისს და, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც მათ გაეგზავნათ პასუხი

სიცრუეა, თითქოს, დაახლოებით, ორი კვირის წინ მოგვმართეს წერილით და დღემდე არ აქვთ მიღებული პასუხი მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით. მათ 3 ივნისს მიმართეს №5 პენიტენციურ დაწესებულებას და უკვე, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც გაეგზავნათ პასუხი პენიტენციური დაწესებულებიდან, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას უფლებადამცველის ბრიფინგის საპასუხოდ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

17 ივნისი 2026, 18:01

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანია, სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება.

გოგა ხაინდრავა

17 ივნისი 2026, 18:00

სამართალი

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის თაობაზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის თაობაზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

გიორგი პატარიძე

17 ივნისი 2026, 17:57

პოლიტიკა

გიორგი პატარიძე: რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ელენე ხოშტარიამ ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს და უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია, 9 ივნისს კი ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები

ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომდა თურქეთის მხარისგან მათ მიიღეს სამედიცინო რეკომენდაციები და გადმოსცეს პენიტენციურ სამსახურს. ეს რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია; 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს კვლევის შემდგომი კონსულტაცია და უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა, – ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატების განცხადებას.

ცოტნე გეგეჭკორი

17 ივნისი 2026, 17:54

პოლიტიკა

ცოტნე გეგეჭკორი: ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს

ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს, - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „EURO ანატომიის“ წამყვანი ცოტნე გეგეჭკორი.

თორნიკე ფაღავა

17 ივნისი 2026, 17:53

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: მარტა კოსი და მოქმედი ევრობიუროკრატია ცდილობენ დაყონ ევროკავშირის წევრები და მომავალი წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ქვეყნებად

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, ამ განცხადების მოსმენის შემდეგ პირველი რაც გამახსენდა, არის ჯორჯ ორუელის ძალიან მნიშვნელოვანი ალეგორიული ნაწარმოები „ცხოველები ფერმა“, სადაც მთავარი გზავნილი არის, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ევროკავშირი იპოვის საკუთარ თავში იმის ძალას, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს, რადგან ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ფუნდამენტს, მთავარ იდეას ეწინააღმდეგება. მაგრამ ზოგადად, ევრობიუროკრატიის მხრიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ დამოკიდებულება ძალიან კარგად არის ფორმულირებული მარტა კოსის ამ განცხადებაში. მარტა კოსი და მოქმედი ევრობიუროკრატია ცდილობენ დაყონ ევროკავშირის წევრები და მომავალი წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ქვეყნებად. როგორც ვხვდებით, ჩვენ ალბათ მეორეხარისხოვნების კალათაში მოგვიაზრებენ. მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ევროკავშირთან ურთიერთობებს და ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ იმას, რომ ევროკავშირი დაიბრუნებს თავის პირვანდელ ფორმას და ქალბატონი კოსის განცხადება დარჩება მხოლოდ განცხადებად და მას არ მიეცემა შემდეგი მსვლელობა“, - განაცხადა ფაღავამ.

17 ივნისი 2026, 17:52

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ევროპარლამენტის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები არის გულდასაწყვეტი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი წონა არ გააჩნია

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიში ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავამ „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ ეს „კინო“ მრავალჯერ ნახა და მსგავსი ტიპის რეზოლუციებს ყავლი გაუვიდა.

შოთა ბერეკაშვილი

17 ივნისი 2026, 17:36

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა

ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, - ასე უპასუხა „ქრონიკასთან“ საუბრისას ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.

17 ივნისი 2026, 17:36

პოლიტიკა

ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ლევან სანიკიძის მიმართ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მოსამართლემ მოქალაქე გია კაჭკაჭურს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა და კაჭკაჭური კანონდამრღვევად ცნო. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა.