გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჰარვი ვაინშტეინი ბიზნეს შეხვედრაზე ქალს სექსუალურად ავიწროებს
ფოტო: youtube
ტელეკომპანია Sky News-მა ამერიკელი მელისა ტომპსონის მიერ გადაღებული საიდუმლო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც მან ჰოლივუდელ პროდიუსერთან ჰარვი ვაინშტეინთან შეხვედრის დროს ჩაიწერა. ვაინშტეინს ათობით ქალზე სექსუალური ძალადობა და სექსუალური შევიწროება ედება ბრალად.
ვიდეოში ჩანს, როგორ ეხება ვაშინტეინის ტომპსონს მას სექსუალურს უწოდებს და სასტუმროში პატიჟებს. ტომპსონი აცხადებს, რომ სასტუმროში ვაინშტეინმა ის გააუპატიურა. 2018 წლის ივნისში, ტომპსონმა ვაინშტეინს უჩივლა.
ტომპსონისა და ვაინშტეინის შეხვედრა ნიუ-იორკში 2011 წლის სექტემბერში პროდიუსერის ოფისში შედგა. ქალს The Weinstein Company-სთვის ვიდეოპლატფორმის და თავისი კომპანიის ანალიტიკური სერვისის წარდგენა სურდა. ტომპსონს ვაინშტეინი ადრეც შეხვდა, თუმცა ეს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.
ქალმა ვაინშტეინთან შეხვედრა ვიდეოზე ჩაიწერა, თუმცა იცოდა თუ არა ამის შესახებ თვითონ პროდიუსერმა, ტელეკომპანია არ აზუსტებს.
როგორც ტომპსონი ამბობს, ის ფიქრობდა და The Weinstein Company-ს მარკეტინგის წარმომადგენელს შეახვედრებდნენ, თუმცა ოთახში თვითონ ვაინშტეინი შევიდა. ვიდეოზე ისმის, რომ ოთახში შესვლის წინ, კაცი ამბობს: "ხელი არ შეგვიშალოთ". შემდეგ ტომპსონი ვაინშტეინს ხელს უწოდებს, თუმცა ვაინშტეინი ეხუტება და ზურგზე ეფერება.
ვიდეოზე ჩანს, რომ ქალი ცდილობს საქმეზე ილაპარაკოს, თუმცა ვაინშტეინი მხარზე ეფერება. "ცხელი ამბავია არა?", - ეკითხება ქალი, პროდიუსერი ეთანხმება და აღნიშნავს, რომ "გოგოც ცხელია". ტომპსონი ამბობს, რომ ამ მომენტში ვაინშტეინმა მას ხელი კაბის ქვეშ შეუსრიალა და უთხრა: "მომეცი ცოტა. მომეცი. კარგია? გინდა კიდე?". ამაზე ტომპსონი პასუხობს, რომ ეს ზედმეტია, ხოლო ვაინშტეინი ეუბნება, რომ მისი ვიდეოპლატფორმის ყიდვისთვის მზადაა.
Sky News-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ეფლირტავებოდა თუ არა თავადაც ვაინშტეინს, ქალი აცხადებს, რომ არა. მისი თქმით, ის უფრო დაბნეული იყო და ცდილობდა ყველაფერი იუმორში გაეტარებინა.
ვიდეოს ბოლოს, ვაინშტეინი გოგოს სასტუმროში ეპატიჟება. ტომპსონი ამბობს, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ იქ შეთანხმებას დადებდნენ. "მას მის ნომერში არ დავუპატიჟებივარ და არც ძალიან გვიან ღამით. მან სასტუმროში კაფეში დამპატიჟა, რომელიც მის ოფისთან ახლოს იყოს. მე ვიფიქრე, რომ ეს უფრო უსაფრთხო იქნებოდა, ვიდრე მისი ოფისი", - თქვა ტომპსონმა.
ცნობილია, რომ ამის შემდეგ, ვაინშტეინმა ტომპსონი სასტუმროში გააუპატიურა.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.
ყველა სიახლე
21 ივლისი 2026, 09:35
კულტურა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ თეატრის გუნდი, ორკესტრი და მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო ვარსკვლავები.
21 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
დაუნინგ სტრიტი: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს, დონალდ ტრამპს ელაპარაკა და თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულება დაუდასტურა, - ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
21 ივლისი 2026, 09:07
მსოფლიო
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს. მოძრაობის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოძრაობა იტოვებს უფლებას, საუდის არაბეთის ქმედებების საპასუხოდ, „ყოვლისმომცველი ესკალაცია“ განახორციელოს.
21 ივლისი 2026, 08:57
საზოგადოება
ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს
ლეჩხუმში 3 000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს. ლითონის დნობის საქმიანობასთან დაკავშირებული კომპლექსი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მიერ ძვ.წ XIII-IX საუკუნეებით არის დათარიღებული, თავისი მასშტაბით ყველაზე დიდია კოლხეთში აქამდე ცნობილ მსგავს სახელოსნოებს შორის და სრულყოფილად ასახავს ლითონის დნობის რთულ პროცესს.
21 ივლისი 2026, 08:52
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა - ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა უმასპინძლა
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის თურქეთში, კუნძულ ქინალიადაზე, საერთაშორისო ბანაკი ამოქმედდა, რომელშიც სოფელ ფერიაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები მონაწილეობენ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს და მონაწილე ახალგაზრდებს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა უმასპინძლა. ბანაკები მეხუთე წელია ეწყობა.
21 ივლისი 2026, 08:47
სამართალი
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. დაკავებულს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
21 ივლისი 2026, 08:40
რეგიონი
თელავში ე.წ. დამბების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
თელავში სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობის ე.წ. „დამბების" გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის-ახმეტა-ყვარლის და ლაგოდეხის დელეგატმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
21 ივლისი 2026, 08:33
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
21 ივლისი 2026, 08:27
რეგიონი
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა
თუშეთში, შენაქო-დიკლოს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა განახლდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, აღდგენილია ხიდი, რომელიც შენაქოსა და დიკლოს აკავშირებს ომალოსთან და ბართან.
21 ივლისი 2026, 08:20
რეგიონი
ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან
ლენტეხში, სტიქიის ზონაში დღეს გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნობიან. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, არც ერთი სოფელი, გარე სამყაროს მოწყვეტილი არ არის. სასმელი წყალი არ მიეწოდება სოფელ დურიშს, რადგან მეწყერმა მილები დააზიანა.
21 ივლისი 2026, 08:08
საზოგადოება
თბილისში, მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა - ქალაქის მასშტაბით მოძრაობა აღდგენილია
ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემა შექმნა. წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთებზე გართულდა ავტომობილებით გადაადგილება.
21 ივლისი 2026, 03:26
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი
„უხვი ნალექიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციამ ქალაქის მერიასთან ერთად ეფექტურად იმოქმედა. პრევენციულად დაიკეტა შესაბამისი ლოკაციები, სადაც იყო მაღალი წყლის ნაკადი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ფეისბუქლაივში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
21 ივლისი 2026, 02:53
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი: მერიის ყველა სამსახური, გამგეობები, ინფრასტრუქტურის სამსახური, თბილსერვისი პრობლემის დაწყებისთანავე გამოსულები ვართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება
მერიის ცხელ ხაზზე შემოსული არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ გვრჩება, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ვიდეომიმართვისას. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი კახა კალაძე.
21 ივლისი 2026, 02:35
საზოგადოება
კახა კალაძე: ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, ყველა ჩვენი უწყების თანამშრომელი გამოსულია ქუჩებში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც საჭიროება და აუცილებლობაა
„ძლიერმა წვიმამ ქალაქის ზოგიერთ რაიონში, კონკრეტულ ქუჩებზე შექმნა პრობლემები. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.
21 ივლისი 2026, 02:02
მსოფლიო
POLITICO: FBI-ს დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს
გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი მიმდინარე წლის ბოლოს, სავარაუდოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში, რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 00:23
მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბი სირსკის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს
ჭორები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის სავარაუდო გადაყენების შესახებ ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა, თუმცა უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ეს ცნობები უარყო, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით.
20 ივლისი 2026, 22:57
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
20 ივლისი 2026, 22:29
მსოფლიო
ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას ნეთანიაჰუს არ დააკავებენ, მიუხედავად მამდანის მცდელობისა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას არანაირი ფორმით და არავითარ შემთხვევაში არ დააკავებენ“.
20 ივლისი 2026, 21:28
ეკონომიკა
თორნიკე სულაბერიძე: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება
ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება, - ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
20 ივლისი 2026, 21:25
მსოფლიო
ტრამპი: ყოველ ჯერზე, როდესაც ირანი ამერიკელ ჯარისკაცს მოკლავს, ისინი ამ მკვლელობისთვის მრავალჯერადად აგებენ პასუხს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა და განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ ყოველ თავდასხმას მკაცრი და მრავალჯერადი პასუხი მოჰყვება.


