imedi /  22 სექტემბერი 2018, 16:16 / სანდო წყარო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ტერაქტზე თეირანს მკაცრი რეაქცია ექნება

ჯავად ზარიფი

ჯავად ზარიფი

ირანში სამხედრო აღლუმზე თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 24  ადამიანი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დაღუპლთა შორის არიან ქალები და მცირეწლოვანი ბავშვებიც.

ინციდენტი ირანის სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ აჰვაზში მოხდა. ირკვევა, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა თავდამსხმელებმა სროლა ერთ - ერთი დასასვენებლი პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს, რის შემდეგაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

შეტაკებისას პოლიციამ 2 ეჭვმიტანილი დააკავა, მათგან ერთი დაშავებულია. თეირანში აცხადებენ, რომ თავდამსხმელები სავარაუდოდ საუდის არაბეთის მითითებით მოქმედებდნენ.

პარალელურად, ოფიციალური განცხადება გააკეთა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში რეგიონული ტერორიზმის სპონსორები და მისი ამერიკელი წამქეზებლები მოქმედებენ. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად ირანი გადამწყვეტ და ოპერატიულ ნაბიჯებს გადადგამს.

ირანი ქვეყნის მასშტაბით 1980 წელს ერაყთან ომის დაწყებას ზეიმობს, რომელსაც სამხედრო აღლუმით რამდენიმე ქალაქში აღნიშნავს. „ირან-ერაყის ომად“ ცნობილი ბრძოლა ორივე ქვეყანას უდიდესი ადამიანური რესურსისა და ეკონომიკური ზარალის ფასად დაუჯდა. 

აჰვაზი, ის ქალაქია, სადაც გასულ წელს ანტისახელმწიფოებრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. 

„ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტერაქტი, ირანში 2017 წელს თეირანში მოხდა

რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს ირანი და ისრაელი? ამ თემაზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ imedinews-ის მიერ მომზადებული თემა.

ყველა სიახლე

Tesla

22 აპრილი 2019, 10:48

ტექნოლოგიები

Tesla ჩინეთში პარკინგზე მოულოდნელად მანქანის დაწვის მიზეზებს სწავლობს

კომპანია Tesla-ს განცხადებით, ისინი სწავლობენ ვიდეოს, რომელზეც ჩანს თუ როგორ იწვის სავარაუდოდ ავტომწარმოებლის ერთ-ერთი მანქანა შანხაიში. მომხდარის გამო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. Tesla-ს არ დაუკონკრეტებია მანქანის რომელი მოდელია ვიდეოზე აღბეჭდილი, თუმცა მედიის თქმით ეს Model S-ია.

სამხედრო

22 აპრილი 2019, 10:47

მსოფლიო

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ირანის არმიის ელიტური ჯგუფი გენერალმა ჰოსეინ სალამმა ჩაიბარა. მანამდე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2007 წლიდან მოჰამად ალი ჯაფარი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ლიბია

22 აპრილი 2019, 10:27

მსოფლიო

ლიბიაში სამხედრო დაპირისპირებას ბოლო კვირაში 227 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიაში სამხედრო დაპირისპირების გამო ბოლო კვირის განმავლობაში 227 ადამიანი დაიღუპა, 1125 კი დაიჭრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სამხედრო დაპირისპირების გამო ქვეყანაში 30 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია.

ბანფის ეროვნულ პარკი

22 აპრილი 2019, 10:19

მსოფლიო

კანადის ეროვნულ პარკში სამი პროფესიონალი მთამსვლელი დაიღუპა

ჯგუფის დაკარგვის შესახებ პირველი ინფორმაცია გასულ კვირაში გავრცელდა, მოგვიანებით ითქვა რომ ისინი სავარაუდოდ დაიღუპნენ თუმცა სამძებრო სამუშაოებს უამინდობა ართულებდა. კანადელი ოფიციალური პირების თქმით, მათ მიერ არჩეული მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია ამ მთებში.

22 აპრილი 2019, 10:16

მსოფლიო

სუდანში დემონსტრანტებმა სამხედრო საბჭოსთან კავშირი გაწყვიტეს

სუდანში აქციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ სამხედრო საბჭოსთან, რომელმაც პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი გადააყენა, კავშირი გაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ საბჭო ალ-ბაშირის რეჟიმის ნაწილია.

ლელა ქსოვრელი

22 აპრილი 2019, 10:11

ძალოვნები

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დედის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს. თუმცა, გამოძიებისას მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

კონცერტი

22 აპრილი 2019, 10:01

კულტურა

თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა საპრეზენტაციო კონცერტი გამართა

ახალშექმნილმა ორკესტრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია, ხოლო დირექტორი კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე, საზოგადოებას საკმაოდ რთული პროგრამა წარუდგინა. კონცერტზე ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.

თელავის საავადმყოფო

22 აპრილი 2019, 09:58

საქართველო

პანკისში დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის საავადმყოფოში 16 ადამიანი რჩება

მათ შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ და ახლა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში მყოფ პაციენტებს, რომელთა ძირითადი ნაწილი პოლიციელია თავის ტვინის დახურული ტრავმა და სხეულის სხვა დაზიანებები აღენიშნება. ექიმის თქმით, პაციენტების ნაწილი სავარაუდოდ, დღესვე გაეწერება.

22 აპრილი 2019, 09:44

ტექნოლოგიები

Samsung-მა ჩინეთში დასაკეცეკრანიანი სმარტფონის წარდგენა გადადო

2,000-დოლარიანი სმარტფონი მანამდე ამერიკელ ჟურნალისტებს დასატესტად მისცეს. თუმცა, სულ ცოტა სამი ამერიკელი ჟურნალისტისა და ბლოგერის Samsung Galaxy Fold-ის დასაკეც სმარტფონებს, 2 დღეში ეკრანები გაუფუჭდათ.

22 აპრილი 2019, 09:35

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის სახელწოდების ცვლილების შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 74 პროცენტი. არსებული მონაცემებით, მოქალაქეების 42- მა პროცენტმა ხმა სტევ პენდაროვსკის მისცა.

22 აპრილი 2019, 09:25

მსოფლიო

ცესკო: ზელენსკის ხმათა 73 პროცენტი აქვს

უკრაინაში ბიულეტენების 90 პროცენტი დათვლილია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს შედეგი უპრეცედენტოა.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია სავარაუდოდ 30 აპრილს გამოაცხადებს.

მეგან მარკლი  დორია რეგლანდი

22 აპრილი 2019, 09:14

ტაბლოიდი

მეგან მარკლი მშობიარობისთვის ემზადება, დედამისი უკვე ლონდონშია

ტაბლოიდების მიხედვით, მომავალი ბებია, რომელიც 62 წლისაა, საკმაოდ ბედნიერია, რომ 37 წლის მარკლსა და 34 წლის პრინც ჰარის პირველი შვილი ეყოლებათ. ჯერჯერობით უცნობია ბავშვის სქესი. თუმცა, მედიაში წერენ, რომ სამეფო ოჯახში გოგოს ელოდებიან.

მამუკა ბახტაძე

22 აპრილი 2019, 09:03

საქართველო

მამუკა ბახტაძე ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერებიც ულოცავენ. მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე, ზელენსკის გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა. უკრაინის საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული პირველადი ოფიციალური მონაცემით, ვოლოდიმირ ზელენსკის 73% უჭერს მხარს.

22 აპრილი 2019, 08:53

საქართველო

ნაციონალები სუსის ანგარიშის მოსმენაზე პანკისში არსებულ ვითარებაზე დასვამენ კითხვებს

"მაშინ, როდესაც სუსი თავის რესურსებს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, ოპოზიციის დევნისთვის, რეალურად ქვეყანაში არის უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები და ამ გამოწვევებს ვერ უმკლავდებიან თუ არ უმკლავდებიან სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, მათ შორის სუსი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

იუსტიციის საბჭო

22 აპრილი 2019, 08:50

საქართველო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

განსახილველ საკითხებს შორისაა საშტატო ნუსხის განსაზღვრა. საუბარია სიღნაღის რაიონული სასამართლოს საშტატო ნუსხაში რამდენიმე ერთეულის დამატებაზე. ასევე ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოების პალატებისა და კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრაზე.

პარლამენტი

22 აპრილი 2019, 08:47

საქართველო

პარლამენტში დღეს სუსის 2018 წლის საქმიანობაზე ანგარიშის განხილვაა დაგეგმილი

ლილუაშვილის მოსმენა სამი კომიტეტის თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იგეგმება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27-გვერდიანი ანგარიში პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა.

ეკლესია

22 აპრილი 2019, 08:38

მსოფლიო

შრი-ლანკაზე დაღუპულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა

გუშინვე შრი-ლანკაზე, ბანდარანაიკეს აეროპორტში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის მასშტაბით 8 ადგილზე აფეთქება მოხდა. შრი-ლანკის მთავრობამ მომხდარი აფეთქებების შემდეგ სოციალურ მედიაზე წვდომა დაბლოკა.

პეტრო პოროშენკო

22 აპრილი 2019, 08:32

მსოფლიო

პოროშენკო: ვტოვებ პრეზიდენტის პოსტს, თუმცა არ მივდივარ პოლიტიკიდან

"ამ მძიმე პირობებში ჩვენი მთავარი მიზანი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება იყო. მე მზად ვარ დავეხმარო ახალ პრეზიდენტს მისი სურვილის შემთხვევაში. მზად ვარ, სამუშაო გავწიო საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად. დიდება გმირებს,“- თქვა პოროშენკომ.

22 აპრილი 2019, 08:25

მსოფლიო

თურქეთში ოპოზიციის ლიდერს თავს დაესხნენ. ვიდეო

შემთხვევა თურქი სამხედროს დაკრძალვის ცერემონიაზე მოხდა. მოგვიანებით, ქემალ კილიჩდარ-ოღლუ დაცვის წევრებმა ერთ ერთ საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც უცნობმა ადამიანებმა ფანჯრებს ქვები დაუშინეს. ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 აპრილი 2019, 08:19

მსოფლიო

ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

დონალდ ტრამპსა და უკრაინის ახალ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა. თეთრი სახლის ლიდერმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი კიევის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.