imedi /  23 სექტემბერი 2018, 16:42 / სანდო წყარო

აშშ-მა და გაერომ ირანის სამხედრო აღლუმზე თავდასხმა დაგმეს

თავდასხმა

აშშ-ის და გაეროს ოფიციალურმა პირებმა დაგმეს ირანში გამართულ სამხედრო აღლუმზე თავდასხმა, რომელსაც, სახელმწიფო მედიის ცნობით, ემსხვერპლა სულ მცირე 25 ადამიანი, დაიჭრა 60. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

"ჩვენ ირანის ხალხის გვერდით ვართ რადიკალური ისლამური ტერორიზმის პრობლემის წინააღმდეგ და მათ ვუთანაგრძნობთ ამ საშინელ დროს" - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში. 

ამ თავდასხმაში ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა და პრეზიდენტმა აშშ-ის "მარიონეტები", კერძოდ კი სპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულეს.

ირანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომხდარი ტერაქტის გამო, ევროპის 3 ქვეყნიდან ელჩები გაიწვია. ლაპარაკია ნიდერლანდებზე, დანიასა და დიდ ბრიტანეთზე. როგორც თეირანში აცხადებენ, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, კონკრეტულად ვისზე ან რა დაჯგუფებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო მონაცემებით, 22 სექტემბერს სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ჯარისკაცებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც არიან. მათ შორის ერთი ბავშვია. 

ირანში, სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ყველა სიახლე

ნიკა მელია

20 მაისი 2019, 01:19

საქართველო

მელია სააკაშვილის მოწოდებაზე: არ შეიძლება, ემოციურ ფონზე გაკეთდეს განცხადებები

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ზესტაფონში მეორე ტურს ვარაუდობს. ზუგდიდში კი, მელიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ პროცენტები დაწეროს. პოლიტიკოსის შეფასებით, „თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ჰქონდა გეგა შენგელიას“.

არჩევნები

20 მაისი 2019, 01:09

საქართველო

აბასთუმანში წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

აბასთუმანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გენადი ბოლქვაძემ გაიმარჯვა. გენადი ბოლქვაძეს ნდობა 584 ადგილობრივმა გამოუცხადა, რაც არჩევნებში მონაწილე პირთა 93%-ია. 38 ხმა კი დანარჩენ 8კანდიდატზე გადანაწილდა.

ვახტანგ ბერიძე

20 მაისი 2019, 00:58

საქართველო

ხულოში 54-ივე უბნის მონაცემებით მმართველი გუნდის კანდიდატმა გაიმარჯვა

ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 54-ვე უბნის მონაცემები შევიდა. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძემ გაიმარჯვა. მან ხმების 70,9 პროცენტი აიღო, კერძოდ 9 909 ხმა. კენჭისყრაში სულ 14 163 ამომრჩეველი მონაწილეობდა, აქედან 187 ხმა ბათილია.

ელენე ქებაძე

20 მაისი 2019, 00:58

სპორტი

ქართველმა სამბისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

მთლიანობაში საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატის პირველ დღეს ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68 კგ) და ლევან ბერბერაშვილი (52 კგ) გახდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

მიხეილ ბენიძე

20 მაისი 2019, 00:46

საქართველო

სამართლიანი არჩევნები: კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ პრესკონფერენცია გამართა.

ლადო კახაძე

20 მაისი 2019, 00:42

საქართველო

ლადო კახაძე: დარწმუნებული ვარ რომ მეორე ტურში მოსახლეობის მეტი აქტივობა იქნება

მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის მეტი აქტივობა დაფიქსირდება. კახაძე დაბალ აქტივობას იმით ხსნის, რომ „ალბათ, ადამიანებმა იფიქრეს, რომ ისედაც შესაძლებელი იყო წარმატების მიღწევა“.

მიხეილ სააკაშვილი

20 მაისი 2019, 00:40

საქართველო

სააკაშვილი: მე და სანდრა არ დავიღლებით, ხვალიდან ქმედება იწყება

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით მორიგი Facebook-ლაივი გამართა, სადაც თქვა, რომ სანდრა რულოვსი და თვითონ არ დაიღლებიან და ხვალიდან იწყება ქმედება.

საფეხბურთო კლუბი „ვიტ-ჯორჯია“

20 მაისი 2019, 00:38

ძალოვნები

სუს-მა „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე ფეხბურთელი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საფეხბურთო კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ რამდენიმე მოთამაშე დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს უწყებაში დაუდასტურეს. დაკავებული ფეხბურთელების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. სავარაუდოდ, საქმე გარიგებულ მატჩებს უკავშირდება.

Huawei

20 მაისი 2019, 00:31

ტექნოლოგიები

მედია: Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა

Reuters-ის ექსკლუზივის ირგვლივ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ Google-სა და Huawei-ს. წინასწარი ინფორმაციით, Huawei-ს აეკრძალება წვდომა Android-ის ღია კოდის პროექტზე (ASOP), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის გარეთ არსებული Huawei-ს სმარტფონები Google-ის აპლიკაციების მაღაზიიდან (Google Play) განახლებას ვეღარ მიიღებენ.

სანდრა რულოვსი

20 მაისი 2019, 00:23

საქართველო

სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მზად არის

„ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი ზუგდიდში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მზად არის. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მაისი 2019, 00:15

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სანდრა რულოვსს: დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს მეუღლეს, ჩვენ ქვეყანას მივხედავთ

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი ოპოზიციური ძალა და ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია.

იაგო ხვიჩია

19 მაისი 2019, 23:57

საქართველო

იაგო ხვიჩია: ეს არჩევნები წავაგეთ

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მთაწმინდაზე ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებს. მისი თქმით, ორი ძალა ინარჩუნებს დომინანტობას.საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა.

გიგა ბოკერია

19 მაისი 2019, 23:54

საქართველო

ბოკერია: მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „წინასწარი მონაცემებით, ოქროყანის გარეთ, მთაწმინდაზე და ვერაზე შალვა შავგულიძე ლიდერობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 23:44

საქართველო

კობახიძის თქმით, მარნეულსა და ზუგდიდში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათმა მერობის კანდიდატმა, გეგა შენგელიამ ზუგდიდში ამ დროისთვის ხმათა 54.08% დააგროვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

თორნიკე რიჟვაძე

19 მაისი 2019, 23:33

საქართველო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნაციონალებს: „ჩაო“

კითხვაზე, იყო თუ არა ხულოში მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს დამსახურება, სადაც ხულოში სამხატვრო გალერეას არსებობა ცინიკურად მოიხსენია, რიჟვაძის თქმით, "შედეგმა უპასუხა იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო".

შუალედური არჩევნები

19 მაისი 2019, 23:13

ძალოვნები

შსს: არჩევნებთან დაკავშირებით დაკავებული ხუთივე პირი თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი 5 პირი, ისინი უკვე გამოუშვეს.

მამუკა ბახტაძე

19 მაისი 2019, 23:04

საქართველო

ბახტაძე: ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები, მთაწმინდაზე სავარაუდოდ მეორე ტური იქნება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. „იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ მეორე ტური იქნება“, - თქვა ბახტაძემ.

სანდრა რულოვსი

19 მაისი 2019, 22:57

საქართველო

სანდრა რულოვსი: არ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩვენ პირველი ტური გვაქვს მოგებული

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მეორე ტური საჭირო არ იქნება, რადგან პირველივე ტურში იმარჯვებს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა განმუხურში განაცხადა. სანდრა რულოვისის თქმით, მას უბნებიდან "ძალიან კარგი ციფრები" მისდის.

სალომე ზურაბიშვილი ქეთი მელუა

19 მაისი 2019, 22:36

კულტურა

ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ მუსიკოსი ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე განცხადების შეტანას აპირებს, რაც პრეზიდენტის თქმით მას "აუცილებლად დაუკმაყოფილდება".

ახმეტის 24-ე საარჩევნო უბანი

19 მაისი 2019, 22:22

საქართველო

პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

მთლიანობაში რეგისტრირებული 1,220 ამომრჩევლიდან დღეს საკუთარი არჩევანი 617-მა მოქალაქემ გააკეთა. ახმეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. ხეობაში ორი საარჩევნო უბანი სოფელ ხალაწანსა და ომალოში იყო გახსნილი. მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.