imedi /  24 სექტემბერი 2018, 15:37 / სანდო წყარო

ერდოღანი ამბობს, რომ სირიის საკითხზე პუტინთან უთანხმოება აქვს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი  ვლადიმერ პუტინი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ვლადიმერ პუტინი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ იგი წინააღმდეგია ყოველგვარი მცდელობისა „ტერორისტებად“ გამოაცხადონ სირიის ზომიერი ოპოზიცია, გაანადგურონ იგი, ან ჩამოაშორონ სირიის კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების პროცესს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ამის შესახებ ერდოღანის წერილში წერია, რომელიც რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მის ქვეყანას რუსეთისგან განსხვავებული მიდგომა და პოზიცია აქვს ასევე სირიის პროვინცია იდლიბის გარშემო არსებული კრიზისის თაობაზე.

თუმცა, თურქეთის პირველი პირი მნიშვნელოვანს უწოდებს რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს დემილიტარიზებული ზონის შექმნას ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან არიდებისათვის.

ამ წერილის ფონია, რუსეთის გადაწყვეტილება ორი კვირის განმავლობაში მიაწოდოს სირიის არმიას С-300 კლასის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. ეს გადაწყვეტილება კრემლმა მიიღო მას შემდეგ, რაც სირიაში სამხედრო თვითმფრინავ „ილ 20" -ის ჩამოდგებაში მოსკოვმა პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.

7 სექტემბერს თეირანში სირიის საკითხზე რუსეთის, თურქეთისა და ირანის სამმხრივი სამიტი გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის დროს კოორდინირებულად იმოქმედებენ.

იდლიბის პროვინცია სირიაში ბოლოა, რომელსაც სამთავრობო ჯარები ვერ აკონტროლებენ. აქ დეესკალაციის ზონა იყო შექმნილი, სადაც შეიარაღებულ ოპოზიციას ოჯახებით შეეძლო ევაკუაცია.

სირიის სახელისუფლებო ძალებმა რუსი სამხედროების მხარდაჭერით იდლიბის პროვინციაზე მორიგი ავიადარტყმები 9 სექტემბერს განახორციელეს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

გრიპის ვირუსი

17 დეკემბერი 2018, 18:42

საქართველო

ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსის პრევენციისთვის რჩევებს იძლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსის თავიდან ასარიდებლად, პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს.

კახა კალაძე

17 დეკემბერი 2018, 18:28

საქართველო

წინასაახალწლოდ გარევაჭრობისთვის თბილისში ადგილები გამოიყოფა

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, რომელიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კეთილმოწყობილი იქნება და ამ ადგილებით უფასოდ ისარგებლებენ.

ანდრეი ბაბიში

17 დეკემბერი 2018, 18:19

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერმინისტრი მიგრანტების შესახებ გაეროს შეთანხმების წინააღმდეგია

64 წლის პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მიგრაციის და ლტოლვილთა მიღების საკითხებში პოლიტიკას საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა განსაზღვრავდნენ, რადგან ეს საკითხები სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა.

შსს

17 დეკემბერი 2018, 18:13

ძალოვნები

შსს-ში დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს.

გერმანიის პოლიცია

17 დეკემბერი 2018, 17:50

მსოფლიო

გერმანულ პოლიციაში ნეონაცისტები გამოააშკარავეს

ჯგუფში 4 კაცი და 2 ქალი იყო გაერთიანებული. გამოძიების თანახმად, ისინი ერთმანეთს გერმანიაში აკრძალულ ნაცისტურ სიმბოლოებს უგზავნიდნენ და უცხოელებისა და შშმ პირების მიმართ სიძულვილს გამოხატავდნენ. ამ დროისთვის ყველა მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვს და მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

პარლამენტი

17 დეკემბერი 2018, 17:48

საქართველო

ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კახეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით იკამათეს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაურის ფონზე განიხილეს ინაუგურაციის დღეს, კახეთში ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული საპროტესტო აქცია და თანმდევი მოვლენები. მომხდარში უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებდა.

სოციალური მედია

17 დეკემბერი 2018, 17:42

ტექნოლოგიები

კვლევა: რუსეთმა აშშ-ის არჩევნებში ჩასარევად ყველა მსხვილი სოცქსელი გამოიყენა

The Washington Post-მა გამოაქვეყნა მოპოვებული დაუსრულებელი დოკუმენტის ნაწილი, რომელშიც YouTube-ი, Tumblr-ი, Instagram-ი, Facebook-ი და Twitter-ი მოხვდა. ლაპარაკია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევაზე. კვლევა ოქსფორდის უნივერიტეტისა და სოციალურ-ანალიტიკური კომპანია Graphika-ს ერთობლივი მუშაობის საფუძველზე ჩატარდა.

გიგა ოთხოზორია

17 დეკემბერი 2018, 17:37

საქართველო

სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ოთხოზორიას ოჯახის სარჩელის განხილვაში საქართველოც შეიძლება ჩაერთოს

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სტრასბურგის სასამართლოში გიგა ოთხოზორიას ოჯახის ინდივიდუალური სარჩელის განხილვაში შესაძლოა სახელმწიფოც ჩაერთოს.

დავით კირკიტაძე

17 დეკემბერი 2018, 17:19

ძალოვნები

დავით კირკიტაძე დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე კახეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. დღეს დილით, დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მისულები, კირკიტაძემ მაშინ თქვა, რომ ის თავად აპირებდა პოლიციაში მისვლას.

17 დეკემბერი 2018, 17:16

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ თაყვანისმცემლებს ფსიქოთერაპევტის დახმარება ურჩიეს

მსახიობ გვენდოლინ კრისტის, რომელიც „სამეფო კარის თამაშებში“ ბრიენა ტარტის როლს ასრულებს, მიაჩნია, რომ სერიალის ფინალის შემდეგ ფანებს ფსიქოთერაპიის სეანსი დასჭირდაბათ. ამის შესახებ პორტალი E! News-ი წერს.

კახა კალაძე

17 დეკემბერი 2018, 17:11

ეკონომიკა

თბილისის მერი დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს საკრებულოს თავად წარუდგენს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს ის თბილისის საკრებულოს თავად წარუდგენს. ამის შესახებ მან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ანა დოლიძე

17 დეკემბერი 2018, 17:07

საქართველო

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ვლადიმერ ჟირინოვსკის შეადარა

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კამათი ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივას მოჰყვა, რომლიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად ღია კონკურსის გამოცხადებას და საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ითვალისწინებს.

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

17 დეკემბერი 2018, 17:05

ტაბლოიდი

მედია: ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლიმ შობის ერთად აღნიშვნაზე უარი თქვეს

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლიმ ნორფოლკის საგრაფოში მდებარე სახლში შობის ტრადიციული არდადეგების გატარებაზე უარი თქვეს.

YouTube

17 დეკემბერი 2018, 17:04

ტექნოლოგიები

YouTube-მა მუსიკალურ აპლიკაციაზე პოპულარული ჩარტები აამოქმედა

YouTube Music-ის 29-ვე ბაზარზე ხუთი მუსიკალური ჩარტია ხელმისაწვდომი. აქედამ სამი თითოეული ქვეყნისთვის სპეციფიკური ორი კი საერთაშორისო მნიშვნელობის არის. მუსიკალური ჩარტები ყოველკვირეულად ახლდება. ცვლილება ბოლოს პლატფორმაზე მაისში განხორციელდა,

კატერინა შვარცნეგერი

17 დეკემბერი 2018, 16:59

ტაბლოიდი

მსახიობ კრის პრეტს არნოლდ შვარცნეგერის შვილთან რომანი აქვს

წყვილის რომანის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ ივნისში გავრცელდა. მოგვიანებით კი დადასტურდა, რადგან პრეტმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა და კატერინას 29 წლის იუბილე მიულოცა."შენი ღიმილი ოთახს ანათებს. მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი გამომიგზავნა”, - დაწერა კრისმა.

პარლამენტი

17 დეკემბერი 2018, 16:57

საქართველო

პარლამენტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს აღარ განიხილავს

პარლამენტიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი გაიწვიეს. უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა, რომელიც ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია, პარლამენტის ბიუროს პროექტის უკან გამოთხოვით მიმართა.

მკვლელობა

17 დეკემბერი 2018, 16:52

ძალოვნები

თემქაზე მოკლული გოგოს საქმეში მსჯავრდებულის ადვოკატმა განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი მსჯავრდებულის გამართლებას ითხოვს.

გიორგი ქობულია

17 დეკემბერი 2018, 16:51

ეკონომიკა

ქობულია: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ინვესტიციებს სავარაუდოდ 20-30%-ით გაზრდის

„ჩვენი ვარაუდით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30 პროცენტით გაიზრდება. ჩვენ ასევე გავზრდით ვაჭრობის მაჩვენებელს აშშ-სთან. ამიტომ ახალი კანონპროექტის მიმართ დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილი“.

ბათუმი

17 დეკემბერი 2018, 16:45

ეკონომიკა

National Geographic Traveler-ი: აჭარა უფრო მეტია, ვიდრე ზღვა

„წარმოიდგინეთ ლურჯ ზღვასთან, თეთრი იალქნების ფონზე სიმწვანეში ჩაფლული სახლები, ამას დაუმატეთ ლას-ვეგასი, თანამედროვე სასტუმროებით, კაზინოებით, კაფეებითა და გადატვირთული პრომინადით... და ბოლოს, გადაინაცვლეთ უძველეს, ისტორიულ ადგილებში“.

17 დეკემბერი 2018, 16:42

კულტურა

პოლ მაკარტნიმ ლონდონში სოლო კონცერტი გამართა

კონცერტის დასასრულს მან გულშემატკივრებს სიურპრიზი მოუწყო: პოლ მაკარტნის სცენაზე მუსიკალური ჯგუფის კიდევ ერთი ყოფილი წევრი რინგო სტარი შეუერთდა. მომღერლებმა დუეტში სიმღერა Get Back-ი შეასრულეს.