მიჩიგანის შტატში ავტომობილი დემონსტრანტებს დაეჯახა
8 ადამიანი დაშავდა მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტში დემონსტრანტების კოლონაში პატარა სატვირთო-სამგზავრო ავტომობილის შეჭრის შედეგად.
ქალაქში სწრაფი კვების ობიექტების თანამშრომლების აქციები მიმდინარეობს, ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ. სწორედ დემონსტრანტების ამ ჯგუფს დაეჯახა ავტომობილი. აქციაზე ასევე იმოფებოდა ქალაქის მერიც, რომელიც გუბერნატორის არჩევნებში იღებს მონაწილეობას.
რვავე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია დეტალებს არკვევს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ავარია შემთხვევით მოხდა და მძღოლს წინასწარი განზრახვა არ ჰქონია.
ყველა სიახლე
06 აპრილი 2026, 10:56
საზოგადოება
2026 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტში ზრდის ტენდენცია ფიქსირდება
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 10:52
საზოგადოება
დავით ფაცაციამ თბილისის ზღვაზე მდებარე ბაგა-ბაღსა და საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ ბავშვთა თავშესაფარს - „კიდევაც დაიზრდებიან“ საჩუქრები გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, თბილისის ზღვაზე მდებარე ბაგა-ბაღსა და საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ ბავშვთა თავშესაფარს - „კიდევაც დაიზრდებიან“ ესტუმრნენ. ამერიკული საერთაშორისო ფონდის - „კეთილი სამარიტელი“ და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები და სასურსათო პროდუქტები გადასცეს.
06 აპრილი 2026, 10:50
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა ვერ ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ ომში თუნდაც საკუთარი ჭარბად მიგრირებული მუსლიმი მოსახლეობის გამო. ევროპა-ამერიკის დაპირისპირება პიკს აღწევს
„თუკი ირანის ომამდე ჩვენთვის საფრთხე მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან მოდიოდა, დღეს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცეცხლი ბევრად უფრო მეტად გვეხება, ვიდრე უკრაინის. რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგეთ, რომ ჩეჩენი მებრძოლები ირანში წასასვლელად ემზადებიან, და ამ დროს ქართული ოპოზიცია ნაკვერჩხალს აღვივებს, რომ როგორმე აქ გადმოისროლონ მუგუზალი“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
06 აპრილი 2026, 10:48
პოლიტიკა
საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.
06 აპრილი 2026, 10:46
სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 10:45
პოლიტიკა
ComCom-ის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტების მერებს სახელმწიფო ინტერნეტიზაციის თემაზე შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა, ComCom-ის წევრთან, ნათია კუკულაძესთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერებს, ასევე, აბაშისა და მარტვილის მერების მოადგილეებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა იყო. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ მერებს, პროექტის ფარგლებში, რეგიონში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და არსებული შედეგები გააცნო. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2010 წელს დაბადებული თ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 10:34
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, უნდა გაარკვიონ, ვის ჩააბარეს გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს
ევროკომისარ მარტა კოსის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის აგენტობასთან შესაძლო კავშირის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, კოსის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების სისწორე გამოძიებამ უნდა დადგინოს.
06 აპრილი 2026, 10:28
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა, საირიგაციო წყლის ტარიფსა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სუბსიდირების ახალ სქემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილთან ერთად, სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 10:24
მსოფლიო
Axios: აშშ და ირანი 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ცდილობენ მოლაპარაკებას
წყაროების თქმით, აშშ-სა და ისრაელს უკვე მომზადებული აქვთ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული დარტყმების გეგმა. გამოცემა ვარაუდობს, რომ საპასუხოდ ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაესხმება თავს. Axios-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა გააგრძელა, რათა შეთანხმების მისაღწევად ბოლო შანსი მიეცა. 5 აპრილის საღამოს ტრამპმა ყოველგვარი განმარტების გარეშე გამოაქვეყნა პოსტი: „სამშაბათი, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათი“.
06 აპრილი 2026, 10:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ირანის ირგვლივ კრიზისი საქართველოსთვის საფრთხე კი არა, პირიქით - იშვიათი სტრატეგიული ფანჯარაა. ჩვენ გვაქვს შანსი საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი, როგორც შეუცვლელი კვანძი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
„საქართველოსთვის ნებისმიერი რყევა ორმუზის ირგვლივ ავტომატურად ზრდის სახმელეთო და ალტერნატიული მარშრუტების მნიშვნელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
06 აპრილი 2026, 10:15
ტექნოლოგიები
„ორიონი“ მთვარის „გრავიტაციული გავლენის სფეროში“ შევიდა
ეკიპაჟმა ეს გადასვლა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ განახორციელა, როდესაც ისინი მთვარიდან დაახლოებით 62 800, ხოლო დედამიწიდან 373 400 კილომეტრით მოშორებით იმყოფებოდნენ. შემდეგი საკვანძო ეტაპი მოგვიანებით, ორშაბათს, მთვარის უკანა მხარეს გამგზავრება იქნება, რითაც ისინი კოსმოსში უფრო შორს შეაბიჯებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი მანამდე.
06 აპრილი 2026, 09:55
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციას დღეს, 10:00 საათიდან დაიწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 09:41
მსოფლიო
ტრამპის მორიგი განცხადებების შემდეგ ნავთობის ფასი 110 დოლარამდე გაიზარდა
თავდაპირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1,6%-ით გაიზარდა და 110,85 დოლარი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით, აზიაში დილის ვაჭრობისას, ფასმა ოდნავ დაიკლო. აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი კი მცირედით, 0,3%-ით გაიზარდა და 111,80 დოლარი შეადგინა.
06 აპრილი 2026, 09:22
სპორტი
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები დუნაის თასის გამარჯვებული გახდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 7-დან 13 აპრილის ჩათვლით მალტაში გაიმართება. ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები იქნებიან.
06 აპრილი 2026, 09:22
სპორტი
თბილისში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტურნირი „KETI CUP 2026" ჩატარდა
თბილისში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტურნირი „KETI CUP 2026" ჩატარდა. ტურნირში 16 ქვეყნის 250-მდე ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა.
06 აპრილი 2026, 09:17
საზოგადოება
თბილისის კონსერვატორიის გუნდმა კათოლიკურ აღდგომასა და ბზობასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ტაძარში, კათოლიკური აღდგომისა და ბზობის დღესასწაულებთან დაკავშირებით, კონსერვატორიის აკადემიური დირიჟორობის მიმართულების გუნდმა საზეიმო ღონისძიება გამართა.
06 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
უნგრეთი მილსადენ „თურქსთრიმის“ დაცვას აძლიერებს
სერბეთში გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შემდეგ, უნგრეთის მთავრობა გაზსადენის უნგრეთის მონაკვეთის დასაცავად ჯარისკაცებს გაგზავნის. ადგილობრივი მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მომხდართან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ კი სოციალურ მედიაში დაწერა, რომ უნგრეთში მილსადენ „თურქსთრიმს“ სამხედროები დაიცავენ.
06 აპრილი 2026, 08:58
მსოფლიო
„შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენს საზოგადოებებს უფრო მეტი უსაფრთხოება და განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი დამასკოში სირიელ კოლეგას შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი სირიაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი დამასკოში სირიელ კოლეგას, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
06 აპრილი 2026, 08:53
მსოფლიო
ირანმა ისრაელზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა, 2 ადამიანი დაიღუპა
ირანმა ისრაელზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა. რაკეტა ხაიფაში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10-მდე დაშავდა.


