ტრამპი და ერდოღანი საუდელი ჟურნალისტის მკვლელობაზე განმარტებას მოითხოვენ
დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: facebook
აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით საუბრისას შეთანხმდნენ, რომ საჭიროა საუდის არაბეთმა სრულად განმარტოს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტი. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
მანამდე ერდოღანმა თქვა, რომ ხვალ გაამხელს მთელ სიმართლეს დისიდენტი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე. საუდის არაბეთი თავდაპირველად აცხადებდა, რომ 60 წლის ჟურნალისტმა 2 ოქტომბერს უვნებელმა დატოვა საკონსულო, მაგრამ 20 ოქტომბერს აღიარა, რომ ის მოკლეს საკონსულოში. ამ ვერსიას ბევრი არ მიიჩნევს დამაჯერებლად.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაზე დამოუკიდებელ გამოძიებას ჩაატარებს.
საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა. ჯამალ ჰაშაღის საქმეზე მწვავე განცხადებები გაკეთდა ვაშინგტონსა და ბრიუსელში. დიდი შვიდეული სამიტზე კი ევროპელმა ლიდერებმა ერ-რიადს, ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამჭირვალე და დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 19:19
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 19:16
მსოფლიო
კირ სტარმერი: ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის კითხვა-პასუხის სესიაზე დაადასტურა, რომ ტოვებს პოსტს და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“.
15 ივლისი 2026, 19:00
მსოფლიო
მერცი: ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ევროპაში „სიტყვისა და რელიგიური თავისუფლების“ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 18:54
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად, ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ - მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით
ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა. 14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც ძალიან გაკვირვებული დავრჩი ამ სფეროების წარმომადგენლებთან გუშინდელი 2-საათიანი ურთიერთობით. აშკარად გამოჩნდა, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია და დანიშნულება სრულიად არაადეკვატურად არის მათ მიერ გაგებული. - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მის დაკითხვას, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან და გამოძიება სწორედ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
15 ივლისი 2026, 18:36
მსოფლიო
ილონ მასკი: მარინ ლე პენი საფრანგეთის უკანასკნელი იმედია
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა საფრანგეთის მემარჯვენე ძალების ლიდერს თავისი თითქმის ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მომავალ წელს ქვეყანაში დაგეგმილი გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, - წერს გამოცემა POLITICO.
15 ივლისი 2026, 18:33
სამართალი
პროკურატურამ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც დედა-შვილის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 18:28
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შანხაი ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი
შანხაი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი, - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის შემოსვლას, რომელიც შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე მოახდენს ოპერირებას.
15 ივლისი 2026, 18:25
საზოგადოება
გიორგი ჩაკვეტაძე ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
15 ივლისი 2026, 18:19
საზოგადოება
შიო მესამე: ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო
შეგახსენებთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს. მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, - განაცხადა შიო მესამემ.
15 ივლისი 2026, 18:11
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი გვარამიას განცხადებაზე: ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი საომარი პროცესის შემდეგ რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს
ამათ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ხელისუფლება ამ პროცესში დასრულებულიყო და ესენი მერე, საომარი პროცესის შემდეგ, რაღაც გზებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. წამოვიდოდა მერე დახმარებები ქვეყნის აღსადგენად, როგორც 2008 წელს და სად წავიდოდა მერე ეს ფული? მათ ჯიბეში, ისე, როგორც 2008 წელს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
15 ივლისი 2026, 18:06
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.
15 ივლისი 2026, 18:06
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ეუთოს რეზოლუციაზე: სანამ ასეთი შინაარსის დოკუმენტს ასეთი მაღალი პლატფორმიდან გასცემ, ამას წინ უნდა უძღოდეს კვლევები, კონსულტაციები და მთელი რიგი პროცესები
ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება რეზოლუციები თუ სხვა გადაწყვეტილებები სამართლებრივად გამართული უნდა იყოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას.
15 ივლისი 2026, 18:03
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას
დაახლოებით ერთ საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შანხაიდან პირველი რეისი დაეშვება. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საავიაციო სექტორისთვის, რადგან პირველი პირდაპირი დაკავშირება მოხდება თბილისსა და შანხაის შორის, რომელიც გაზრდის როგორც ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას, შესაბამისად ხალხთა შორის კავშირს, ტურისტული ნაკადების მოზიდვას და ბიზნესკავშირების გაღრმავებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
15 ივლისი 2026, 17:57
პოლიტიკა
16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა
16 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა
15 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ეუთოზე: როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე, რა დასკვნაც გააკეთე 2024 წლის შემდეგ, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის
როცა ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია ხარ და დასკვნაში გიწერია აბსოლუტურად სხვა რამ და სხვა შინაარსის შემცველია რეზოლუცია და შენ დუმხარ იმაზე 2024 წლის შემდეგ რა დასკვნაც გააკეთე, არის ზუსტად განმსაზღვრელი ჩვენი ხვალინდელი პარტნიორული ურთიერთობის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.
15 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში
ალეკო ელისაშვილმა ყველაფერი გააკეთა თვითდისკრედიტაციისთვის და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე ბრალდებით წასულიყო პატიმრობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
15 ივლისი 2026, 17:36
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს
„ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
15 ივლისი 2026, 17:29
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
15 ივლისი 2026, 17:22
ტექნოლოგიები
ჩინეთში პაციენტს ხელის ფუნქციების აღსადგენად ტვინში ჩიპი პირველად ჩაუდგეს
მედიის ცნობით, ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების სახელმწიფო ადმინისტრაციამ სისტემა გამოსაყენებლად მარტში დაამტკიცა. პირველი პაციენტი, რომელსაც ექიმმა ოპერაცია დაუნიშნა, ადგილობრივი მცხოვრები გახდა, რომელიც 10 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევებში მოჰყვა. მან ზურგის ტვინის ტრავმა მიიღო, რის გამოც თითების მოხრისა და ხელში საგნების აღების უნარი დაკარგა.
15 ივლისი 2026, 17:10
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები გაიმართა


