დღეს სომხეთის პარლამენტი პრემიერმინისტრობის კანდიდატს კენჭს უყრის
ფოტო: facebook
დღეს სომხეთის პარლამენტში -ეროვნულ კრებაში დანიშნულია კენჭისყრის პირველი ტური პრემიერის ასარჩევად. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ფრაქცია „ელკის“ მიერ წარდგენილია პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა, მისი კანდიდატურის დასახელება ფორმალურია, რადგან ფაშინიანი თავის პოლიტიკურ გუნდთან ერთად დაინტერესებულია, რომ ეროვნულმა კრებამ პრემიერმინისტრი არ აირჩიოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
სომხეთის კონსტიტუციით, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კრება ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს პრემიერის არჩევას. პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის მოკავშირეთა განცხადებით, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ფაშინიანის წარდგენა ტაქტიკური ნაბიჯია, რათა უზრუნველყონ ფორმალური პროცედურა.
სომხეთის პარლამენტში დღეს ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის ყოფილი თავმჯდომარის, ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად არჩევას 2018 წლის გაზაფხულზე მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სარგსიანი იძულებული გახდა პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო.
მრავალათასიანმა აქციებმა პარლამენტი აიძულა პრემიერმინისტრად აერჩია საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა, მან პრემიერმინისტრის თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა და ამ გზით სურს მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
ფაშინიანის გადადგომამდე მის მიერ მხარდაჭერილმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ერევნის ვადამდელ მუნიციპალურ არჩევნებში. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ეროვნული კრების დღევანდელი კონფიგურაცია ხალხის ნებას არ ასახავს, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ყველა სიახლე
15 ივლისი 2026, 20:46
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა და პროექტირება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ახალი ეტაპი, პროექტირება იწყება.
15 ივლისი 2026, 20:46
მსოფლიო
ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო
ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 20:44
სამართალი
აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.
15 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
სტიგმატიზება, ცინიზმი და შშმ პირების დაკნინების მცდელობა - უფლებადამცველები ოპოზიციის აქტივისტის შეურაცხმყოფელ განცხადებებს გმობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის აქტივისტი შშმ პირებს შეურაცხყოფს. მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ყველა ადამიანი თანასწორი, მსგავსი გამოვლინება კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც საზოგადოების უმრავლესობისათვის.
15 ივლისი 2026, 20:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
15 ივლისი 2026, 20:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა
დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
15 ივლისი 2026, 20:22
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში.
15 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
პასუხი პასუხის გარეშე - ეუთოს სათავო ოფისი ჯო უილსონის რეზოლუციის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობას ირიდებს და საპარლამენტო ასამბლეას აკისრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეუთოს სათავო ოფისმა ჯო უილსონის რეზოლუციის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო ასამბლეას დააკისრა. „ქრონიკას“ ორგანიზაციის ცენტრალური წარმომადგენლობის შეფასებაც აინტერესებდა, თუმცა ვერ მივიღეთ.
15 ივლისი 2026, 20:14
სამართალი
კორუფციული და სამოხელეო დანაშაულები - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი კრიმინალი და სასამართლო განხილვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო ნებართვა ტყის გასაჩეხად, სახელმწიფო მიწის გასხვისება, ყალბი მართვის მოწმობის და დიპლომის დამზადება- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა რეგიონში გამოვლენილ ამ და სხვა დანაშაულებს უკვე სასამართლო განიხილავს.
15 ივლისი 2026, 20:10
სამართალი
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 ადამიანია დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 59 უშუალოდ ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია.
15 ივლისი 2026, 20:00
პოლიტიკა
ტრილიონები ომის ნაცვლად - ნიკა გვარამიას აღიარება და მმართველი გუნდის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტრილიონი ომის შემდეგ - ოპოზიციისთვის განადგურებული უკრაინის ფინანსური დახმარება უფრო ფასობს, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა.
15 ივლისი 2026, 19:59
მსოფლიო
ტრამპი პუტინზე: მე მას ვეუბნები - „ვლადიმირ, დროა, გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“ - ვფიქრობ, ის მზადაა შეთანხმებისთვის
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა დასრულდეს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რომელიც 2029 წლის იანვარში იწურება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
15 ივლისი 2026, 19:50
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრებს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის და ჯგუფური ძარცვის ფაქტებზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 19:31
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 19:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ქართული მედიაც მაუწყებლობს, თავად სტარმერი კი პოლიტიკიდან მიდის
ნიშანდობლივია, რომ ადამიანი, რომელმაც საქართველო-დიდი ბრიტანეთის ურთიერთობების ისტორიაში პირველმა გადადგა საქართველოს მიმართ აშკარად მტრული ნაბიჯები, არა მხოლოდ თანამდებობას ტოვებს, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კირ სტარმერთან დაკავშირებით.
15 ივლისი 2026, 19:19
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 19:16
მსოფლიო
კირ სტარმერი: ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პრემიერ-მინისტრის კითხვა-პასუხის სესიაზე დაადასტურა, რომ ტოვებს პოსტს და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია“.
15 ივლისი 2026, 19:00
მსოფლიო
მერცი: ჩვენ არ ვერევით ამერიკულ არჩევნებში - შესაბამისად, მე არ მინდა, რომ ამერიკის მთავრობა ან მთავრობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გერმანიის არჩევნებში ჩაერიონ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ევროპაში „სიტყვისა და რელიგიური თავისუფლების“ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
15 ივლისი 2026, 18:54
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: კატასტროფაა, როცა პოლიტიკოსებად, ჟურნალისტებად და ადვოკატებად წოდებული ადამიანები ღირებულებების დაცვას ადარებენ ხელისუფლების დამხობას და მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავენ - მათი რიტორიკით, რაც არ უნდა ანტისახელმწიფოებრივი იყოს მათი ქმედება, ის უნდა შეიფუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ლამაზი ლოზუნგებით
ვის როგორ ესმის უფლებების დაცვა. 14 ივლისს, სასამართლოში სააკაშვილის და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდების საქმეზე მოწმის სტატუსით მომიწია დაკითხვა და მიუხედავად პოლიტიკოსებთან, ადვოკატებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობის ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც ძალიან გაკვირვებული დავრჩი ამ სფეროების წარმომადგენლებთან გუშინდელი 2-საათიანი ურთიერთობით. აშკარად გამოჩნდა, რომ უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია და დანიშნულება სრულიად არაადეკვატურად არის მათ მიერ გაგებული. - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მის დაკითხვას, სადაც ბრალდებულები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან და გამოძიება სწორედ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
15 ივლისი 2026, 18:36
მსოფლიო
ილონ მასკი: მარინ ლე პენი საფრანგეთის უკანასკნელი იმედია
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა საფრანგეთის მემარჯვენე ძალების ლიდერს თავისი თითქმის ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მომავალ წელს ქვეყანაში დაგეგმილი გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, - წერს გამოცემა POLITICO.


