imedi /  24 ოქტომბერი 2018, 16:09 / სანდო წყარო

პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერმინისტრის პოსტზე არ დაამტკიცა

ნიკოლ ფაშინიანი

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერმინისტრის პოსტზე არ დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა, 11-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

საპარლამენტო ფრაქციებს კანდიდატის დასახელებისთვის კიდევ ერთი კვირა მიეცემათ. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის მეთაურს ვერც შემდეგ სხდომაზე აირჩევს, პარლამენტის დათხოვნის პროცედურა დაიწყება, რასაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება.

სომხეთის კონსტიტუციით, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული კრება ორი კვირის განმავლობაში ორჯერ ვერ შეძლებს პრემიერის არჩევას. პარლამენტში ნიკოლ ფაშინიანის მოკავშირეთა განცხადებით, პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ფაშინიანის წარდგენა ტაქტიკური ნაბიჯია, რათა უზრუნველყონ ფორმალური პროცედურა.

სომხეთის პარლამენტში დღეს ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს რესპუბლიკურ პარტიას, რომლის ყოფილი თავმჯდომარის, ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრად არჩევას 2018 წლის გაზაფხულზე მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სარგსიანი იძულებული გახდა პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო.

მრავალათასიანმა აქციებმა პარლამენტი აიძულა პრემიერმინისტრად აერჩია საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა, მან პრემიერმინისტრის თანამდებობა 16 ოქტომბერს დატოვა და ამ გზით სურს მიაღწიოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

ფაშინიანის გადადგომამდე მის მიერ მხარდაჭერილმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ერევნის ვადამდელ მუნიციპალურ არჩევნებში. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ეროვნული კრების დღევანდელი კონფიგურაცია ხალხის ნებას არ ასახავს, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

15 ივლისი 2026, 21:42

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდის იმ ქვეყნების განცხადებებთან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას „არალეგიტიმურად“ მოიხსენიებდნენ.

15 ივლისი 2026, 21:26

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა, მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან.

15 ივლისი 2026, 21:13

მსოფლიო

Reuters: ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 21:03

რეგიონი

ვლაქერნობა - მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები და პატრიარქ შიო მესამის სადღესასწაულო მსახურება ზუგდიდში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც ილია მეორის სახელს უკავშირდება, გრძელდება.

ლევან მაჭავარიანი

15 ივლისი 2026, 20:59

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მერცის განცხადებაზე: ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ

„ჩვენ საერთოდ არავის არჩევნებში არ ვერევით, შესაბამისად, არც ჩვენ არ გვინდა, რომ ბრიუსელი ან ბრიუსელთან დაკავშირებული ინსტიტუტები საქართველოს არჩევნებში ჩაერიონ“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

15 ივლისი 2026, 20:55

ეკონომიკა

თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

15 ივლისი 2026, 20:46

საზოგადოება

თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა - ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე ტენდერი დასრულდა და პროექტირება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიმავალი ტრამვაის ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ახალი ეტაპი, პროექტირება იწყება.

ნაიჯელ ფარაჯი

15 ივლისი 2026, 20:46

მსოფლიო

ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო

ლონდონის პოლიციამ დააკავა მამაკაცვი პარტია Reform UK-ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჟის მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 20:44

სამართალი

აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

აშშ-ში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.

15 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

სტიგმატიზება, ცინიზმი და შშმ პირების დაკნინების მცდელობა - უფლებადამცველები ოპოზიციის აქტივისტის შეურაცხმყოფელ განცხადებებს გმობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის აქტივისტი შშმ პირებს შეურაცხყოფს. მათთვის, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია და ყველა ადამიანი თანასწორი, მსგავსი გამოვლინება კატეგორიულად მიუღებელია. ისევე, როგორც საზოგადოების უმრავლესობისათვის.

მარიამ ქვრივიშვილი

15 ივლისი 2026, 20:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

15 ივლისი 2026, 20:25

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: თბილისი-შანხაის პირველი პირდაპირი რეისი, ფაქტობრივად, სავსე ჩამოვიდა - 98%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით, რაც ავიაკომპანიის, მისი მენეჯმენტის, მმართველი გუნდის და ასევე ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა

დღეს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ბევრი წლის ერთობლივმა შრომამ ნაყოფიერი და ხელშესახები შედეგი გამოიღო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თბილისი-შანხაის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.

15 ივლისი 2026, 20:22

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში ,,პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ” მინისტერიალში.

15 ივლისი 2026, 20:20

პოლიტიკა

პასუხი პასუხის გარეშე - ეუთოს სათავო ოფისი ჯო უილსონის რეზოლუციის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობას ირიდებს და საპარლამენტო ასამბლეას აკისრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეუთოს სათავო ოფისმა ჯო უილსონის რეზოლუციის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო ასამბლეას დააკისრა. „ქრონიკას“ ორგანიზაციის ცენტრალური წარმომადგენლობის შეფასებაც აინტერესებდა, თუმცა ვერ მივიღეთ.

15 ივლისი 2026, 20:14

სამართალი

კორუფციული და სამოხელეო დანაშაულები - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოვლენილი კრიმინალი და სასამართლო განხილვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო ნებართვა ტყის გასაჩეხად, სახელმწიფო მიწის გასხვისება, ყალბი მართვის მოწმობის და დიპლომის დამზადება- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა რეგიონში გამოვლენილ ამ და სხვა დანაშაულებს უკვე სასამართლო განიხილავს.

15 ივლისი 2026, 20:10

სამართალი

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 ადამიანია დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაცია. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 59 უშუალოდ ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია.

ნიკა გვარამია

15 ივლისი 2026, 20:00

პოლიტიკა

ტრილიონები ომის ნაცვლად - ნიკა გვარამიას აღიარება და მმართველი გუნდის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტრილიონი ომის შემდეგ - ოპოზიციისთვის განადგურებული უკრაინის ფინანსური დახმარება უფრო ფასობს, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა.

დონალდ ტრამპი

15 ივლისი 2026, 19:59

მსოფლიო

ტრამპი პუტინზე: მე მას ვეუბნები - „ვლადიმირ, დროა, გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“ - ვფიქრობ, ის მზადაა შეთანხმებისთვის

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა დასრულდეს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რომელიც 2029 წლის იანვარში იწურება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

15 ივლისი 2026, 19:50

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრებს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების და მასში მონაწილეობის და ჯგუფური ძარცვის ფაქტებზე რვა პირი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 ივლისი 2026, 19:31

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.