მედიამ მოკლული საუდელი ჟურნალისტის ბოლო წუთები აღწერა
ფოტო: Haberturk
თურქულმა გამოცემა Haberturk-მა იმ აუდიოჩანაწერების შინაარსი გამოაქვეყნა, რომელიც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის დღეს არის გაკეთებული.
Haberturk-ი ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროსგან მიიღო. გამოცემას თავად აუდიოჩანაწერი არ გამოუქვეყნებია.
ჰაშაღი საკონსულოში 2 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:14 საათზე შევიდა. Haberturk-ი წერს, რომ საკონსულოში შესვლისას ჟურნალისტი ოთხი საუდელი აგენტის გარემოცვაში აღმოჩნდა. ერთ-ერთმა მათგანმა მას ხელი ჩაავლო, რაზეც ჟურნალისტმა უყვირა: "გამიშვით, რას აკეთებთ?!" მასსა და აგენტს შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო. ჩხუბი თავდაპირველად საკონსულოს სავიზო დეპარტამენტში დაიწყო, შემდეგ კი ადმინისტრაციულ ზონაში გაგრძელდა. ბოლოს კი ჟურნალისტის ცემა და წამება დაიწყეს.
გამოცემის ცნობით, აუდიოჩანაწერში ჰაშაღისა და ოთხი აგენტის გარდა, კიდევ სამი კაცის ხმა ისმის. მათგან ჯერ მხოლოდ ორია იდენტიფიცირებული. ერთ-ერთი ხმა თურქეთში საუდის არაბეთის კონსულს მუჰამედ ალ-უტეიბს ეკუთვნის, მეორე - საუდის არაბეთის დაზვერვის პოლკოვნიკს მაჰერ მუტრებს, რომელიც პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან დაახლოებულ პირად ითვლება.
Haberturk-ი ირწმუნება, რომ მუტრები ჰაშაღის საკონსულოს ადმინისტრაციულ ზონაში შეხვდა და უთხრა: "გამყიდველო! შენ ამისთვის პასუხს აგებ!". საკონსულოში ჟურნალისტის მისვლიდან 13 წუთის შემდეგ მუტრები კონსულის ოფისისკენ წავიდა და საუდის არაბეთში დაიწყო რეკვა. მან 19 ზარი განახორციელა, მათ შორის საუდის არაბეთის პრინცის მრჩეველთან ალ-კაჰტანთან. როგორც ირკვევა, მუტრებმა მას ოპერაციის მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
ჰაშაღის წამების, ცემისა და შეხლა-შემოხლის ხმები საკონსულოში გაკეთებულ ორ აუდიოჩანაწერზეა დაფიქსირებული, რომელიც ჯამში 11 წუთის ხანგრძლივობის არის. ამის შემდეგ საკონსულოს სავიზო და ადმინისტრაციულ ზონებში ორი საათი სიჩუმე იყო. თურქი სამართალდაცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ საუდელებმა ამ დროის განმავლობაში სიგნალის დამხშობი სპეციალური მოწყობილობები გამოიყენეს. ამის შემდეგ, როგორც Haberturk-ი წერს, სამი აგენტი კიბეებზე ჩამოვიდა და ერთ-ერთმა მათგანმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები წაშალა.
აუდიოჩანაწერზე ასევე მოხვდა კაცის ხმა, ის ამბობს, რომ მას ეშინია იმ კაცის ტანსაცმლის ჩაცმა, "რომელიც ჩვენ 20 წუთის წინ მოვკალით". თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ეს ხმა ინჟინერ მუსტაფა ალ-მუდაინის ეკუთვნის. მან გადაიცვა ჰაშაღის ტანსაცმელი და საკონსულო უკანა კარიდან დატოვა. თურქი სამართალდამცველების თქმით, ეს ფაქტი გახდა ერთ-ერთი მტკიცებულება იმის, რომ საკონსულოდან გამოსული კაცი ჰაშაღი არ ყოფილა, წერს Haberturk-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თურქ სამართალდამცველებს საკონსულოს ადმინისტრაციულ ნაწილში გაკეთებული აუდიოჩანაწერი, სადაც ჟურნალისტი მოკლეს, არ აქვთ. ისინი მივიდნენ ვარაუდამდე, რომ ჟურნალისტის სხეული დაანაწევრეს. ამის ვარაუდის საფუძველს კი ის იძლევა, რომ შენობის ამ ნაწილში კედლები ცოტა ხნის წინ გადაიღება, ოთახებში კი ქიმიური ნივთიერებებისა და სავარაუდო მკვლელების თითის ანაბეჭდები იპოვეს.
საუდის არაბეთი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კრიტიკის ქარცეცხლშია. მიზეზი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოდან The Washington Post-ის ჟურნალისტ ჯამალ ჰაშაღის გაუჩინარებაა.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავე საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანია. ამერიკული პრესა წერს, რომ თავად პრინცმა შეუკვეთა მკვლელობა.
რამდენიმე კვირის წინ თურქეთის პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მოკლული ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს. აქამდე მისი გაუჩინარების შესახებ ასეთი ვერსია ვრცელდებოდა - ცხედარი მჟავის საშუალებით გაანადგურეს. ამის შემდეგ თურქეთის პოლიციამ საუდელი ჟურნალისტის ცხედრის ძებნა შეწყვიტა, მაგრამ განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს.
საუდის არაბეთმა ჰაშაღის მკვლელობის საქმეზე 21 ეჭვმიტანილი დააკავა. ბრალი ოფიციალურად 11-ს წაუყენეს.
ყველა სიახლე
31 მაისი 2026, 09:40
მსოფლიო
Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს
აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს. ცნობას Reuters-ი გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 მაისი 2026, 09:20
საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
31 მაისი 2026, 09:09
კულტურა
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.
31 მაისი 2026, 09:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
31 მაისი 2026, 08:34
მსოფლიო
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს
პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
31 მაისი 2026, 08:09
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა სომხეთის, მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის მხარდაჭერა, უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. ეს საერთო ევროპული ამოცანაა, არავინ უნდა დავკარგოთ
არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არცერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ის რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.
31 მაისი 2026, 01:27
სამართალი
„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“ - გორის ინციდენტისას დაზარალებული ლოცულაშვილის ძმა მის მოსაზრებას აქვეყნებს
გიგლა ლოცულაშვილი მისი ძმის - გორის ინციდენტისას დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.
31 მაისი 2026, 00:00
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
30 მაისი 2026, 23:19
სპორტი
შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს. „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!
30 მაისი 2026, 23:12
სპორტი
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ
საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ. ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
30 მაისი 2026, 23:04
სპორტი
კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!
„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“ - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.
30 მაისი 2026, 23:00
სპორტი
ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს გუნდისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
30 მაისი 2026, 21:46
რეგიონი
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დაბა ხულოს ცენტრალურ სკვერში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა.
30 მაისი 2026, 21:32
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ მატჩში პენალტი მოიპოვა
ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ მატჩში პენალტი მოიპოვა.
30 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს
როდესაც ხდება დანაშაული, რომელსაც სჩადის მოქალაქე თუ პოლიციელი, დღეს ქართული სახელმწიფო ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ სუს-ის მიერ განხორციელებულ დაკავების ფაქტების შეფასებისას.
30 მაისი 2026, 18:38
რეგიონი
ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა
ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი „სახლიდან სამშობლომდე“ გაიმართა.
30 მაისი 2026, 18:29
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე რადიკალებზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის ერთობა. მათი ყოველი მოქმედება, ყოველი ნაბიჯი არის ანტისახელმწიფოებრივი“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ.
30 მაისი 2026, 18:08
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ ჩვენს საზოგადოებაში სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, რათა ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით დალაპარაკებოდა
ვფიქრობ, საქართველოს წინააღმდეგ არსებული შეთქმულების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ჩვენს საზოგადოებაში სწორედ სიძულვილის ენის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო, ასევე პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რათა მათი გათვლებით, ადამიანი ადამიანს მხოლოდ გინებით, ბულინგით უნდა დალაპარაკებოდა, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.
30 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: პოლიტიკური სურათი რომ გავადიდოთ, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც მისგან გამოყოფილნი ვეღარ წარდგებიან „მთავარ ოპოზიციურ ძალად“. ხალხს, მათ შორის, ოპოზიციურ ამომრჩეველს, არაერთი ალტერნატივა ეყოლება ასარჩევად
ბიძინა ივანიშვილის ექს-ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა როგორც იქნა გამოაცხადა მისი პოლიტიკური პარტიის 1ჯერ საქართველოს" დაფუძნება 21 ივნისს. დართეს როგორც იქნა ნება. სავარაუდოდ, ამ პარტიის შექმნით დასავლეთს ქართულ პოლიტიკურ ველზე თანდათანობით შემოჰყავს ახალი და მის მიერ თავიდან ბოლომდე მართული პოლიტიკური მოთამაშეები, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
30 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
სოსიაშვილი: გიორგი კანდელაკი ყორღანაშვილის სულიერი შთამომავალია - გამოდის თავისი დაზუთხული ინგლისურით, რაღაცებს ბოდავს და ხალხი შეცდომაში შეყავს, თავისი სამშობლოს მომავალს ძირს უთხრის
„ჩვენი ქვეყანა ცამდე მართალია, არანაირი სამხილები არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი სული აქვთ თავიანთი ქვეყანა დააბეზღონ, როგორღაც დააინტერესონ ეს ძალები, რომ თურმე საქართველოში რაღაც ხდება. საკუთარი ქვეყანა ბიზნესპროექტად მიაჩნიათ, ეს არის ამათი უბედურება, რომ ბიზნესპროექტად გადააქციეს თავიანთი პოლიტიკური საქმიანობა“.


