imedi /  05 იანვარი 2019, 20:06 / სანდო წყარო

პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს

საფრანგეთ

ყვითელჟილეტიანების აქცია
საფრანგეთში

პარიზში "ყვითელჟილეტიანების აქცია" ისევ სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე რამდენიმე ასეული დემონსტრანტი გამოვიდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აქციები საფრანგეთის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, ზოგან რამდენიმე ასეული, ზოგან კი 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა დემონსტრაცია დაპირისპირებაში პარიზში გადაიზარდა.

მანამდე აქციის მონაწილეებმა სონისა და ლუარის დეპარტამენტებში Amazon-ის ლოგისტიკური ცენტრის ბლოკირება სცადეს, საბოლოოდ 18 დემონსტრანტი დააკავეს.

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები 17 ნოემბრიდან არ წყდება. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები, დღეს, უკვე მთავარ მოთხოვნად ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.



 

 

ყველა სიახლე

ჟან-კლოდ იუნკერი

18 ოქტომბერი 2019, 22:25

ტაბლოიდი

ჟან-კლოდ იუნკერი პრესკონფერენციაზე ატირდა

„ეს იყო ჩემი ბოლო ევროპული სამიტი. ამ წლების განმავლობაში 150-მდე სამიტში მივიღე მონაწილეობა. ცხოვრების ბოლომდე ამაყი ვიქნები იმით, რომ ევროპას ვემსახურებოდი,“-ამ სიტყვების წარმოთქმისას ჟან-კლოდ იუნკერს ცრემლები მოერია. ჟურნალისტებმა ის გაწეული სამუშაოსთვის მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

დემონსტრაცია ბარსელონაში

18 ოქტომბერი 2019, 22:25

მსოფლიო

ბარსელონაში დემონსტრაციების მეხუთე დღეს ქუჩებში 525 000 ადამიანი გავიდა

ამის შესახებ Reuters-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, მსვლელობა ძირითადად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა რამდენიმე ადგილას ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქციები ესპანეთის რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის პატიმრობა მიუსაჯა.

სტივენ კინგი

18 ოქტომბერი 2019, 21:57

ტაბლოიდი

სტივენ კინგი დამწყებ მწერლებს საკუთარ სახლში ეპატიჟება

ამის შესახებ Buzzfeed-ი წერს. კინგის მამული აშშ-ში, ქალაქ ბანგორში მდებარეობს. მწერალმა ის 40 წლის წინ შეიძინა. ნაკვეთზე 2 სახლია. დიდში კინგის მასალების არქივი განთავსდება, პატარაში კი სასტუმრო მოეწყობა, რომელშიც ერთდროულად 5 მწერალი ცხოვრებას და საკუთარ ლიტერატურულ იდეებზე მუშაობას შეძლებს.

ემანუელ მაკრონი

18 ოქტომბერი 2019, 21:32

მსოფლიო

საფრანგეთმა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა

ამან ევროპელი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მომხდარს „უზარმაზარი ისტორიული შეცდომა“ უწოდა. „იმედია ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა“, - დასძინა მან.

ლაშა ბექაური

18 ოქტომბერი 2019, 21:19

სპორტი

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებში დღეს ჩატარებულ ორივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს. მანამდე ვლადიმერ ახალკაცმა 81კგ წონითი კატეგორია მოიგო. მანამდე ვლადიმერ ახალკაცმა 81კგ წონითი კატეგორია მოიგო.

მარინ ლე პენი

18 ოქტომბერი 2019, 20:57

მსოფლიო

NYT: ევროპელმა ულტრამემარჯვენეებმა კლიმატის ცვლილების თემის გამოყენება დაიწყეს

გამოცემა ყურადღებას საფრანგეთზე ამახვილებს, სადაც მარინ ლე პენის „ეროვნული ფრონტი“ ამ თემისადმი სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლე პენმა უკვე ორჯერ აღნიშნა, რომ ევროპა მსოფლიოში მოწინავე ეკოლოგიური ცივილიზაცია უნდა გახდეს.

შალვა თადუმაძე

18 ოქტომბერი 2019, 20:51

საქართველო

თადუმაძე ხაზარაძის წერილზე: პროკურატურა სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს

მამუკა ხაზარაძე მზადაა გამოძიებას ის სკანდალური წერილი გადასცეს, რომელსაც თვეებია სთხოვენ. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოფილი ბანკირი დოკუმენტის დაცვის მექანიზმს ომბუდსმენთან ათანხმებს. პროკურატურა კი გზავნილს ელოდება.

პროგრეს ბანკი

18 ოქტომბერი 2019, 20:41

საქართველო

თადუმაძე: „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით არანაირი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა არ არსებობს

ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით, იქნება შესაბამისი რეაგირება- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა განაცხადა.

ბიუჯეტი

18 ოქტომბერი 2019, 20:27

ეკონომიკა

პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი დასრულდა

დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში ნოემბრის დასაწყისში უნდა დაბრუნდეს. სწორედ მას შემდეგ გაირკვევა, რა და რა დოზით გაითვალისწინა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კანონმდებელთა პრეტენზიებიდან. შემაჯამებელი სხდომა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა.

პროკურორთა კონფერენცია

18 ოქტომბერი 2019, 20:14

ძალოვნები

პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს

დელეგატებმა 12 კანდიდატიდან 6 შეარჩიეს: ამირან გულუაშვილი, გვანცა გვიმრაძე, ირაკლი გაჩეჩილაძე, ვლადიმერ ნარინდოშვილი, მერაბ ჯერანაშვილი და ილია ჯანაშია. ენჭისყრაში 500-მდე დელეგატი მონაწილეობდა. ცვლილება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პროკურორთა ნაწილს უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა ამოეწურა.

Galaxy S10

18 ოქტომბერი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

Galaxy S10-ის განბლოკვა ნებისმიერი თითის ანაბეჭდით შესაძლებელია

სამხრეთკორეული კოპანია პირობას დებს, მალე გამოუშვებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ხარვეზის გამოსწორებას შეძლებს. ამ ხარვეზის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბრიტანეთში კაცმა ცოლის ტელეფონი თავისი თითის ანაბეჭდით განბლოკა.

ვლადიმერ ახალკაცი

18 ოქტომბერი 2019, 19:32

სპორტი

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მაროკოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის -81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა. მანამდე ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 ოქტომბერი 2019, 19:30

მსოფლიო

თურქეთი სირიაში 12 სადამკვირვებლო პუნქტს განათავსებს

შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ერდოღანის თქმით, თუ სირიის მთვარობა რეგიონში შეცდომას დაუშვებს, ანკარა შესაბამის პასუხს გასცემს. მან დასძინა, რომ „უსაფრთხო ზონაში“ 2 მილიონი ლტოლვილი განთავსდება.

ტატო გრიგალაშვილ

18 ოქტომბერი 2019, 19:29

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობს, მათ შორის ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ) და ლაშა ბექაური (-90კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ.

 Pixel 4

18 ოქტომბერი 2019, 19:11

ტექნოლოგიები

Google-ს ახალი ტელეფონის განბლოკვა დახუჭული თვალებითაც შეიძლება

Face Unlock-ის ტექნოლოგიით, რომელსაც Google ახალი ტელეფონის Pixel 4-ის ეკრანის განსაბლოკად იყენებს, მოწყობილობაზე ბლოკის მოხსნა მაშინაც კი შესაძლებელია, თუ მის მფლობელს თვალები დახუჭული აქვს. ამას ყურადღება ჟურანლისტებმა და უსაფრთხოების ექსპერტებმა მიაქციეს, რომლებმაც სმარტფონები მის ოფიციალურ გამოსვლამდე მიიღეს.

18 ოქტომბერი 2019, 19:00

თემა

ექიმმა კიბოს დიაგნოზი დამისვა. რა ვქნა?

როდესაც ადამიანს კიბოს დიაგნოზს უსვამენ, შიში და დაბნეულობა ნორმალური და გასაგები მდგომარეობაა. ამ დროს პაციენტს ბევრი ორგანიზაციული საკითხის მოგვარება უწევს, განსაკუთრებით რთული კი უარყოფით ემოციებთან გამკლავებაა.

მთავარი არხი

18 ოქტომბერი 2019, 18:43

ეკონომიკა

„მთავარი არხის“ წილის 2% „საქართველოს უნივერსიტეტმა“ იყიდა

„საქართველოს უნივერსიტეტმა“ კახა ანჯაფარიძისგან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2%-ანი წილი იყიდა. შეთანხმების მიხედვით, სასწავლებელი ტელეკომპანიის კაპიტალში 200 ათას დოლარს შეიტანს. ტელეკომპანიის 2%-იანი წილის სანაცვლოდ „საქართველოს უნივერსიტეტმა“ 2000 ლარი გადაიხადა.

კინოფესტივალი

18 ოქტომბერი 2019, 18:38

კულტურა

ინდურ კინოფესტივალზე საქართველო უცხოური ფილმების გადასაღებ საუკეთესო ქვეყნად დასახელდა

ინდოეთში გამართულ კინოფესტივალ Indywood Film Carnival-ზე საქართველო უცხოური ფილმების გადაღებისთვის საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. ღონისძიების დროს, დაჯილოების ცერემონიალიც შედგა და ნომინაციაში კინოტურიზმი, საქართველომ აღნიშნულ კატეგორიაში გაიმარჯვა. ქართულ-ინდური კინოინდუსტრია დაახლოებით 10 წელზე მეტს ითვლის.

აფეთქება ავღანეთი

18 ოქტომბერი 2019, 18:34

მსოფლიო

ავღანეთში მეჩეთში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯავ დარას მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარასკევის ლოცვის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად მეჩეთში სახურავი ჩაინგრა. ნანგარჰარის გუბერნატორის პრესმდივნის ათაულა ხოგიანის განცხადებით, გარდაიცვალა 62 და დაშავდა 36 ადამიანი.

მაიკ მო ბრიუს ლი ერთხელ ჰოლივუდში

18 ოქტომბერი 2019, 18:28

კულტურა

ჩინეთში ტარანტინოს ფილმის ჩვენება ბრიუს ლის ცემის სცენის გამო გადადეს

25 ოქტომბერს დაგეგმილი პრემიერის გადადების მიზეზი მსახიობ ბრიუს ლის ქალიშვილი გახდა. მან ჩინეთის რადიოსა და ტელევიზიის ეროვნულ ადმინისტრაციაში საჩივარი შეიტანა, რადგან არ მოეწონა როგორ არის ასახული ფილმში მამამისი.