imedi /  14 იანვარი 2019, 10:51 / სანდო წყარო

ნობელის პრემიის ლაურეატს რასისტული გამონათქვამების გამო ჯილდო ჩამოართვეს

რასისზმი

ჯეიმს უოტსონი

ბიოლოგსა და მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს ჯეიმს უოტსონს, რასისტული მოსაზრებებისა და გამოთქმების გამო, წოდებები და ჯილდოები ჩამოართვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Cold Spring Harbor-ის ლაბორატორია ავრცელებს, რომელსაც ის მანამდე ხელმძღვანელობდა.

კერძოდ, ამის მიზეზად 90 წლის მეცნიერის მიერ ნეგროიდული რასის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გაკეთებული ნეგატიური შეფასება სახელდება.

"აფრიკისთვის ბნელ პერსპექტივებს ვხედავ. მთელი ჩვენი სოციალური პოლიტიკა ეფუძნება იმ ფაქტის დაშვებას, რომ მათ (ნეგროიდულ რასას) ისეთივე ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, როგორიც ჩვენ - ყველა კვლევა ამბობს, რომ ეს ასე არ არის", - განაცხადა მეცნიერმა The Times-ისთვის 2007 წელს მიცემულ ინტერვიუში. ამ განცხადების შემდეგ, მას თანამდებობის დატოვებაც მოუწია. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

დავით რაზმაძე

21 იანვარი 2019, 17:21

საქართველო

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. როგორც საზღაო ტრანსპორტის სააგნეტოს უფროსმა განაცხადა, პირველადი ინფორმაციით, ახლა ექსპერტიზა უტარდება, პასუხი ხვალ იქნება. თუმცა თამარ იოსელიანი ამბობს, რომ ცხედარი უკვე ამოიცნეს.

დაკრძალვა

21 იანვარი 2019, 17:12

მსოფლიო

ერაყელი არქეოლოგი, რომელმაც ეროვნული მუზეუმი აღადგინა, დღეს დაკრძალეს

მუზეუმი გაძარცვეს 2003 წელს ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ბაღდადში, ეროვნულ მუზეუმში, შეიკრიბნენ კოლეგები და რიგითი მოქალაქეები გაილანის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ის 18 იანვარს 80 წლისა გარდაიცვალა.

Google Maps

21 იანვარი 2019, 17:11

ტექნოლოგიები

Google Maps-ი დაგაზღვევთ, რათა სიჩქარეს არ გადააჭარბოთ

Google-მა უკვე დაიწყო სიახლის ამოქმედება Android და iOS პლატფორმაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ Google Maps-ის გამოყენებას ამ მიზნით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს. ირკვევა, რომ მძღოლები აუდიო შეტყობინებას მიიღებენ წინასწარ, რათა გზის კონკრეტულ მონაკვეთზე სიჩქარეს არ გადააჭარბონ.

21 იანვარი 2019, 17:05

მსოფლიო

მაგნიტოგორსკში რამდენიმე ორგანიზაციამ ტერაქტებზე ანონიმური წერილები მიიღო

საავადმყოფოები, სკოლები და სავაჭრო ცენტრებია ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 21 იანვარს ასეთი წერილები მიიღეს. ადგილობრივი ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, „ნუ წამოეგებიან პროვოკაციას“ და ნუ ჩავარდებიან პანიკაში.

გაზპრომი

21 იანვარი 2019, 17:02

ეკონომიკა

რუსეთის რეგიონებში ჩეჩნეთის მსგავსად გაზის დავალიანების ჩამოწერას მოითხოვენ

სასამართლოს მიმართა პროკურატურამ, რომელმაც ჩათვალა, რომ დავალიანების ამოღება არარეალისტური იყო და საზოგადოებაში იწვევდა „სოციალურ დაძაბულობას“, რასაც შესაძლოა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყოლოდა. „გაზპრომი“ აპირებს გროზნოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

უზენაესი სასამართლო

21 იანვარი 2019, 17:01

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ბექაური

21 იანვარი 2019, 16:59

საქართველო

კახა ბექაურის თქმით, კომისიას ტარიფების კანონზომიერების ჩარჩოში დაბრუნების ბერკეტი აქვს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს.

კრემლი

21 იანვარი 2019, 16:55

მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრები მიემხრნენ ანგარშების გაყინვასა და ვიზაზე უარს რუსეთის ოთხი და სირიის ხუთი მოქალაქისთვის, აგრეთვე სირიის ერთი კომპანიისათვის. სანქცირებულთა ვინაობა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ხე ციანკუი

21 იანვარი 2019, 16:48

მსოფლიო

ჩინელ მეცნიერს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ემბრიონის დნმ-ი შეცვალა, სასჯელი ემუქრება

ჩინელი მეცნიერი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ემბრიონის დნმ-ი შეცვალა, კვლევების ჩატარებისას უკანონოდ და საკუთარი სახელისთვის დიდების მოპოვების მიზნებით მოქმედებდა. ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა.

ლაზერული 4K პროექტორი

21 იანვარი 2019, 16:42

ტექნოლოგიები

Xiaomi-მ ახალი თაობის ლაზერული 4K პროექტორი გამოუშვა

Mijia Laser Projection-ი წინა მოდელისგან ვიზუალურად დიდად არაფრით განსხვავდება. ლაზერულ 4K პროექტორს ულტრამოკლე ფოკუსური ლინზა აქვს, რაც საშუალებას იძლევა გაჯეტის კედელთან ახლოს დადგმით (დაშორება 49სმ) 150 დიუმიანი გამოსახულება მივიღოთ.

ღორის გრიპი

21 იანვარი 2019, 16:42

საქართველო

ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ეს გრიპის ვირუსით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ფაქტია.

საზოგადოებრივი ქმედებები  (Community Actions)

21 იანვარი 2019, 16:24

ტექნოლოგიები

Facebook-ზე პეტიციების ფუნქცია ამოქმედდა

საზოგადოებრივი ქმედებები (Community Actions) - ასე ჰქვია ახალ ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც, პეტიციის შექმნა, მასში პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების მონიშვნა, ასევე მეგობრების მიწვევაა შესაძლებელი. ახალი ფუნქცია სოცქსელის მომხმარებელს ამავე სივრცეში თანხების მოზიდვის შესაძლებლობას აძლევს.

ეროვნული ბანკი

21 იანვარი 2019, 16:24

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6618 შეადგინა.

ზიმბაბვე

21 იანვარი 2019, 16:23

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკამ ზიმბაბვეს $1.2 მილიარდის სესხის მიცემაზე უარი უთხრა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ზიმბაბვეს 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით თხოვნაზე უარი უთხრა. სესხის გამოყოფის თხოვნით ზიმბაბვემ განაცხადი დეკემბერში გააკეთა.

იტალია საკონსულო

21 იანვარი 2019, 16:15

საქართველო

საქართველოს საკონსულო იტალიაში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებს

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიაში გამგზავრებისას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი უნდა იქონიონ.

21 იანვარი 2019, 16:02

ტექნოლოგიები

WhatsApp-მა მესიჯის გაგზავნის წესები გაამკაცრა

როგორც WhatsApp-ში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ახლო კონტაქტებს შორის პრივატული მესიჯების დაცულობას. ამ შეზღუდვამდე მომხმარებელს ერთი შინაარსის მესიჯის 20-ჯერ გაგზავნის უფლება ჰქონდათ.

ავიაკომპანია

21 იანვარი 2019, 15:53

მსოფლიო

გერმანიამ ირანული ავიაკომპანიისთვის აეროპორტები დახურა

გერმანიის შს სამინისტრომ ამ გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ Mahar Air-ი ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან თანამშომლობს, კომპანიის თვითმფრინავები კი ჯაშუშობისა და ტერორიზმისთვის გამოიყენება.

ლილიან მორი პასკიე

21 იანვარი 2019, 15:47

მსოფლიო

ლილიან მორი პასკიე PACE-ს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

მან განაცხადა, რომ უფრო მეტი ძალისხმევით იმუშავებს, რათა ევროპის საბჭოს ერთიანობა დაიცვას არსებულ რთულ პირობებში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა წევრმა სახელმწიფომ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს.

საბაგირო

21 იანვარი 2019, 15:27

საქართველო

22-23 იანვარს რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 22-23 იანვარს, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით,14:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება.

ნარჩენების მართვა

21 იანვარი 2019, 15:15

ეკონომიკა

იმპორტიორს მის მიერ შემოტანილი პროდუქციისგან წარმოქმნილი ნარჩენების დახარისხება და მართვა მოუწევს

„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-9 მუხლი წლის ბოლოს ამოქმედდება. როგორც ცნობილია 2015 წელს საქართველოს კანონი - „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ამოქმედდა, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს ნარჩენების პრევენცია მათი წარმოშობის ადგილზე და მისი ხელახალი გამოყენება.