imedi /  19 იანვარი 2019, 19:27 / სანდო წყარო

ნიუ-იორკის სასტუმროები „შათდაუნის“ გამო ამერიკელ მოხელეებს ნომრებს უფასოდ სთავაზობენ

აშშ

აშშ-ის საჯარაო სამსახურში მომუშავე პირებს, რომლებსაც აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერება შეეხოთ, ნიუ-იორკში მდებარე სასტუმროებით უფასოდ ისარგებლებენ. ამის შესახებ ნიუ-იორკის სასტუმრების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

ასოციაციიის ცნობით, უფასოდ სარგებლობას ის მოხელეები შეძლებენ, რომლებსაც "შათდაუნის" პერიოდში სამსახურებრივი მიზნებისთვის ნიო-იორკში უწევთ წასვლა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო უარს ამბობენ. 

ასოციაციის განცხადებით, ნიუ-იორკში მდებარე 280 სასტუმრო მზად არის ამერიკელ საჯარო მოხელეებს უფასოდ მისცეს ღამის გასათევი, რაც ჯამში დაახლოებით 80 ათას ნომერს მოიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის 22 დეკემბერს აშშ-ში მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ამის გამო 800 ათასი სახელმწიფო მოხელე ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს გარეშე მუშაობს. 

მთავრობის შეჩერების მიზეზი ის არის, რომ „დემოკრატები“ კედლის მშენებლობის დასაფინანსებლად $5.7 მილიარდს გაცემას ეწინააღმდეგებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. ამ მდგომარეობის შესახებ ვრცელ სტატიას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2019, 16:20

თემა

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

დეპრესია არა მარტო ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა ამ შემთხვევას უფროსები ხშირად უზრდელობას, სისულელეს ან გამოხტომებს უწოდებენ. მშობლები იმასაც ამბობენ, რომ მათი შვილები არც თუ ისე იშვიათად გაბუტულის როლს ირგებენ. საქმე ის არის, რომ ბავშვებისა და ზრდასრულების დეპრესიის სიმპტომები ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ თუ უფროსი ასაკის ადამიანების დეპრესიის დიაგნოსტირება მეტ-ნაკლებად არაპროფილირებულ სპეციალისტებს ან ახლობლებსაც კი შეუძლიათ, ბავშვების შემთხვევაში ეს გაცილებით რთული პროცესია.

სერიალი

17 სექტემბერი 2019, 16:15

კულტურა

Netflix-მა კლონების შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, რადის პერსონაჟი მაილს ელიოტი საოფისე სამსახურისგან გადაღლილი და მოწყენილი ადამიანია. ის სპა-სალონში მიდის, სადაც ჰპირდებიან რომ მის საუკეთესო ვერსიად გადააქცევენ. სალონში წასვლა სრულიად მოულოდნელი შედეგით მთავრდება.

სეს

17 სექტემბერი 2019, 16:14

საქართველო

თბილისში კვების 13 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კვების 57 ობიექტი შემოწმდა. კერძოდ, სააგენტოს წარმომადგენლები განახლებული აღმაშენებლისა და ბელიაშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტს ეწვივნენ. კრიტიკული შეუსაბამობები მხოლოდ 13 ობიექტში აღმოჩნდა.

ლუქსორი

17 სექტემბერი 2019, 16:12

მსოფლიო

ლუქსორში იტალიელ დიპლომატს ათასობით არტეფაქტის მოპარვაში ადანაშაულებენ

ეგვიპტეს გენერალურმა პროკურორმა ნაბილ სადექმა ლუქსორში იტალიის ყოფილი საპატიო კონსულის ლადისლავ ოტაკარ სკაკალის დაკავების ბრძანება გასცა. იტალიელ დიპლომატს 22 000 არტეფაქტის მოპარვაში და მათი საზღვარზე გადატანის მცდელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Egypt Today ავრცელებს.

საქართველოს ბიზნესასოციაცია

17 სექტემბერი 2019, 15:32

ეკონომიკა

ბიზნესასოციაცია შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებს

საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნესგარემოსათვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებელებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს.

კინოლოგიის სამსახური

17 სექტემბერი 2019, 15:32

ძალოვნები

შსს კინოლოგიურ სამსახურს აახლებს

უწყების ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ.

ლაფანყური ჰესი შეხვედრა

17 სექტემბერი 2019, 15:30

საქართველო

ლაფანყურის მოსახლეობამ და ჰესის მშენებელმა კომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს

თელავის საკრებულოს შენობაში სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის ჰესის მშენებელ კომპანია „ართანა-ლოპოტასთან“ და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ართანა-ლოპოტა“გარემოს დაცვის სამინისტროს დამატებით დოკუმენტაციას წარუდგენს.

Tinder

17 სექტემბერი 2019, 15:26

ტექნოლოგიები

Tinder-მა სერიალი გადაიღო

პაემნების სერვისმა Tinder-მა სერიალი გადაიღო. როგორც სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს საკუთარი ვიდეოპროდუქციის შექმნის გზაზე კომპანიის პირველი ნაბიჯია. სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ევროპის საბჭო

17 სექტემბერი 2019, 15:13

საქართველო

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სტუმრობს

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრები პარლამენტის თვამჯდომარეს მმართელი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგნელებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.

ავღანეთი პოლიცია

17 სექტემბერი 2019, 15:05

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებებს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა ავღანეთში აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Tolo News-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ჩარიკარიში, პრეზიდენტ აშრაფ ღანის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. კიდევ ერთი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ცენტრში მოხდა, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

ლაბორატორია მეცნიერები

17 სექტემბერი 2019, 15:04

მსოფლიო

რუსეთში ვირუსების კვლევის ლაბორატორიაში აფეთქება მოხდა

რუსეთში, კვლევით ლაბორატორიაში ხანძრის შედეგად ჰაერში სახიფათო ვირუსები არ მოხვდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ციმბირში, ქალაქ ნოვოსიბირსკთან, კვლევით ცენტრ „ვექტორში“ მოხდა, რომელიც ებოლას და აივის მსგავს სასიკვდილო ვირუსებს იკვლევს.

17 სექტემბერი 2019, 14:39

საქართველო

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები NDI-ს კვლევას

„ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს არ ენდობა. ისინი უნდობლობას უცხადებენ იმ ციფრებს, რომლებიც დღეს NDI -მ გაასაჯაროვა. ოპოზიციისთვის NDI-ს შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება ხალხს არ უსმენს. კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა.

პარლამენტის პლენარული სხდომა

17 სექტემბერი 2019, 14:33

საქართველო

პლენარული სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით და ხმაურით გაიხსნა

დაპირისპირების მიზეზი გახდა მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ შოთა ხაბარელის კითხვა, არის თუ არა სპორტსმენების წარმატება მთავრობის ხელშეწყობის დამსახურება. დაპირისპირება კვლავ პოლიტიკური ბრალდებებით გაგრძელდა. ბოკერიამ მდინარაძეს უღირსი, მდინარაძემ კი მას ნაგავი უწოდა.

ბრედ პიტი

17 სექტემბერი 2019, 14:05

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა ასტრონავტთან ინტერვიუ ჩაწერა

ბრედ პიტმა ამპლუა შეიცვალა. მაყურებელს ის ამჯერად ჟურნალისტის როლში მოევლინა. ვიდეო NASA-ს ოფიცოალურ გვერდზე გავრცელდა. მსახიობმა ინტერვიუ ასტრონავტ ნიკ ჰეიგთან ჩაწერა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ მისიაში იმყოფება.ინტერვიუ ფანტასტიკური ჟანრის ტრილერის, „ვარსკვლავებისკენ“ სარეკლამო ფარგლებში შედგა.

კეიტ მიდლტონი მეგან მარკლი

17 სექტემბერი 2019, 13:47

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა გადაწყვიტა ქეით მიდლტონს მიჰბაძოს

ამის შესახებ სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Mirror-ი წერს. გამოცემის წყაროს მტკიცებით, მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით მეგან მარკლი ხშირად სთხოვს რჩევას კეიტს, ვინაიდან თვლის რომ ის „ყოველთვის მოხდენილი და ელეგანტურია“.

ელიზაბედ რუდი

17 სექტემბერი 2019, 13:35

საქართველო

ელიზაბეთ რუდი „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა. ელიზაბედ რუდმა უარი განაცხადა საელჩოსთან გაკეთებული განცხადებების და მოწოდებების შეფასებაზე და აქცენტი გამოხატვის თავისუფლებაზე გააკეთა.

მერსედეს ვერა მარტინი გიორგი გახარია

17 სექტემბერი 2019, 13:18

ეკონომიკა

სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის დინამიკას პოზიტიურად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს.

ტოჩინოშინი

17 სექტემბერი 2019, 13:02

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-10 დღეს გაიმარჯვა. ვიდეო

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მეათე დღეს მეხუთე ბრძოლა მოიგო. ლევან გორგაძე ჩიოტაირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. სპორტსმენი ზედიზედ მეორედ იმარჯვებს. ქართველ ოძეკს ბალანსი 5:5-ზე გაუხდა და კიდევ 3 გამარჯვება სჭირდება დადებითი შედეგის დაფიქსირებამდე.

მიხალ შულცი

17 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

პრაღაში 30 წლის კაცმა თავი საბჭოთა მარშალის ძეგლზე ჯაჭვით მიიბა

ჩეხეთის 30 წლის მკვიდრმა მიხალ შულცმა თავი პრაღაში საბჭოთა მარშალი ივან კონევის ძეგლზე ჯაჭვით მიიბა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ამ ქმედებით შულცი მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ძეგლის გადატანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

გია ვოლსკი

17 სექტემბერი 2019, 12:32

საქართველო

ვოლსკი შეწყალებებზე: არ შეიძლება პრეზიდენტმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია, რომ შეწყალების საკითხი დარეგულირდეს, ვინაიდან არ შეიძლება, რომ ამ მიმართულებით ადამიანმა, პრეზიდენტმა ან ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს.