imedi /  08 თებერვალი 2019, 22:25 / სანდო წყარო

ვინ არის ქალი, რომელიც ნიკოლას მადუროს არ ტოვებს

ნიკოლას მადურო

ნიკოლას მადურო
სილია ფლორესი

ვენესუელაში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. კრიზისის მიუხედავად, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გვერდით რჩება მისი 56 წლის ცოლი სილია ფლორესი, - წერს გერმანული გამოცემა Focus -ი.   

სილია ფლორესს ვენესუელაში „თოჯინების მმართველს“ უწოდებენ, რადგან მისი სიტყვა მადუროსთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.   

„სახლში ჩემი ბოლო სიტყვა მაშინ არის გადამწყვეტი, როცა ჩემს ცოლს ვეუბნები, რომ ის არის მართალი“, - ამბობდა მადური საარჩევნო კამპანიის დროს 2013 წელს. 

სილია ფლორესი საკუთარ თავს პირველ ლედის არ უწოდებს. ხშირად აცხადებს, რომ „რევოლუციის პირველი მებრძოლი ქალია“. 

ახლახან სილია ფლორესმა საზოგადოების ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ჩაწერა ინტერვიუები იმ ადამიანებთან ვისი მდგომარეობაც სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად გამოსწორდა. 

ფლორესს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი 20 წლის წინ გაუჩნდა. ის ვენესულის ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის ინტერესებს იცავდა, როდესაც ის ციხეში მოხვდა 1992 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო. 1994 წელს ფლორესმა მისი განთავისუფლება შეძლო. ის ჩავესის მხარდამჭერად მისი გაპრეზიდენტების შემდეგაც დარჩა და ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა.   

ფლორესი 2006 წელს აირჩიეს ნაციონალური კრების პრეზიდენტად, 2012 წელს კი ის ჩავესმა ვენესუელის გენერალურ პროკურორად დანიშნა. 

ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს ფლორესის 40-მა ნათესავმა ქვეყნის პარლამენტში მანდატი მიიღო. 

პრეზიდენტის ცოლის ოჯახმა ყურადღება სხვა მიმართულებითაც მიიპყრო, კერძოდ „ნარკოტიკების საქმეშიც“ გაერია. მისმა ოჯახის წევრებმა 2015 წელს კუნძულ ჰაიტიდან აშშ-ში რამდენიმე კილოგრამი ნარკოტიკის გადატანა სცადეს. აშშ-ში ფლორესის ორი დეიდაშვილი დააკავეს.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.

რა ხდება ვენესუელაში, ვრცელი სტატია წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ძაღლები

20 აპრილი 2019, 00:59

ტექნოლოგიები

რა სარგებლობა მოაქვს ძაღლის ყოლას პატრონისთვის

როგორც აღმოჩნდა, ძაღლების პატრონების 64% კვირაში არანაკლებს 150 წუთს სეირნობდა, რაც სეირნობობის საშუალო ხანგრძლივობას აჭარბებს მათში, ვისაც შინაური ცხოველი არ ჰყავს. მეცნიერების თქმით, ეს მონაცემები იმის დასტურია, რომ ძაღლები ხელს უწყობენ ცხოვრების აქტიურ წესს.

ბილ გეითსი

20 აპრილი 2019, 00:53

ეკონომიკა

ბილ გეითსის ქონება $100 მილიარდამდე გაიზარდა

კომპანია Microsoft -ის დამფუძნებელი ბილ გეითსის ქონება $100 მილიარდამდე გაიზარდა. გამოცემა Forbes-ის ცნობით, გეითსის ქონების ზრდა კომპანიის აქციების გაძვირებამ გამოიწვია. როგორც გამოცემა წერს Microsoft -ის აქციებზე ფასი კომპანიის მერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის გამო გაიზარდა.

ხანძარი

20 აპრილი 2019, 00:19

მსოფლიო

მოსკოვში ებრაულ სასულიერო სკოლას ხანძარი გაუჩინეს

დაუდგენელმა პირებმა მოსკოვის შემოგარენში მდებარე ებრაულ სასულიერო სასწავლებელს ცეცხლი წაუკიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის დროს შენობაში ბევრი ადამიანი იყო, არავინ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით, ბოროტმოქმედებმა სკოლის კედელზე სვასტიკა მიახატეს. სხვა დეტალები უცნობია.

20 აპრილი 2019, 00:03

მსოფლიო

საფრანგეთი ესტონეთში 300 სამხედროს და ტექნიკის შეიყვანას გეგმავს

საფრანგეთი ესტონეთში 300 სამხედროს და 25 ერთეულ ტექნიკას გზავნის. ინფორმაციას საფრანგეთის საელჩოზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს. ესტონეთში გადაგზავნილი იქნება 5 ტანკი Leclerc -ი და 20 სახმელეთო სამხედრო მანქანა. საფრანგეთის სამხედრო ძალები ქალაქ ტაპაში განლაგდებიან, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული.

ნოტრ-დამი

19 აპრილი 2019, 23:59

ტაბლოიდი

Twitter-ის მომხმარებელმა ნოტრ-დამის ხანძრამდე 1 საათით ადრე გადაღებული ფოტოს გმირები იპოვა

ფოტო 15 აპრილს, ხანძრამდე 1 საათით ადრეა გადაღებული. გოგოს მხოლოდ პარიზის ღვთისმშობლოს ტაძრის გადაღება სურდა, თუმცა შემდეგ შეამჩნია, რომ კადრში კაცი და პატარა გოგო აღმოჩნდნენ. ხანძრის შემდეგ უინძორმა გადაწყვიტა, ფოტოს გმირები მოეძებნა და Twitter-ში დახმარება ითხოვა, ფოტომ 470 000 მოწონება და 220 000 გაზიარება დაიმსახურა.

19 აპრილი 2019, 23:30

მსოფლიო

2019 წელს ტურისტებისთვის შენგენის ვიზების გაცემა გამარტივდება

ევროკავშირი მიმდინარე წლის განმავლობაში ტურისტებისთვის, რომელთაც კარგი ისტორია აქვთ, შენგენის ვიზების გაცემას გაამარტივებს. ევროკომისიის ინიციატივას დღეს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. ახლა ეს საკანონმდებლო ცვლილება ევროკავშირის 28 ქვეყანამ უნდა აღიაროს.

თუშეთის გზა

19 აპრილი 2019, 23:24

ეკონომიკა

თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 23-ე კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა, რომელიც თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზის მონაკვეთს ჩამოშლილი ქვა-ღორღისგან ასუფთავებს. გზა სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიხსნება.

19 აპრილი 2019, 22:52

მსოფლიო

გერმანიაში მორწმუნეების რაოდენობა 55%-მდე შემცირდა

თუ 2005 წელს გერმანიაში მოსახლეობის 66%-ს სჯეროდა ღმერთის, დღეს ეს მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა 55%-ს გაუტოლდა. ეს სტატისტიკა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელიც სოციალურმა ინსტიტუტმა Kantar Public-მა ჩაატარა. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ასაკოვან გერმანელებს, სულ უფრო ნაკლებად სჯერათ გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების.

ფარიკაობა

19 აპრილი 2019, 22:26

სპორტი

ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონების ვინაობა ცნობილია

ტურნირის პირველ დღეს პრიზიორები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. ქალთა შორის ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ლიკა ჯიჯეიშვილმა მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი ანა აფრასიძე გახდა. მესამე ადგილზე კი ლიზი ბაციაშვილი და თამარ ჩარკვიანი გავიდნენ.

19 აპრილი 2019, 21:59

მსოფლიო

აშშ-მ მოუწოდა ქვეყნებს რომ რუსეთისთვის ვენესუელის მიმართულებით საჰაერო სივრცე დახურონ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა რუსეთის თვითმფრინავებისთვის ვენესუელას მიმართულებით ფრენების დაბლოკვის გამო მალტა შეაქო. მორგან ორტაგუსმა შესაბამისი განცხადება twitter-ზე გააკეთა და მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც, რომ მალტას მაგალითი გაიზიარონ.

პეტრო პოროშენკო
ვლადიმერ ზელენსკი

19 აპრილი 2019, 21:45

მსოფლიო

კიევში პოროშენკო-ზელენკის დებატები გაიმართა. მთავარი

„2014 წელს მე თავად მივეცი ბატონ პოროშენკოს ხმა, თუმცა შევცდი. ჩვენ ყველანი შევცდით"- აღნიშნა ზელენსკიმ. პოროშენკომ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინა ქვეყანაა, სადაც ომია. მისი თქმით, ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი ამ მუქარის საპასუხოდ.

19 აპრილი 2019, 21:19

კულტურა

თბილისში რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა

თბილისში რეცეპტების მუზეუმი გაიხსნა.მუზეუმში ასევე შესაძლებელია კულინარიულ მასტერკლასებში მონაწილეობა. დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი მუზეუმი მსოფლიოში არ არსებობს და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის, მნიშვნელოვანია.

19 აპრილი 2019, 21:17

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

დღევანდელ ვაჭრობაზე ნავთობი საუდის არაბეთიდან ექსპორტის ვარდნის და აშშ-ის მარაგების შემცირების ფონზე გაძვირდა. „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე ფასი ერთ დღეში 35 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $71,97 შეადგინა. ერთ კვირაში „ბრენტის“ ფასი 0,6%-ით გაიზარდა. ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობის დასრულებამდე ნავთობის ფასი კიდევ 4 ცენტით გაიზარდა და $72,1 შეადგინა.

პროფესიული განათლება

19 აპრილი 2019, 21:10

საქართველო

როგორ საქმდებიან პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები

პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა იზრდება. განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა 60% პროცენტი დასაქმებულია.

ვაშლიჯვარი

19 აპრილი 2019, 20:53

ეკონომიკა

ვაშლიჯვარი-გელოვანის ესტაკადის მშენებლობის დასრულება ისევ გადავადდა

როდის გაიხსნება ვაშლიჯვრის ესტაკადა, რომლის მშენებლობაც უკვე უნდა დასრულებულიყო- კითხვას დღეს ის მოქალაქეები სვამენ, რომლებიც ამ მონაკვეთზე საცობში, საათობით დგანან. დღეს ცნობილი გახდა, რომ მშენებლობის შეფერხების მიზეზი პროექტში შეტანილი ცვლილებებია.

19 აპრილი 2019, 20:36

საქართველო

პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე უმრავლესობის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა პლენარულ სესიაზე დღეს მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 31-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ლაშა ჟვანია

19 აპრილი 2019, 20:19

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია თანამდებობას ტოვებს

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს - მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია"- წერს ლაშა ჟვანია.

დავით ყიფიანის სახელობის თასი

19 აპრილი 2019, 20:10

სპორტი

დავით ყიფიანის თასის გათამაშების მერვედფინალური წყვილები ცნობილია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრაზე მეტოქეები გაირკვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული წილისყრის შედეგს ელოდა ეროვნული ლიგის ხუთი, ეროვნული ლიგა 2-ის შვიდი, ლიგა 3-ის ერთი და ლიგა 4-ის სამი გუნდი.

ელისაბედ მეორე

19 აპრილი 2019, 20:08

ტაბლოიდი

დედოფლის საჩუქარში ჟურნალისტებმა მეგანისა და ჰარის ბავშვის სქესზე მინიშნება დაინახეს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილს ბრილიანტის გულსაბნევს აჩუქებს. ძვირფასეულობების ექსპერტის გრანტ მობლის ინფორმაციით, დედოფალი შვილთაშვილს 11 ბრილიანტით გაწყობილ ყვითელი ოქროსგან დამზადებულ გულსაბნევს აჩუქებს, რომელიც ელისაბედ მეორეს 2007 წელს ბოტსვანის პრეზიდენტმა გადასცა.

19 აპრილი 2019, 20:08

მსოფლიო

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ზელენსკისა და პოროშენკოს დებატები იმართება

კიევის ოლიმპიურ სტადიონი უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატების პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ ზელენსკის დებატები დაიწყო. სტადიონზე, სადაც 70 ათასი ადამიანი ეტევა, ყველა ბილეთი გაიყიდა.უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.