imedi /  03 მარტი 2019, 18:32 / სანდო წყარო

ამერიკის „10 ყველაზე ბედნიერი შტატი“ დასახელდა

ამერიკა

ჰავაი

Gallup-ის ეროვნული ჯანდაცვისა და კეთილდღეობის ინდექსის თანხმად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 10 ყველაზე ბედნიერი და ჯანმრთელი შტატი დასახელდა. კვლევაში, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, ამერიკის 50 შტატიდან 115,000 ზრდასრული მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

Gallup-ის თითოეული ინდექსი დაფუძნებულია იმაზე, თუ რამდენად კმაყოფილები ადამიანები არიან თავიანთი კარიერის, სოციალური ცხოვრების, საზოგადოების შესახებ, ასევე საკუთარი ფინანსური უსაფრთხოებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ. შეფასება ჯამში 100-ქულიანია.

შედეგად ამერიკის 10 ყველაზე ბედნიერი შტატია:

1. ჰავაი (64.6 ქულა);

2. უაიომინგი (63.9 ქულა);

3. ალასკა (63.9 ქულა);

4. მონტანა (63.5 ქულა); 

5. უტა (63.4 ქულა);

6. კოლორადო (63.4 ქულა);

7. ვერმონტი (63.3 ქულა);

8. დელავერი (62.9 ქულა);

9. სამხრეთ დაკოტა (62.7 ქულა);

10. ჩრდილოეთ დაკოტა (62.7 ქულა).

ყველა სიახლე

თემთა პალატა

19 ოქტომბერი 2019, 10:11

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში Brexit-ის საკითხზე შეთანხმებას უყრიან კენჭს

მანამდე ბრიტანელმა დეპუტატებმა სამჯერ ჩააგდეს შეთანხმების პროექტი, რომელზეც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ჯონსონის წინამორბედი ტერეზა მეი აწარმოებდა. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯონსონის მიერ მიღწეულ შეთანხმებაში გაწერილ პირობებს დეპუტატმა მხარდაჭერის მოპოვების უფრო დიდი შანსი აქვს.

აფეთქება გაზი

19 ოქტომბერი 2019, 09:55

ძალოვნები

გურამიშვილის გამზირზე აფეთქებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.

მიტჩ მაკკონელი

19 ოქტომბერი 2019, 09:43

მსოფლიო

სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას სტრატეგიული შეცდომა უწოდა

სენატში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მიტჩელ მაკკონელმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანას სერიოზული სტრატეგიული შეცდომა უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აფეთქება გაზი

19 ოქტომბერი 2019, 09:22

ძალოვნები

რა ხდება გურამიშვილის გამზირზე, სადაც საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის აფეთქებამ აფეთქება გამოიწვია. imedinews-ი შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.

აფეთქება გაზი

19 ოქტომბერი 2019, 08:52

ძალოვნები

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

„გურამიშვილის გამზირის 34 ნომერში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ისინი გადაყვანილი არიან კლინიკებში, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. შენობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ჩილე პროტესტი

19 ოქტომბერი 2019, 08:44

მსოფლიო

ჩილეში მეტროს გაძვირებით გამოწვეული არეულობების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩილეში მეტროთი მგზავრობის გაძვირებით გამოწვეული არეულობების გამო ქვეყნის პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ დედაქალაქ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრეზიდენტის ვიდეომიმართვა Twitter-ზე გამოქვეყნდა.

ბარსელონა პროტესტი

19 ოქტომბერი 2019, 08:31

მსოფლიო

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციაზე 77 ადამიანი დაშავდა

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქციაზე 77 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Pais-ი ავრცელებს. მხოლოდ ბარსელონაში საპროტესტო აქციაში 525 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, 17 მომიტინგე არეულობისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს.

19 ოქტომბერი 2019, 08:18

მსოფლიო

გერმანიაში დაიწყო სამხედრო წვრთნები, რომლებშიც ატომური ომის სცენარი განიხილება

გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, წვრთნები „ურყები შუადღე“ (Steadfast Noon) მიმდინარე კვირაში დაიწყო. წვრთნების ფარგლებში გერმანელი და იტალიელი სამხედროები თვითმფრინავებით ბირთვული იარაღის უსაფრთხო გადატანას „ახორციელებენ“.

გიორგი გაბუნია

19 ოქტომბერი 2019, 08:06

ძალოვნები

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

Netflix

19 ოქტომბერი 2019, 00:46

კულტურა

Netflix-ზე „პანამის დოკუმენტების“ შესახებ გადაღებული ფილმი გავიდა

მასში მთავარ როლებს მერილ სტრიპი, გარი ოლდმენი და ანტონიო ბანდერასი მონაწილეობენ. ფილმი საყოველთაოდ ცნობილ „პანამის დოკუმენტებს“ ეძღვნება. სტივენ სოდერბერგმა „სამრეცხაო“ ამერიკელი ჟურნალისტის ჯეკ ბერნშტაინის წიგნის მიხედვით გადაიღო.

„წვეთი“

19 ოქტომბერი 2019, 00:27

ტექნოლოგიები

პარიზის ზოოპარკი სტუმრებს 720 სქესის მქონე ორგანიზმს წარუდგენს

ლიქენების მსგავსი ყვითელი ორგანიზმი ბიოლოგებისთვისაც ამოცანად რჩება. „წვეთს“ ტვინი არ აქვს, მაგრამ მას პრობლემების მოგვარება და ცოდნის გაცვლა შეუძლია. მას არ აქვს პირი, კუჭი, თვალები, მაგრამ საკვების პოვნას და მიღებას ახერხებს. თუ არსებას შუაზე გაჭრით, ის 2 წუთში შეხორცდება.

18 ოქტომბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ლიბანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა

დემონსტრანტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლები მათ გადადგომამდე არ შეწყდება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სახლთან მომხდარი შეტაკების შედეგად არანაკლებ 200 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 60 პოლიციელია.

დანაშაულს სქესი არ აქვს

18 ოქტომბერი 2019, 23:58

მსოფლიო

ევროპოლმა ახალი კამპანიის ფარგლებში ძებნილი ქალების სია გამოაქვეყნა

სიაში სერიოზული ორგანიზებული დანაშაულისთვის გასამართლებული ან ეჭვმიტანილი ქალები მოხვდნენ. „ევროპოლში“ აცხადებენ, რომ იმისთვის უნდოდათ ხაზის გასმა, რომ ქალებს კაცების მსგავსად სერიოზული დანაშაულების ჩადენა შეუძლიათ.

ვარჯიში

18 ოქტომბერი 2019, 23:28

ტექნოლოგიები

მეცნიერები: საუზმემდე ვარჯიში დიაბეტის რისკს ამცირებს

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საუზმემდე ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. კერძოდ, დილის ვარჯიში ინსულინზე ორგანიზმის რეაქციას აუმჯობესებს და მეორე ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

BTS

18 ოქტომბერი 2019, 23:17

კულტურა

BTS-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა

პოპულარულმა ჯგუფმა BTS სიმღერაზე „Make it Right“ ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა. კომპოზიცია ჯგუფის ალბომში „Map Of The Soul: Persona“ შედის, რომელიც აპრილში გამოვიდა. სიმღერის ერთ-ერთი ავტორი ბრიტანელი მომღერალი ედ შირანია. ვიდეორგოლი კომპოზიციის განახლებულ ვერსიაზე გადაღებული, რომელზეც ჯგუფმა ამომავალ ამერიკელ ვარსკვლავ Lauv-თან ითანამშრომლა.

დემონსტრაცია ბარსელონაში

18 ოქტომბერი 2019, 22:25

მსოფლიო

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა

ამის შესახებ Reuters-ი ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, მსვლელობა ძირითადად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა რამდენიმე ადგილას ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქციები ესპანეთის რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო.

ჟან-კლოდ იუნკერი

18 ოქტომბერი 2019, 22:25

მსოფლიო

ჟან-კლოდ იუნკერი პრესკონფერენციაზე ატირდა

„ეს იყო ჩემი ბოლო ევროპული სამიტი. ამ წლების განმავლობაში 150-მდე სამიტში მივიღე მონაწილეობა. ცხოვრების ბოლომდე ამაყი ვიქნები იმით, რომ ევროპას ვემსახურებოდი,“-ამ სიტყვების წარმოთქმისას ჟან-კლოდ იუნკერს ცრემლები მოერია. ჟურნალისტებმა ის გაწეული სამუშაოსთვის მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

სტივენ კინგი

18 ოქტომბერი 2019, 21:57

ტაბლოიდი

სტივენ კინგი დამწყებ მწერლებს საკუთარ სახლში ეპატიჟება

ამის შესახებ BuzzFeed-ი წერს. კინგის მამული აშშ-ში, ქალაქ ბანგორში მდებარეობს. მწერალმა ის 40 წლის წინ შეიძინა. ნაკვეთზე 2 სახლია. დიდში კინგის მასალების არქივი განთავსდება, პატარაში კი სასტუმრო მოეწყობა, რომელშიც ერთდროულად 5 მწერალი ცხოვრებას და საკუთარ ლიტერატურულ იდეებზე მუშაობას შეძლებს.

ემანუელ მაკრონი

18 ოქტომბერი 2019, 21:32

მსოფლიო

საფრანგეთმა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა

ამან ევროპელი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მომხდარს „უზარმაზარი ისტორიული შეცდომა“ უწოდა. „იმედია ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა“, - დასძინა მან.

ლაშა ბექაური

18 ოქტომბერი 2019, 21:19

სპორტი

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა მაროკოში მიმდინარე ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ვაჟებში დღეს ჩატარებულ ორივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს. მანამდე ვლადიმერ ახალკაცმა 81კგ წონითი კატეგორია მოიგო. მანამდე ვლადიმერ ახალკაცმა 81კგ წონითი კატეგორია მოიგო.