imedi /  15 ივლისი 2020, 10:35 / სანდო წყარო

კვლევა: საუკუნის ბოლოს მსოფლიოში შობადობის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად შემცირდება

ჩვილი შობადობის კოეფიციენტი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვის და შეფასების ინსტიტუტმა შობადობის სტატისტიკის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შობადობით კოეფიციენტი, რომელიც 2017 წელს 2.4-ს შეადგენდა, 2100 წელს 1.7-მდე შემცირდება. მეცნიერების ნაშრომი ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

შობადობის კოეფიციენტი ერთი ქალის მიერ გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობაა. თუ ის 2.1-ზე დაბალია, გარკვეული პოპულაცია შემცირებას იწყებს. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საუკუნის ბოლოს, მსოფლიოს 23 ქვეყნის მოსახლეობა განახევრდება. შედეგად, დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 2064 წელს პიკს მიაღწევს (9.7 მილიარდი ადამიანი), საუკუნის ბოლოს კი 8.8 მილიარდამდე შემცირდება.

მაგალითად, 4 წელიწადში ჩინეთში 1.4 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, თუმცა საუკუნის ბოლომდე ეს რიცხვი 732 მილიონამდე შემცირდება და ყველაზე ხალხმრავალი სახელმწიფოს ტიტულს ინდოეთი მიიღებს. მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება იაპონიაში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში და ა.შ.

მეცნიერები ამ პროცესს საზოგადოებაში მომხდარ ცვლილებებს უკავშირებენ. კერძოდ, ქალები მეტ დროს უთმობენ განათლებას და კარიერას, ასევე უფრო მაღალია წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე, რის გამოც ქალები ნაკლები შვილის ყოლას არჩევენ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გარემოს დამცველები ამ ცვლილებებს დადებითად შეხვდებიან, თუმცა მომავალში შობადობის დაცემა ძალიან ბევრ პრობლემას შეუქმნის საზოგადოებას და მისი გადაწყობაც გახდება საჭირო, რადგან მსოფლიოში მოხუცი ადამიანების რაოდენობა ახალგაზრდების რიცხვზე მეტი იქნება. შესაბამისად, მოსახლეობას მოუწევს გადაწყვიტოს, ვინ მოუვლის ასაკოვან ადამიანებს და ვინ გადაიხდის მათი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს.

კერძოდ, 2100 წლისთვის 5 წლამდე უმცროსი ბავშვების რაოდენობა 401 მილიონი იქნება (2017 წელს ეს მაჩვენებელი 881 მილიონს შეადგენდა), მაშინ როცა 80 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (141 მილიონი) 866 მილიონამდე გაიზარდა.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ქალებისთვის განათლებასა და კონტრაცეფციაზე წვდომის შეზღუდვა გამოსავალი არ არის და ვარაუდობენ, რომ სახელმწიფოები მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას მიგრაციის საშუალებით შეეცდებიან.

ყველა სიახლე

ლადო ბოჟაძე

15 აგვისტო 2020, 08:58

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: 12 წლის შემდეგ დავით ბაქრაძემ აღიარა ის, თუ რა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ,,ნაცმოძრაობამ“ საქართველოს

12 წლის შემდეგ დავით ბაქრაძემ აღიარა ის, რაც მთელმა ერმა ისედაც კარგად ვიცოდით - თუ რა გამოუსწორებლი ზიანი მიაყენა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს, პირველ საერთაშორისო დოკუმენტში ამ ჩანაწერისთვის ხმის მიცემით, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებებს 2008 წლის ომთან და ამ საკითხზე ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

ამირან სალუქვაძე

15 აგვისტო 2020, 08:50

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად აღიარებენ იმას, რის გამოც ადრე სხვებს დევნიდნენ

ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ და ღიად აღიარებენ იმას, რის გამოც ადრე სხვებს საყოველთაო დევნას უწყობდნენ. ასე შეაფასა მან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებები 2008 წლის ომთან და ამ საკითხზე ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

15 აგვისტო 2020, 08:42

ეკონომიკა

დონალდ ტრამპმა TikTok-ის მფლობელი კომპანიისგან აშშ-ში ყველა აქტივის გაყიდვა მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპლიკაცია TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance-ისგან 90 დღის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა აქტივის გაყიდვა მოითხოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, კომპანიამ ასევე უნდა გაანადგუროს ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემები.

გაერო

15 აგვისტო 2020, 08:29

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა

გაეროს უშიშროების საბჭომ არ დაუჭირა მხარი ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გახანგრძლივებას ითვალისწინებდა, ქვეყნების უმეტესობამ კენჭისყრის დროს ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ინდოეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, დიან ტრიანშაჰ ჯანიმ განაცხადა.

კორონავირუსი

15 აგვისტო 2020, 08:17

COVID19

არგენტინაში კორონავირუსი კიდევ 6365 ადამიანს დაუდასტურდა

არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 165 ადამიანი ემსხვერპლა, ინფექცია კი კიდევ 6365 ადამიანს დაუდასტურდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 282 437 შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსი გერმანია

15 აგვისტო 2020, 08:10

COVID19

გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1415 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1415 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 222 828-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 231 პაციენტი გარდაიცვალა, 200 800 კი გამოჯანმრთელდა.

დიღმის ძმათა სასაფლაო

15 აგვისტო 2020, 08:05

საზოგადოება

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 11:00 საათზე გაიმართება.

15 აგვისტო 2020, 00:50

ტაბლოიდი

ბრიტანეთში, საკულტო მულტფილმის პერსონაჟის ფიფქიას სასტუმრო-კოტეჯი ააგეს

ბრიტანეთში, ქალაქ სუონსში საკულტო მულტფილმის პერსონაჟის ფიფქიას სასტუმრო-კოტეჯი ააგეს. კოტეჯი 1930-იან წლებში გადაღებულ მულტფილმ „ფიფქია და 7 ჯუჯაში“ გამოყენებული ესკიზის მიხედვით აშენდა. ამის შესახებ The Sun წერს.

ალექს როდრიგესი ჯენიფერ ლოპესი

15 აგვისტო 2020, 00:33

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ მაიამიში 40 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინეს. ფოტო

მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, ბეისბოლის ყოფილმა მოთამაშემ, ალექს როდრიგესმა მაიამიში 40 მილიონ დოლარად ახალი სახლი შეიძინეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. გამოცემის ინფორმაციით, სახლი ე.წ. ვარსკვლავთა კუნძულზე მდებარეობს, სადაც უძრავ ქონებას მხოლოდ ცნობილი ადამიანები და გავლენიანი ბიზნესმენები ფლობენ.

ჟოზეპ ბორელი

15 აგვისტო 2020, 00:29

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

15 აგვისტო 2020, 00:28

ტექნოლოგიები

ევროპაში 5G-ის მოწინააღმდეგეებისთვის სპეციალურ სახლს ააშენებენ

ევროპაში, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰელმონდში ააშენებენ სახლს, რომელშიც ელექტრომაგნიტური გამოსხივება დაბლოკილი იქნება. ამ სახლს ააშენებენ მგრძნობიარე ადამიანებისთვის, რომელთაც 5G-ის გავლენით, თავის ტკივილი და უძილობა ეწყებათ. ამის შესახებ Innovation Origins წერს.

ნინო ლომჯარია

15 აგვისტო 2020, 00:24

პოლიტიკა

სახალხო დამცველი: შალვა ნათელაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ჩემი საქმიანობისა და ოჯახის წევრის მისამართით

სახალხო დამცვალი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მიუღებელია შალვა ნათელაშვილის განცხადებები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმწვავესი პრობლემის დაკნინებას და ქალების, როგორც პროვოკატორების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

კრიშტიანუ რონალდუ ჯორჯინა როდრიგესი

15 აგვისტო 2020, 00:24

ტაბლოიდი

კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. ფოტო

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და მისი საცოლე, მოდელი ჯორჯინა როდრიგესი შვებულებას მდიდრულ იახტაზე ატარებენ. პაპარაცების მიერ გადაღებული ფოტოები გამოცემა Daily Mail-მა გამოაქვეყნა.

15 აგვისტო 2020, 00:10

ტაბლოიდი

რომის ზოოპარკში, ცხელი ზაფხულის გადასატანად, ცხოველებს გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ

იტალიაში, რომის ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველებს ცხელი ზაფხულის გადატანაში ეხმარებიან. ამის შესახებ Euronews იუწყება. კერძოდ, ზოოპარკის ბინადრებს, სიცხით გამოწვეული დისკომფორტის დასაძლევად გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 აგვისტო 2020, 00:00

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვიხარია, როდესაც გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და ბედნიერი

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი. წარმოიდგინეთ, რამდენად პარადოქსულია, რომ ჩვენ სანატრელი გაგვიხდა მშვიდობა. რატომ? - იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჩვენ გამოვცადეთ ომი, ტერიტორიების დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების დევნილობაში გადასახლება. ერთადერთი 8-წლიანი სტაბილური პერიოდი არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას გურჯაანში განაცხადა.

ჩუმლაყი სამაცივრე მეურნეობა

14 აგვისტო 2020, 23:42

რეგიონი

„ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ.

14 აგვისტო 2020, 23:38

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერები გურჯაანში, ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ხეცურიანის ღვინის მარანში იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 23:32

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო „ამპელო“ დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო „ამპელოში“ იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 23:29

რეგიონი

ქობულეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ვიდეო

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად სადგურის მიმდებარედ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რამაც საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა. როგორც ქობულეთის მერიაში განაცხადეს, მდგომარეობის შესასწავლად ბრიგადები გავიდნენ. პირველადი ინფორმაციით კი წყალი რუსთაველისა და ძველი საავადმყოფოს უბანში 5 საცხოვრებელ სახლში შევიდა.