გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს
ფოტო: დიტო ყირიმლიშვილი
გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან ოთხის ნახევარზე გამოასვენეს. მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, კულტურის მოღვაწეებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა მიაგეს. გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგო ასევე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
„ძალიან გული მტკივა, რომ ასე ადრე, ძალიან მოულოდნელად მოხდა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან. ის ყოველთვის დარჩება ჩვენ გვერდით იმიტომ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრი სასიხარულო, დადებითი მომენტი არის ასოცირებული ამ ადამიანთან. გული ძალიან მტკივა და ვგლოვობ ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებსაც ძალიან დააკლდება გივი ბერიკაშვილი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია. მარჯანიშვილის თეატრში იმყოფებოდა დავით უსუფაშვილიც, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
სამოქალაქო პანაშვილი მარჯანიშვილის თეატრში დღეს, 12 საათიდან მიმდინარეობდა. გივი ბერიკაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
გივი ბერიკაშვილს დღეს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს, 83 წლისა გარდაიცვალა. ის კლინიკა MediClubGeorgia-ში ფილტვების ანთების დიაგნოზით, რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
.jpg)
.jpg)
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 09:23
მსოფლიო
ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
25 მარტი 2026, 09:21
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ სამ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
შპს “ედვაიზო სოლუშენს”-ის მიერ შექმნილი პროდუქტი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც კომპანიებში არსებული მანუალურად წარმართული ფინანსური ოპერაციების ავტომატიზაციას აკეთებს. პლატფორმა ადამიანის ჩარევის გარეშე მართავს ფინანსურ ციკლს - ინვოისების გენერირება, გადახდების იდენტიფიკაცია და შეჯერება, ანგარიშ-ფაქტურების RS.ge-ზე ატვირთვა და საბანკო ტრანზაქციების ასახვა. პლატფორმის გადაწყვეტა ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტს და API ინტეგრაციებს საგადასახადო სისტემებთან, ბანკებთან და საბუღალტრო პროგრამებთან.
25 მარტი 2026, 09:19
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 მარტს საქართველოში
25 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
25 მარტი 2026, 09:11
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
25 მარტი 2026, 09:02
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რასაც ისინი ცდილობენ მიიღონ, რეზოლუციად დარჩება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს
ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რასაც ისინი ცდილობენ მიიღონ, რეზოლუციად დარჩება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
25 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
დანიის საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია იმარჯვებს, თუმცა მას მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირების უფლება არ ექნება
ეგზიტპოლების თანახმად, დანიაში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია ლიდერობს. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.
25 მარტი 2026, 08:44
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული
ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად გაინადგურებენ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
25 მარტი 2026, 08:35
პოლიტიკა
ბაია კვიციანი: გვქონდა საშუალება, რომ ძალიან წარმატებულ კომპანიებს გავსაუბრებოდით და სამომავლო თანამშრომლობაზე გვესაუბრა
„სამუშაო სესიასთან ერთად წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური ექსპოზიცია, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივ, ძალიან წარმატებულ კომპანიებს. ისეთ კომპანიებს, როგორიც არის „სტარლინკი“, ADOBE, „მაიკროსოფტი“, „მეტა“. გვქონდა საშუალება, რომ მათ გავსაუბრებოდით და სამომავლო თანამშრომლობაზე გვესაუბრა“, - აღნიშნა კვიციანმა.
25 მარტი 2026, 08:23
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება. საქართველოს პირველ ლედის ჰქონდა შესაძლებლობა წარმოეთქვა სიტყვა და ქართველი ხალხის ხმა გაეჟღერებინა სახელმწიფო დეპარტამენტში
ნამდვილად ისტორიულია ის, რაც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ხდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც აშშ-ში პრეზიდენტის მეუღლესთან ერთად იმყოფება.
25 მარტი 2026, 08:19
პოლიტიკა
დღეს მელანია ტრამპი თამარ ბაგრატიონს სხვა პრეზიდენტის მეუღლეებთან ერთად თეთრ სახლში უმასპინძლებს
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს.
25 მარტი 2026, 08:14
საზოგადოება
სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორეს საფლავთან პატივის მისაგებად ხალხის რიგი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება
სიონის საკათედრო ტაძარში ხალხის რიგი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, საფლავთან მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე, დილის 08:00-დან საღამოს 10:00 საათამდე შეუძლიათ.
25 მარტი 2026, 08:00
საზოგადოება
25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
რუსეთის იმპერიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ქართულმა ეკლესიამ კი ის 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.
25 მარტი 2026, 04:24
მსოფლიო
ტრამპი: არჩევნების დღე, 2026 წლის 12 აპრილი, გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს - მე ბოლომდე მის გვერდით ვარ
არჩევნების დღე, 2026 წლის 12 აპრილი, გამოდით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
25 მარტი 2026, 02:40
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს არიან
თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებასთან ახლოს არიან.
25 მარტი 2026, 02:27
მსოფლიო
The New York Times: აშშ-მა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა
აშშ-მა ირანს ახლო აღმოსავლეთში ომის დასასრულებლად 15-პუნქტიანი გეგმა გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 მარტი 2026, 00:18
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ჩვენ ბომბებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს
თეთრ სახლში გამართული ღონისძიების დასასრულს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიკროფონთან აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი მიიწვია, რათა მას საზოგადოებისთვის ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაცია მიეწოდებინა.
24 მარტი 2026, 23:38
მსოფლიო
ტრამპი: ირანელებმა საჩუქარი გაგვიკეთეს და ეს საჩუქარი დღეს მივიღეთ - ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, ეს საჩუქარი ნავთობსა და გაზთან არის დაკავშირებული
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა ირანელების მხრიდან გადადგმულ კეთილი ნების ჟესტზე, რომელიც მან აღწერა, როგორც იდუმალი „საჩუქარი“ და აღნიშნა, რომ ამ ძღვენმა ხელი შეუწყო ომის დასასრულებლად მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას.
24 მარტი 2026, 23:23
მსოფლიო
ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია და თეირანი მნიშვნელოვან დათმობებზე მიდის.
24 მარტი 2026, 23:10
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, ეს ომი მოგებულია - ირანი სამხედრო თვალსაზრისით განადგურებულია
თეთრ სახლში შეკრებილ რეპორტიორებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანთან არსებულ დაპირისპირებაში გამარჯვება გამოაცხადა და მორიგი იერიში მიიტანა ამერიკულ მედიასაშუალებებზე.
24 მარტი 2026, 22:59
საზოგადოება
მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საპატრიარქო რეზიდენციაში ალბანეთის მთავარეპისკოპოსი, უნეტარესი იოანე და პროტოპრესვიტერი სპირიდონი მიიღო. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


