სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს სწავლებას გაეცნო და დაჭრილ ქართველ სამხედროებს შეხვდა
ფოტო: დავით ცაგარელი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მივიდა, სადაც ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებას დაესწრო.
სტოლტენბერგთან და მის დელეგაციასთან ერთად ცენტრში პრემიერი მამუკა ბახტაძეც მივიდა. მათ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. სტოლტენბერგი ასევე შეხვდა ქართველ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს.
მანამდე იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად 17 მარტს გაიხსნა. ეს პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.
სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთშეთავსების ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.
სწავლებისას ასევე გამოიცდება ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე ღონისძიებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება. პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა.
ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა. სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა მონაწილეობს: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი.
სწავლებაში ასევე აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები: „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“ (ICRC), გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO)და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი).
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 11:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.
27 აგვისტო 2026, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა
კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:49
საზოგადოება
ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ
ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის იმ შეფასებისას, რომელიც პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს ეხება.
27 აგვისტო 2026, 11:47
საზოგადოება
გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:42
ტაბლოიდი
ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅
ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.
27 აგვისტო 2026, 11:41
პოლიტიკა
ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში
ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.
27 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად
კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.
27 აგვისტო 2026, 11:28
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
27 აგვისტო 2026, 11:23
კულტურა
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄
გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.
27 აგვისტო 2026, 11:18
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 11:11
სამართალი
პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:05
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 10:56
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
27 აგვისტო 2026, 10:38
მსოფლიო
Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:35
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
27 აგვისტო 2026, 10:25
ტაბლოიდი
მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა
საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.


