imedi /  25 მარტი 2019, 12:34 / სანდო წყარო

პრეზიდენტი: სტოლტენბერგთან ჩემი მთავარი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

სალომე ზურაბიშვილი
იენს სტოლტენბერგი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები.
 
,,საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმისა, თუ რა გზაზე ვდგავართ, რომ ეს გზა უცვლელი და უალტერნატივოა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამხედრო, თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისათვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ.
 
ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი სამხედროები ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
 
,,ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად დიდი პატივია თქვენთან ხელახლა შეხვედრა. ბოლოს ჩვენ ბრიუსელში შევხვდით. ახლა უკვე თბილისში გაიმართა ჩვენი შეხვედრა, რაც საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მაღალი დონის პარტნიორობას გამოხატავს. საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს. მე დღეს ერთობლივი წვრთნების ცენტრი მოვინახულე, სადაც ჩვენ, სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს ვახორციელებთ.
 
ეს მაჩვენებელია იმის, რომ საქართველო და ნატო მხარდამხარ მოქმედებენ. მე უაღრესად მადლობელი ვარ ერთობლივი უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის. გარდა ამისა, საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეა და წვლილი შეაქვს ჩვენს მისიაში, რომელსაც ავღანეთში ვახორციელებთ. მსგავსი ახლო თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ასევე, გეხმარებით თქვენ, რაც ჩვენი, როგორც საქართველოს, ასევე ნატოს ინტერესშია. საქართველო ნამდვილად უნიკალური პარტნიორია. მივესალმებით რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესს.
 
ნატოს ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ვესწრებოდი ნატოს სამიტს 2008 წელს, ბუქარესტში, სადაც ჩვენ პირველად განვაცხადეთ აღნიშნულის თაობაზე, თუმცა, მსგავსი განცხადებები კვლავ გაკეთდა გასული წლის ივლისში, ბრიუსელში.
 
ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. უარი თქვას მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები  საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა შეხვედრა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას მისი მთავარი გზავნილი დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა.
 
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ძალიან დამძიმდა ვითარება, ეს იქნება გატაცებები, თუ მუქარები ნატოს წვრთნების შესახებ.
 
,,ეს ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური სათქმელი უნდა იყოს, რათა მათ იცოდნენ, რომ საქართველო, რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, განაგრძობს სამშვიდობო გეგმებსა და სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა საოკუპაციო ხაზზე იკეტება გადასასვლელი პუნქტები.

ამის მიუხედავად, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია - მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს მან პოლიტიკური დატვირთვა, ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება, რომ ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ  საკითხის მხოლოდ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტას, რადგან რეალურად პროგრესი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს საკითხი, ამ ფორმით, არ არსებობს, თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად არ შეახსენებენ, რომ მან უნდა შეასრულოს არსებული ვალდებულებები.
ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
მანამდე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერმინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მედიისთვის განცხადებები გაკეთდა. 

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 12:06

საზოგადოება

მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.

27 აგვისტო 2026, 11:51

საზოგადოება

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ლევან ზაუტაშვილი

27 აგვისტო 2026, 11:49

საზოგადოება

ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ

ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.

27 აგვისტო 2026, 11:47

საზოგადოება

გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:42

ტაბლოიდი

ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅

ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.

ილია ჯალაღონია

27 აგვისტო 2026, 11:41

პოლიტიკა

ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში

ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.

27 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პლატონ კალმახელიძე

27 აგვისტო 2026, 11:30

პოლიტიკა

პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად

კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.

27 აგვისტო 2026, 11:28

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

რუპერტ გრინტი

27 აგვისტო 2026, 11:23

კულტურა

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.

27 აგვისტო 2026, 11:18

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 11:11

სამართალი

პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:07

მსოფლიო

ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:05

სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

27 აგვისტო 2026, 10:56

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 10:47

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 10:44

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.

27 აგვისტო 2026, 10:38

მსოფლიო

Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

27 აგვისტო 2026, 10:35

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში

სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.