Imedi /  02 აპრილი 2019, 16:16 / სანდო წყარო

დავით ბაგრატიონისა და ანა ბაგრატიონის ადვოკატები ურთიერთბრალდებებს პასუხობენ

ანა ბაგრატიონ გრუზინსკი

ანა ბაგრატიონ გრუზინსკი

„დავით ბაგრატიონს ანა ბაგრატიონზე ფიზიკურად არასდროს უძალადია“, - განცხადება მედიასთან დავით ბაგრატიონ გრუზინსკის ადვოკატმა გააკეთა. ლევან ჩხეიძის განმარტებით, ანა ბაგრატიონ გრუზინსკიზე არც ფსიქოლოგიური ზეწოლა ყოფილა. 

დავით ბაგრატიონ გრუზინსკის უფლებადამცველის თქმით, ანა ბაგრატიონ გრუზინსკი დავითის საგურამოს სახლში ნამყოფი საერთოდ არ არის და ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის დისკრედიტაციას ემსახურება.

„თუ ექსპერტმა იცოდა აღნიშნული დანაშაულის შესახებ, მიჩნდება შეკითხვა: რატომ არ მიმართა ექსპერტმა პოლიციას? რატომ არ მიმართა პოლიციას მძღოლმაც, რომელმაც როგორც ამტკიცებენ, შეიტყო დანაშაულის შესახებ. ქალბატონმა ანამ შესაძლებელია ილაპარაკოს ბევრი რამ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიმართლეა. თუ მართლა ადგილი ჰქონდა ფაქტს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიაყენა მას დაზიანებები, ექსპერტი უკვე დასაჭერია, რადგან მან იცოდა დანაშაულის ჩადენის შესახებ და არ განაცხადა. თუ საქმის კურსში იყო მძღოლი, ისიც დასაჭერია“, - განაცხადა ლევან ჩხეიძემ ჟურნალისტებთან.

ანა ბაგრატიონის უფლებადამცველი სამხარაულის ექსპერტიზის გაყალბების თაობაზე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხარის ბრალდებას უარყოფს. ადვოკატის თქმით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ამ ძალადობის ფაქტს დაადასტურებენ. 

„რა გაყალბებაზეა საუბარი, რა ინტერესი აქვს ბიუროს ჩვენ პრივატულ დავაში?! დასკვნაში წერია, რომ სხეულზე აქვს მრავალი სისხლჩაქცევა, რაც ბლაგვი საგნით არის მიყენებული“, - განმარტავს ანა ბაგრატიონის ადვოკატი ლევან გორელაშვილი.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ამ წუთებში თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკზე შესაძლო ძალადობის ფაქტს ეხება, რომელიც 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა. გამოძიების ფარგლებში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატსაც გამოკითხავენ. 

ცნობისთვის, ანა ბაგრატიონ გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ მუხრანელის სამეფო ქორწილი, პატრიარქის ინიციატივით, 2009 წელს სამებაში გაიმართა. წყვილი ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდა.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2026, 11:01

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ირანის მოლაპარაკებების გადადება, შესაძლოა, ლიბანში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდეს

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში დღეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, ლიბანში არსებული ვითარების გამო გაუქმდა. ინფორმაციას AXIOS-ის კორესპონდენტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

19 ივნისი 2026, 10:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის შესახებ: მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის პარტნიორობას აძლიერებს

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, მაღალი დონის ვიზიტები დამატებით შესაძლებლობებს ქმნის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ისე სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით.

19 ივნისი 2026, 10:57

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხისა და ჭითაწყარის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კრისტენ მიხალი

19 ივნისი 2026, 10:46

მსოფლიო

ესტონეთის პრემიერი კოშტას მცდელობას, რუსეთთან დიალოგი დაამყაროს, მცდარ ნაბიჯს უწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მცდელობამ კრემლთან არაოფიციალური დიპლომატიური კომუნიკაციის არხების გახსნის მიმართულებით, შესაძლოა, ევროკავშირის უკრაინისადმი მხარდაჭერა დააზიანოს, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა.

ირაკლი კობახიძე

19 ივნისი 2026, 10:31

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

19 ივნისი 2026, 10:20

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

19 ივნისი 2026, 10:18

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე დააკავეს

კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის - ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იემენის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები.

19 ივნისი 2026, 10:04

სპორტი

კანადამ კატარი 6:0 გაანადგურა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის ფარგლებში კანადისა და კატარის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 6:0 კანადელების სასარგებლოდ დასრულდა.

პეტერ მადიარი

19 ივნისი 2026, 09:48

მსოფლიო

უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ინიციატივით ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ მიღებული დოკუმენტიდან ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ამოიღეს.

19 ივნისი 2026, 09:38

კულტურა

იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება

იტალიური კინოს მეცხრე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, თბილისში ფოტოგამოფენა „მარჩელო“ იმართება, რომელიც იტალიური კინოს ლეგენდას ეძღვნება.

19 ივნისი 2026, 09:33

მსოფლიო

Reuters: აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება

აშშ-სა და ირანს შორის პარასკევს დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ინფორმაციას Reuters-ი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 ივნისი 2026, 09:27

სპორტი

ჩეხეთმა სამხრეთ აფრიკასთან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული A ჯგუფის შეხვედრა ჩეხეთისა და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.

19 ივნისი 2026, 09:22

რეგიონი

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება

რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გრძელდება. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სცენაზე, გერმანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული ქართული დიასპორების ანსამბლები დღეს გრანდიოზული კონცერტით წარდგებიან.

19 ივნისი 2026, 09:09

მსოფლიო

აშშ-ის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს

ამერიკის საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ფრიდრიხ მერცი

19 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი და მერცი პუტინთან კომუნიკაციის გამო ევროკავშირს თავს დაესხნენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაციის არხების გახსნის გამო ევროკავშირი გააკრიტიკეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

კრისტიან შტოკერი

19 ივნისი 2026, 08:55

მსოფლიო

ავსტრიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკებებს მხარს უჭერს

ავსტრიის კანცლერი რუსეთთან მოლაპარაკებებს უჭერს მხარს, - განცხადება კრისტიან შტოკერმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე გააკეთა. როგორც ავსტრიის მთავრობის მეთაურმა განმარტა, ნებისმიერი მშვიდობა მოლაპარაკებებით იწყება და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების მიმართ ის პოზიტიურად არის განწყობილი.

19 ივნისი 2026, 08:48

მსოფლიო

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იმართება. ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და მიგრაციის საკითხებზე მსჯელობენ.

19 ივნისი 2026, 08:34

მსოფლიო

აშშ-მა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა სრულად მოხსნა

ამერიკის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტებზე ბლოკადა მოხსნა.

დონალდ ტრამპი

19 ივნისი 2026, 08:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: აშშ-ს ირანისთვის 300 მილიარდი დოლარი არ გადაუხდია, ეს ყალბი ამბავია

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შეერთებულმა შტატებმა ირანს 300 მილიარდი დოლარი გადაუხადა, სიმართლეს არ შეესაბამება, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

თენგიზ შარმანაშვილი

19 ივნისი 2026, 08:12

პოლიტიკა

შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თუ ნეიტრალური ხარ, უკვე მტერი ხარ, ეს არის მათი თამაშის წესები და სამწუხაროდ, აქამდე მივიდა განვითარების ბოლო ეტაპზე ევროკავშირი

თუ ნეიტრალური ხართ, უკვე მტერი ხართ. რომ დაიმსახურო მათი შექება, უნდა იყო მათი პირდაპირი ხაზის გამტარებელი, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, რითაც გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშში გაკეთებულ ჩანაწერს.