ადვოკატი: ექსპერტიზის დასკვნით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა
ანა-ბაგრატიონ გრუზინსკი
ფოტო: IMEDI
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნა წარმოადგინა, რომელშიც „წერია, რომ ანას სხეულზე ჰქონდა მრავალი სისხლჩაქცევა, რომელიც მიყენებულია რამე მკვრივი, ბლაგვის საგნის ზემოქმედებით“.
ადვოკატ ლევან გორელაშვილის თქმით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ მიყენებული დაზიანებები სახეზე აღენიშნებოდა. ასე პასუხობს ანა ბაგრატიონის ადვოკატი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებას, რომ ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ მიკერძოებულია. ლევან გორელიშვილის თქმით, ეს სერიოზლი ბრალდებაა, რასაც პასუხს თავად ექსპერტიზის ბიურო გასცემს.
„სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ ანას სხეულზე აქვს მრავალი სისხლჩაქცევა, რომელიც მიყენებულია რამე მკვრივი, ბლაგვის საგნის ზემოქმედებით. რა საგნით მიაყენა დავითმა ანას დაზიანებები, ჩემთვის ეს კონკრეტულად უცნობია. რამდენადაც ვიცი, ანა იმ მომენტში თითქმის გონებადაკარგულ მდგომარეობაში იყო“, - განაცხადა ლევან გორელიშვილმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა სამეფო წყვილს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარი ფიზიკური დაპირპირების დეტალებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ფიზიკური ზიანის მიყენების შემდეგ დავითმა ანას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
გარდა ამისა, გორელიშვილის თქმით, დაპირისპირებების მიუხედავად სამეფო წყვილს თანაცხოვრება არ შეუწყვიტავს, ხოლო ოფიციალურად 2016 წელს განქორწინდნენ.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ძალადობის შემდგომ, რასაც მეფე აკეთებს, არის ის, რომ დავითი უკავშირდება თავის ერთ-ერთ მეგობარს და აფთიაქიდან მედიკამენტების წამოღებას სთხოვს. შემდგომ ელოდება, რომ იმოქმედოს ამ მედიკამენტებმა. ანას ეს დაზიანებები სახეზე აღენიშნებოდა. ამ მიზნით მან დაუმტვრია ტელეფონი, საშუალება არ მისცა, რომ სადმე დაერეკა. დავითმა ანას თავისი ტელეფინით დაარეკინა თავის მძღოლთან და სთხოვა, რომ იმ დღეს არ გამოევლო და ორი დღის შემდგომ გამოევლო. ამასთან, საშუალებას არ აძლევდა, რომ საგურამო დაეტოვებინა. გარდა ამისა, ანას დაარეკინა დედასთან, რომელსაც უთხრა, რომ ის საგურამოდან 2 დღის განმავლობაში ვერ დაბრუნდებოდა. წყვილი 2014 წელს ერთად ცხოვრობდა“, - განაცხადა გორელიშვილმა.
ადვოკატის განმარტებით, სამეფო წვყვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოკითხვაზე პირადადაც არის დაბარებული, თუმცა გამოკითხვის თარიღი მისთვის ჯერჯერობით უცნობია.
„ძალადობის ფაქტს მე პირადად არ შევსწრებივარ. ამას დავითის, ანას და მცირეწლოვანი ბავშვის გარდა არავინ შესწრებია. იმ პერიოდში ანას საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ვიცნობ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ საგურამოდან ანა წამოიყვანა. ეს არის მძღოლი დავით ვასაძე. ვასაძე გამოკითხული არ არის, თუმცა იგეგმება მისი გამოკითხვა“, - განაცხადა გორელიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სამოქალაქო დავის ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ მებაღე, დამხმარე ქალბატონი და ოჯახის მეგობარი. ადვოკატის თქმით, ყველა მათგანმა გამოძიებას ერთმანეთისგან განსხვავებული და საპირისპირო ჩვენება მისცა.
„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მათგანი პასუხისგებაში აუცილებლადაა მისაცემი, რადგან ის სამი ინფორმაცია, რომელიც მათ ერთდროულად გააჟღერეს, წარმოუდგენელია სიმართლე იყოს. მებაღე ამბობს, რომ ანა საგურამოში ნანახი ჰყავს. ოჯახის მეგობარი ამბობს, რომ ანას საგურამოში ფეხი არასდროს დაუდგამს. ეს ესპანელი პიროვნებაა და თარჯიმანმა მისი სიტყვები ასე თარგმნა. ხოლო დამლაგებელი ქალბატონი ამბობს, რომ ანას საგურამოში არასდროს უცხოვრია და განმარტავს, რომ ანა პირველად მას შემდეგ ნახა, რაც ტელევიზიაში სიუჟეტი გავიდა. ამიტომ სამივე ეს ჩვენება გამორიცხულია, ერთდროულად სიმართლე იყოს. ვფირობ, რომ მოწმეები მიზანმიმართულად გაფრთხილებულები იყვნენ იმაზე, თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ. ეს ესპანელი მეგობარი დავით ბაგრატიონის კმაყოფაზეა. 2014 წლიდან საქართველოშია ჩამოსული. მებაღე და დამლაგებელიც დღესაც საგურამოში მუშაობენ“, - განაცხადა ადვოკატმა.
ყველა სიახლე
21 ივნისი 2026, 12:20
პოლიტიკა
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს: 2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი. სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ აღნიშნულ დროს ბელარუსში იმყოფებოდა.
21 ივნისი 2026, 12:19
რეგიონი
რუსთავში კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებით დასრულდა
„ქართულის“ გრან-პრი წელსაც რუსთავში დარჩა. ვულოცავ ანსამბლ „ნატოს" და ფესტივალის ყველა მონაწილეს ქართული დღეების ულამაზეს დასასრულს. 85 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიზიარა ჩვენთან ერთად ამ დღეების საოცარი ატმოსფერო. მადლობას გიხდით იმ ნამდვილად ქართული ემოციისთვის, რაც ამ დღეებში ჩვენს საფესტივალო სივრცეში ტრიალებდა“, განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
21 ივნისი 2026, 12:11
ტაბლოიდი
სტოუნჰენჯში წელიწადის ყველაზე გრძელი დღის დადგომა იზეიმეს☀️გალერეა
მათ მონუმენტთან ღამე გაათენეს და მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. ზაფხულის ბუნიობა არის დღე, როდესაც მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა დგას. ეს 20 ან 21 ივნისს ხდება. ზაფხული ბუნიაობას წელიწადში ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე ხანმოკლე ღამე ფიქსირდება.
21 ივნისი 2026, 11:37
სპორტი
გერმანია მესამე ნაკრები გახდა, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა გაინაღდა⚽
ამერიკის კონტინენტზე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. გერმანიის ნაკრებმა კოტ-დ'ივუარი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და 6 ქულით შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდა. 40 წლის გერმანელმა მეკარემ მანუელ ნოიერმა კი რეკორდი დაამყარა გოლკიპერებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ნათამაშები მატჩების რაოდენობით - ეს შეხვედრა მისთვის 21-ე იყო.
21 ივნისი 2026, 11:22
მსოფლიო
სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად აქცია გაიმართა
სერბეთის ქალაქ ნოვისადში 2024 წელს სარკინიგზო სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად საპროტესტო აქცია გაიმართა.
21 ივნისი 2026, 11:21
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ელექტროსკუტერების ჩემპიონატი ჩატარდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტროსკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც KIU-ს სტუდენტებთან ერთად, სხვა მსურველებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს თასები და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.
21 ივნისი 2026, 11:16
მსოფლიო
ზელენსკიმ პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა
ვოლოდიმირ ზელენსკის კვალდაკვალ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს. პოლონურ ჯილდოებზე უარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმავ თქვეს.
21 ივნისი 2026, 11:15
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბეგონია გომესი კორუფციული საქმის ფიგურანტი აღმოჩნდა. მას სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას და კორუფციაში თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გავლენის გამოყენებას ედავებიან. მას პასპორტის ჩაბარება და სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადება თვეში ორჯერ მოუწევს.
21 ივნისი 2026, 11:11
რეგიონი
ბათუმში ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით" გაიხსნა
ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. დღევანდელი საღამო საზეიმო კონცერტით გაგრძელდება.
21 ივნისი 2026, 11:10
ჯანდაცვა
თბილისში გოთუას ალერგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
ცენტრი სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, თანამედროვე დიაგნოსტიკასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობის მეთოდებს აერთიანებს.
21 ივნისი 2026, 11:06
რეგიონი
ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა
სტიქია კახეთში - სეტყვამ და ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის.
21 ივნისი 2026, 11:05
საზოგადოება
სკოლის ატესტატების გასაცემად განცხადებების მიღება ხვალიდან დაიწყება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული ზოგადი განათლების ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას ხვალიდან იწყებს. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.
21 ივნისი 2026, 10:56
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
მინისტრმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან.
21 ივნისი 2026, 10:55
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას ესტუმრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან დავით თამაზაშვილთან და დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები და ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
21 ივნისი 2026, 10:40
მსოფლიო
ვენსმა შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებების პრიორიტეტები დაასახელა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში მისი მთავარი პრიორიტეტებია ამ მოლაპარაკებების სტრუქტურის შექმნა, ბირთვულ საკითხებში „პროგრესის მიღწევა“ და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა. განცხადება ვენსმა შვეიცარიაში გაფრენის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
21 ივნისი 2026, 10:23
მსოფლიო
მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა
თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც ლგბტქ+ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვთ, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს. წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“.
21 ივნისი 2026, 09:37
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არანაირი გადასახადი არ იქნება
ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი პერიოდის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში არ იქნება არანაირი გადასახადი, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
21 ივნისი 2026, 09:15
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: აშშ-სა და ბრიუსელს საქართველოში რევოლუციისა და გადატრიალების მოსაწყობად ისეთი ადამიანების გაზრდა სურდათ, რომლებიც მათთვის ყურმოჭრილი მონები იქნებოდნენ
პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი კურსი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების უკმაყოფილებას იწვევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავე რეაქცია მოჰყვა საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
21 ივნისი 2026, 09:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 ივნისს ქუთაისში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
21 ივნისი 2026, 08:44
მსოფლიო
ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა
ირანის დელეგაცია ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრა. ირანის დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად ბაღერ ღალიბაფი ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მიიღებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც.


