აშშ-ში მიაჩნიათ რომ ნატომ თავდაცვის სფეროში საქართველოსა და უკრაინის დახმარება უნდა გააძლიეროს
ფოტო: shutterstock.com
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მსვლელობისას კონგრესმენებმა და მომხსენებლებმა საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო მხარდაჭერა გამოხატეს.
მოსმენისას აღინიშნა, რომ საჭიროა, ნატომ თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში გააძლიეროს საქართველოსა და უკრაინის დახმარება.
მოსმენისას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი-აიდაჰოს შტატი) შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა ნატოს მნიშვნელობას. მისი განცხადებით, ნატო ყველაზე უფრო წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია მსოფლიოში, რომელიც იცავს საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, მათ შორი დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას.
სენატორმა რიშმა აღნიშნა, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია და ხაზი გაუსვა მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და ინვესტირებისათვის სტაბილურ გარემოს უზრუნველყოფს.
„ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები მიისწრაფიან გაწევრიანდნენ ნატოში, არა მხოლოდ რუსეთისაგან თავდაცვის, არამედ ასევე ეკონომიკური განვითარების მიზნით. რუსეთი ხელახლა გახდა ნატო-ს საფრთხე. თუ კვლავაც არსებობს რაიმე სახის ეჭვი ამის თაობაზე, შეგიძლიათ გაესაუბროთ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებას, დღეს რუსეთიდან მომდინარე საშიშროების გასაცნობიერებლად", - განაცხადა სენატორმა.
ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევრის, იან ბრზეჟინსკის თქმით, ნატოს ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა დღევანდელი მზარდი უსაფრთხოების გარემოში:
"მოსკოვის მხრიდან უკრაინასა და საქართველოში შეჭრა, მისი სამხედრო პროვოკაციები, მკვლელობები, უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევა წარმოადგენს მაგალითების მხოლოდ ერთ ნაწილს, თუ როგორი საფრთხის წინაშე იმყოფება საერთაშორისო სამართალზე დამყარებული წესრიგი, რომელიც გლობალური მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ავანგარდში იდგა", - აღნიშნა იან ბრზეჟინსკიმ და ნატოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება დასახელა.
"ალიანსის უახლესი წევრები ევროპის ყველაზე უფრო მტკიცე ტრანსატლანტისტები არიან და აშშ-ის მიერ წარმოებულ ოპერაციებში, მათ შორის ევროპის მიღმა, მონაწილეობის ყველაზე უფრო მეტი სურვილი გააჩნიათ. ნატო-ში მონტენეგროს ბოლოდროინდელი გაწევრიანება და ამ გზაზე მყოფი მაკედონიის ორგანიზაციაში მოსალოდნელი ინტეგრირება ერთიანი ევროპის ხედვის განხორციელებისაკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს წარმოადგენს. ამასთანავე, ალიანსმა უნდა განსაზღვროს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზა იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ქვეყანას დაჭირდება დრო შესაბამისი პოლიტიკური და სამხედრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად", - განაცხადა ბრზეჟინსკიმ.
მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თაობაზე, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, სენატორ ბობ მენენდესის (დემოკრატი, ნიუ-იორკი) მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, ბრზეჟინსკიმ განაცხადა, „რუსეთის რევანშიზმისა და აგრესიის საპასუხოდ დასავლეთის მიდგომა ფუნდამენტური სახის შეცდომაა. 15 წელი გავიდა რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის დღიდან. ჩვენი სტრატეგია, საპასუხო ქმედებების ნაბიჯ-ნაბიჯ ზრდის (ინკრიმენტალიზმის) სტრატეგიაა. რუსეთი არღვევს დამოუკიდებელი, დემოკრატიული ერების სუვერენიტეტს; იტაცებს ტერიტორიებს და ჩვენი პასუხი სამშვიდობო შეთანხმებაა.“
ბრზეჟინსკის განმარტებით, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ საჭიროა დასავლეთმა ჩრდილო-ცენტრალურ ევროპაში გააძლიეროს სამხედრო ყოფნა; გაზარდოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც რუსეთის ეკონომიკური დასუსტების მიზნით მიმართული უნდა იყოს რუსეთის საბანკო სისტემაზე; ამას გარდა, საჭიროა, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ განახორციელოს ხელის შეშლის სტრატეგია.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.


