Imedi /  11 აპრილი 2019, 00:15 / სანდო წყარო

ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე სტრასბურგში საზეიმო მიღებით აღნიშნეს

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, საზეიმო მიღებაზე გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერმა სტუმრებს ასევე წარუდგინა ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოში წელს გამოვა. სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ანსამბლმა “რუსთავმა”.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. 

საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყუადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიენ მორი პასკიემ. 

“დღეს ყველანი შევიკრიბეთ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილის აღსანიშნავად. ამ 20 წლის განმავლობაში ვიხილეთ როგორ უმკლავდებოდა ქვეყანა ბევრ გამოწვევას და ვითარდებოდა ჩვენთან ერთად. საქართველო ჩვენი ოჯახის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა 1999 წელს - ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე. მას შემდეგ ბევრჯერ გვინახავს, როგორ იღწვის ქვეყანა დემოკრატიის გაძლიერების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას მომავალში ერთად დაწინაურების მიზნით. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ“, - განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

საქართველოსთან თანამშრომლობა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმაც შეაფასა.

„საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან სასიხარულოა, რომ გვქონდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში თანამშრომლობის შესაძლებლობა. შედეგად, დღეს საქართველო არის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გზა მდგომარეობს ძლიერი ინსტიტუტების და ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფაში, რომელთაც მოსახლეობა ენდობა. თქვენ ამ გზაზე წარმატებას მიაღწიეთ. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს ამ მხრივ”, - აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2026, 21:03

პოლიტიკა

სტივენ ჯერმი: ვხედავთ, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ომის შანსები მზარდია

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა, გადაცემაში „თბილისის დროით“ რუსეთ- უკრაინის“ ომზე ისაუბრა. მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, რუსეთთან ომის თავიდან აცილება შეუძლებელია თუ არა უკრაინაის მხარდაჭერის ფონზე, რაზეც ჯერმა განაცხადა „არამგონია. რომ ამ ომის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ვხედავთ რომ ევროპასა და რუსეთს შორის ომის შანსები მზარდია“.

სტივენ ჯერმი

24 ივლისი 2026, 20:53

პოლიტიკა

სტივენ ჯერმი: საქართველო რომ იყოს ნატოს წევრი, ორი რამ არის ნათელი - სადაო საკითხია, ნატოს წევრი რამდენი სახელმწიფო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას. თუკი ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს დაეხმარებიან, ისინი ძალიან მოწყვლადი იქნებიან

ირინა ბათიაშვილის კითხვაზე, რუსეთმა რომ საქართველოზე კვლავ თავდასხმა გადაწყვიტოს, ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს დასახმარებლად ჯარებს გამოაგზავნიან თუ არა, სტივენ ჯერმიმ აღნიშნა, რომ სადაო საკითხია, ნატოს წევრი რამდენი სახელმწიფო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას.

24 ივლისი 2026, 20:52

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა კანონით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ. ქვეყნის მასშტაბით დღეს მორიგი სასამართლოები გაიმართა.

პროკურატურა

24 ივლისი 2026, 20:49

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

24 ივლისი 2026, 20:48

მსოფლიო

სტივენ ჯერმი: ვდარდობ, რომ ძალიან ბევრი დასავლეთში რუსეთთან ომზე საუბრობს და ცოტა თუ ფიქრობს - ეს ომი როგორ წარიმართებოდა

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა, გადაცემაში „თბილისის დროით„ მის მიერ დაწერილ სტატიაზე, ევროპასა და რუსეთს შორის შესაძლო ომის თაობაზე ისაუბრა. როგორც სტატიის ავტორმა აღნიშნა, ამ სტატიის მიზანი არ არის მტკიცება, რომ რუსეთსა და ევროპას შორის ომი დაიწყება. სტატიის მიზანია წარმოვიდგინოთ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ეს მოხდა.

პროკურატურა

24 ივლისი 2026, 20:37

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

24 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

სკანდალური პოდკასტი - სიწმინდეებისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვს. ბრალდებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ეს არ ყოფილა ჩასაფრება და ქმედება ოქრიაშვილის მიერ ეროვნულ ფასეულობებზე ნათქვამმა სიტყვებმა გამოიწვია. პარალელურად, მწერალ ნოდარ დუმბაძისა და სიწმინდეების შეურაცხყოფას მკაცრად გმობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

24 ივლისი 2026, 20:22

კულტურა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 158-ე სეზონი გიორგი კაშიას საავტორო სპექტაკლის „კლიტემნესტრას სეანსი“ პრემიერით დაიხურა

სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. სპექტაკლის მხატვარი ილია საჯაია, ხოლო კომპოზიტორი გიორგი ჯღარკავაა. დადგმაში მონაწილეობდნენ: ია სუხიტაშვილი, ირაკლი ჯიშკარიანი, გიგა აბულაძე, მარიამ მღებრიშვილი, ლევან გოგოხია და კობა მატკავა.

სი ძინპინი ვლადიმირ პუტინი

24 ივლისი 2026, 20:20

მსოფლიო

CNN: ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ აწვდიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ან რუსეთი ირანს იარაღს აწვდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 20:15

სამართალი

ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და თავდასხმის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალი უკვე წარუდგინეს - პროკურატურა დაკავებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ნიკა კაპანაძემ 17 წლის მოზარდი მოკლა, სამი მოქალაქე დაჭრა, დაკავებისას კი ცეცხლი პოლიციელებსაც გაუხსნა.

მიხეილ სააკაშვილი
ეკა გიგაური

24 ივლისი 2026, 20:13

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ეკა გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციას პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს - ღია დაპირისპირება ყოფილ მოკავშირეებს შორის. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოლიტიკური დაპირისპირება ყოფილ მოკავშირეებს შორის. მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და ეკა გიგაურს პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. მსჯავრდებული უკვე მეორე დღეა განმარტებას ითხოვს, თუ რატომ ვერ მოიძებნა მისთვის ადგილი ორგანიზაციის მიერ შედგენილ პოლიტპატიმართა სიაში.

ცოტნე ანანიძე

24 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის - ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. თვალსაჩინოა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული გარე და შიდა შეტევების ნაწილია

ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის — ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა, - ამ სიტყვებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დეკანოზ საბა ჭიკაიძის სიტყვებს აზიარებს, რომლის თქმითაც - „ ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს.“

დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 19:41

მსოფლიო

ტრამპი: პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად, მითხრა, რომ ირანისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს, მას მშვენივრად ესმის, რომ მე იარაღს უკრაინას კი არ ვყიდი, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებს - ისინი სრულ საფასურს იხდიან, ხოლო თუ როგორ ნაწილდება ეს იარაღი შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს

პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად, მითხრა, რომ ირანისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს, მას მშვენივრად ესმის, რომ მე იარაღს უკრაინას კი არ ვყიდი, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებს - ისინი სრულ საფასურს იხდიან, ხოლო თუ როგორ ნაწილდება ეს იარაღი შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

24 ივლისი 2026, 19:27

თავდაცვა

ეკატერინე ხუციშვილმა „სამხედრო საქმის“ ტრენინგკურსის მონაწილეები დააჯილდოვა

დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „სამხედრო საქმე“ – ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ბაზაზე გაიმართა.

პიტერ მადიარი

24 ივლისი 2026, 19:24

მსოფლიო

Euronews: ევროპის მასშტაბით ორბანის მოკავშირეები უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ - მიუხედავად ამისა, ევროკომისია, როგორც ჩანს, ძირითადად იზიარებს ორბანის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისკენ მიმართულ სწრაფვას

ევროპის მასშტაბით ორბანის მოკავშირეები უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა, ხოლო კორუფციული გამოძიების ფარგლებში „ფიდესის“ სათავო ოფისში ჩხრეკა ჩატარდა - მიუხედავად ამისა, ევროკომისია, როგორც ჩანს, ძირითადად იზიარებს ორბანის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისკენ მიმართულ სწრაფვას, - წერს Euronews-ი.

ირაკლი გოგავა

24 ივლისი 2026, 19:10

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ხელისუფლება სწორს იმას აკეთებს, რომ საინვესტიციო პორტფელების მოსაზიდად ჩადის ისეთ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალია, ვინაიდან ვიცით, რომ ევროკავშირიდან წამოსულ ფულს ვალდებულებები ახლავს

პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სინგაპურში საქართველოს-პრემიერ მინისტრისა და მთავრობის წევრების ვიზიტი შეაფასა და ასევე, პარტნიორობის გაღრმავების შემთხვევაში ქვეყნისთვის მოსალოდნელ ეკონომიკურ სარგებელზეც ისაუბრა.

ანტონიუ გუტერეში

24 ივლისი 2026, 19:08

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ იერიშების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე „ჰუსიტების“ ბოლოდროინდელი იერიშების გამო და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 19:02

მსოფლიო

MS Now: თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო

თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო, - წერს ამერიკული გამოვემა MS Now ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ირაკლი გოგავა

24 ივლისი 2026, 18:26

ეკონომიკა

ირაკლი გოგავა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა

პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებას ეხმიანება. გოგავა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა.

თორნიკე ფაღავა

24 ივლისი 2026, 18:20

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა ადამიანების შეურაცხყოფას, სიძულვილის ენის პროპაგანდირებას კამპანიურად და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა ადამიანების რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფას

რადიკალური ოპოზიცია, რომ ამოეფაროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, მაგრამ ეს სტანდარტი არ არის ჩვენი მოგონილი. ეს სტანდარტი დააწესა ევროპის ადამიანის უფლებათა, სტრასბურგის სასამართლომ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბრისას.